📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

NEXT-ი Future Hospitality Summit-ის მთავარ მონაწილედ წარსდგა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

უძრავი ქონების და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ახალი მიღწევებით, NEXT პირველი ქართული საინვესტიციო-დეველოპერული კომპანიაა, რომელიც სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაზე Future Hospitality Summit ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ წარსდგა.

სამიტი 25-27 სექტემბერს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში გაიმართა და 1000-ზე მეტ ვიზიტორსა და 100-მდე საერთაშორისო მედიის წარმომადგენელს უმასპინძლა.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა ანი ოცხელი (NEXT-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე), ჯაიდევ მენეზეს ( Marriott International-ის რეგიონალური ვიცე-პრეზიდენტი), დანიელ ფონ ბარლოუენი (Accor Group-ის რეგიონალური ვიცე-პრეზიდენტი) და მარკ კირბი (Emaar-ის სტუმარ-მასპინძლობის ხელმძღვანელი). დისკუსიის მოდერატორი კი იყო სკოტ ანტელი, Hospitality & Franchise-ის ცნობილი იურისტი.

NEXT & Spectrum

სამიტზე, საქართველო დეველოპერულმა კომპანია NEXT-მა და არქიტექტორულმა კომპანია Spectrum-მა, ერთობლივი თანამშრომლობით შექმნილი ინოვაციური პროექტებით წარადგინეს.
NEXT & Spectrum-ის ერთიანი ხედვა, რომელიც ორიენტირებულია ტრანსფორმაციული, მდგრადი განვითარების შემუშავებაზე, განსაზღვრავს საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის მომავალს გლობალურ არეალზე.


Future Hospitality Summit-ის როლი უძრავი ქონების სექტორში:

ღონისძიება ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და აერთიანებს უძრავი ქონებისა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის გლობალურ ლიდერებს, რომლებიც განიხილავენ სხვადასხვა პროექტებს, ინოვაციურ საინვესტიციო ტენდენციებსა და იდეებს.
სამიტი, შესაძლებლობას აძლევს NEXT-ს, გამოიყენოს ეს პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისა და ინდუსტრიის ინოვაციური მიდგომების შესასწავლად, თანამშრომლობის გასაძლიერებლად და ამით კიდევ უფრო გაზარდოს საქართველოს როლი ინდუსტრიის განვითარებაში.

NEXT-ის სამომავლო გეგმები

სამიტზე, NEXT-მა ახალი პროექტი სახელწოდებით Next Coral წარადგინა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაის კუნძულებზე განხორციელდება. NEXT-ი ახალი პროექტით საერთაშორისო რუკაზე ოფიციალურად მოინიშნება და სიახლე არა მხოლოდ კომპანიისთვის, ქვეყნისთვისაც ღირებული იქნება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!