📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს? ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ხუთი წელია, რაც "შუაგული" ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და მალევე ძვირფასი და ღირსშესანიშნავი დღეების აღნიშვნის საუკეთესო საღონისძიებო სივრცედ იქცა.

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. "შუაგულის" დეკორაციები და ხედები საუკეთესო გარემოს ქმნის ნებისმიერი ტიპის დღესასწაულისთვის. რაც მთავარია, მისი გუნდი ყველა ღონისძიებასა და სტუმარს ინდივიდუალურად უდგება, რათა თითოეული დღე სიყვარულით სავსე მოგონებად იქცეს.

"შუაგულის" 7 განსხვავებული სივრცე − გარდენი, მთავარი და პანორამული დარბაზები, ბიბლიოთეკა, ქართული ოთახი, აუზი და ლაუნჯი − სხვადასხვა მასშტაბისა და თემატიკის ღონისძიებას მასპინძლობს.

"შუაგულში" ყველა ღონისძიება განსაკუთრებულია, ერთნაირად მნიშვნელოვანი სტუმრებისა და ორგანიზატორებისთვის. თითოეულ სტუმარს ინდივიდუალურად ვუდგებით, ვითვალისწინებთ მათ თხოვნებს და საკუთარ გამოცდილებასაც ვუზიარებთ. "შუაგულის" ეზო, სიმწვანე, გულის კუნძული, კრიალა ტბა, ღია სივრცე, პროფესიონალი და საქმეზე შეყვარებული გუნდი, ზღაპრულ და ლამაზ ღონისძიებებს ქმნის", − ამბობს თეა შენგელია, "შუაგულის" ხელმძღვანელი.

რისი აღნიშვნა შეგიძლიათ "შუაგულში"?

  • ქორწილი "შუაგულში"

ქორწილი სიყვარულის ზეიმია, რომელსაც შუაგული სხვადასხვა რიტუალით დასამახსოვრებელ მოგონებად აქცევს.

ქორწილის იუბილე

ჯადოსნური გულის ფორმის კუნძული ერთადერთია საქართველოში, რომელიც ლეგენდის თანახმად ტბის შექმნისას ბუნებრივად გაჩნდა, თუ ამ კუნძულზე, ფანჩატურის ცენტრში საყვარელ ადამიანს სიყვარულს აღუთქვამთ, ეს სიყვარული მარადიულად იცოცხლებს.

"შუაგულის" უნიკალური გარემო და აქ არსებული სიყვარულის ტბა, ნავით გასეირნება, გამწვანებული ეზო და მზის ჩასვლა თქვენ ქორწილს კიდევ უფრო ზღარპულს გახდის.

  • ნათლობის დღესასწაული

პანორამული დარბაზი, ლამაზი სერვირება, გემრიელი კერძები, განსხვავებული დეკორაცია, მომსახურება - სპეციალური სასმისი სადღეგრძელოსთვის, რომელზეც პატარას სახელია ამოტვიფრული, ნათლიებისთვის გამორჩეული აქსესუარები და სხვა დეტალები დაუვიწყარ ნათლობის დღესასწაულს შეგიქმნით.

  • დაბადების დღე

დაბადების დღეზე "შუაგულში" დიდი წვეულების მოწყობა შეგიძლიათ, ბენდითა თუ კლასიკური მუსიკით, დეკორაციებითა და ფერად-ფერადი კოქტეილებით. "შუაგულის" ჯადოსნური ტორტი და მისი მორთმევის ცერემონია, ყვავილების ტიარა იუბილარისთვის, პატარა ბრენდირებული წიგნაკი სურვილების ჩასაწერად, საჩუქრების ურიკა და მათი გახსნის ცერემონიალი, სხვა საინტერესო დეტალი თქვენი დაბადების დღის განუყოფელი ნაწილი იქნება.

  • ხელის თხოვნის ცერემონია, პაემანი

"ცოლად გამომყვები?" ხელის თხოვნის ცერემონიის ჯადოსნური შეკითხვაა, რომელიც "შუაგულის" ატმოსფეროში, პატარა-პატარა სიურპრიზებით, სასიყვარულო წერილებით, დეკორაციებითა და ლამაზი გარემოთი კიდევ უფრო ჯადოსნური ხდება.

  • სქესის გაგების ცერემონია

სქესის გაგების ცერემონია საკმაოდ ამაღელვებელი პროცესია მშობლებისთვის და არა მარტო... "შუაგულის" სიყვარულით სავსე გარემოში კი ეს ცერემონია ულამაზეს ფერად მოგონებად იქცევა.

  • კორპორაციული წვეულება

"შუაგული" იდეალური ადგილია კორპორაციული წვეულებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა რა მასშტაბის ღონისძიებას გეგმავთ − "შუაგულის" გუნდი ნებისმიერი გამოწვევისთვის მზადაა. რაც მთავარია, ყველა კორპორაციულ წვეულებას საკუთარი თემატიკა აქვს, გასართობი აქტივობებით, გამოსვლებით, დაჯილდოებითა და მუსიკალური გაფორმებით.

წელს "შუაგულს" ახალი სერვისები დაემატა, მათ შორის საბავშვო გასართობი ზონა, ბავშვთა დაბადების დღე სრული პროგრამით, ეკოტური სკოლის მოსწავლეებისთვის "შუაგულის" სანერგეში, Team Building კომპანიებისთვის, მასტერკლასები ტურისტებისთვის და სხვა. რაც მთავარია, თითოეული ეს ღონისძიება სავსეა საინტერესო თავგადასავლებით, რიტუალებითა და დეტალებით.

"შუაგულის" გასტრო ტური ექსკლუზიური ღონისძიებაა ტურისტებისთვის, სადაც ქართულ დეკორს, ჩურჩხელის ამოვლების ცერემონიას, პურის ცხობის მასტერკლასს, ქართულ სადღეგრძელოებს და გასტრომოგზაურობის სპეციალურ მენიუს შეხვდებით, სადაც წამყვანი და სომელიე კერძის წარმომავლობას, ამბავს და შესაბამის ლეგენდებს უყვება სტუმრებს.

გასული წლების განმავლობაში "შუაგულმა" არაერთი ლამაზი კორპორაციული ღონისძიება თუ დიდი, მასშტაბური კონცერტი მოაწყო, მათ შორის ქართული და საერთაშორისო კომპანიების კორპორაციულ ღონისძიებებს უმასპინძლა. "შუაგულის" ჯერჯერობით ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას 2 300 სტუმარი ესწრებოდა, რომელმაც წარმატებით და საინტერესოდ ჩაიარა. ეს ფაქტი კი იმის დასტურია, რომ "შუაგულის" გუნდისთვის არ არსებობს არცერთი მასშტაბისა თუ თემატიკის ღონისძიება, რომლის სრულად ორგანიზებას და ლამაზად ჩატარებას ვერ შეძლებს.

"შუაგულის" გუნდი მზადაა, თქვენი ნებისმიერი ღირსშესანიშნავი მომენტი სიყვარულით სავსე მოგონებად აქციოს!
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია