📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

როგორ შეეშველა ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი მრავალთაობიან ოჯახებს?

By Gleb Tsipursky

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მუშაობის ჰიბრიდულ და სრულად დისტანციურ მოდელებს გავლენა აქვს იმაზე, თუ როგორ ვასრულებთ სამუშაოს, და არა მხოლოდ. ეს ყველაფერი დრამატულად ცვლის ხანდაზმულების მოვლისადმი მიდგომას. მუშაობის ახალი სტილი აძლიერებს ჩვენს ზრუნვას ჩვენთვის ძვირფასი ხანდაზმულების მიმართ და, ამავდროულად, ამცირებს აქამდე მყარად ფესვებგადგმულ საოჯახო სისტემას.

სამწუხაროდ, ისეთი გაზეთები, როგორიცაა მაგალითად The Wall Street Journal, ცვლილების შესახებ შემდეგნაირი ჰედლაინებით მოთქვამენ: "არის თუ არა შინიდან მუშაობის ბრალი ხანდაზმულთა სახლების ნელი აღდგენა?" მსგავსი ნამუშევრები ანტიოჯახური, ანტისამომხმარებლო და განსაკუთრებული ინტერესების შესახებ ბადებს კითხვებს. ჩვენ უნდა აღვნიშნავდეთ ფაქტს, რომ მომხმარებლებს აღარ უწევთ თანხების ისეთ სერვისებზე დახარჯვა, როგორიცაა ხანდაზმულთა სახლები − ასე ხომ მრავალთაობიანი ოჯახები ნარჩუნდება და ძლიერდება კავშირები.

რა სარგებელი მოაქვს ჰიბრიდულად მუშაობას "სენდვიჩის თაობისთვის"?

სამუშაოს ჰიბრიდული რეჟიმის გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა თაობისთვის, რომელსაც "სენდვიჩის თაობას" უწოდებენ: საშუალო ასაკის უფროსი თაობა, 40-50 წლისები − სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელი ერთი თაობის აღზრდასა და მშობლების თაობაზე ზრუნვაზე. ჰიბრიდული რეჟიმის გაჩენამდე, ეს ადამიანები ხშირად გრძნობდნენ, რომ რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად ექაჩებოდნენ ხოლმე.

მაგრამ ახლა პარადიგმა დრამატულად შეიცვალა. ჰიბრიდულად მუშაობის მოხერხებულობამ ეს დაუსრულებელი გაწევ-გამოწევა უფრო მართვად, სასიამოვნო მცდელობად აქცია. ყველაფერი ისეა, თითქოს ადამიანებს მაგიური ჯოხი მისცესო.

წარმოიდგინეთ ასეთი სცენარი: დასაქმებული, სახელად ლიზა, მისი სამუშაო დღის შუაში. ტრადიციული მოდელით − ოფისში იქნებოდა, მოხუცი დედისა და შვილებისგან შორს. ახლა კი, დისტანციურად მუშაობის გამო, შეუძლია შეხვედრას ვირტუალურად დაესწროს, შემდეგ შვილს დავალების დაწერაში დაეხმაროს და მოგვიანებით დედას გაჰყვეს ექიმთან.

პროფესიული და პირადი ცხოვრების ეს არც ისე თვალშისაცემი შერწყმა სწორედ ჰიბრიდულმა მუშაობამ მოგვიტანა. დღეები, როცა ლიზა საცობში იდგა და შფოთვით დაჰყურებდა საათს, რათა მოხუცთა თავშესაფარში მისვლა მოესწრო, წარსულში დარჩა. ახლა მას შეუძლია იყო მოსიყვარულე შვილი და დედა, პარალელურად კი კარიერულ წინსვლაზეც არ თქვას უარი.

ამით სარგებელს მხოლოდ ლიზა როდი ნახულობს − პოზიტიური გავლენა მთელ ოჯახზე აისახება. ლიზას მოხუცებული დედა მეტ დროს ატარებს ოჯახთან, ბავშვები მეტ ყურადღებას იღებენ, თავად ლიზაც ნაკლებად სტრესირებული და მეტად შემდგარია. ახალი მოდელი არა მხოლოდ მოხერხებულია მისთვის და დროის უკეთ მენეჯმენტს ნიშნავს, არამედ აძლევს კმაყოფილების გრძნობას − ლიზამ იცის, რომ საყვარელი ადამიანების გვერდითაა.

ამ ჭრილში ჰიბრიდული და დისტანციური მუშაობა მხოლოდ ტრენდად აღარ განიხილება − ეს სოციალური ცვლილებაა, რომელიც "სენდვიჩის თაობას" აძლიერებს, ოჯახური მზრუნველობის დინამიკას ცვლის. ამ რადიკალურ ცვლილებას გავლენა აქვს ოჯახებზე, ბიზნესებსა და საზოგადოებებზე.

მოხუცთა თავშესაფრების ნარატივის გადახედვა

ჰიბრიდული მუშაობის ერამ ხანდაზმულთა თავშესაფრები შინ ზრუნვის სერვისით ჩაანაცვლა, რის გამო თავშესაფრებზე მოთხოვნამ იკლო. The Wall Street Journal-ის მსგავსი გამოცემები ნეგატიურად ფუთავენ ამ ტრენდს და მას ნელი აღდგენის პროცესად მოიხსენიებენ. თუმცა, ეს პერსპექტივა მხოლოდ ნაწილს აჩვენებს დიდი სურათიდან.

ნაცვლად იმისა, რომ პროცესს თავშესაფრების დაღმასვლად შევხედოთ, უნდა დავინახოთ შანსი ინოვაციის, რაც მხოლოდ ცვლილებით მოდის. თავშესაფრების მფლობელებმა და სერვისის მიმწოდებლებმა კი ქამელეონის მსგავსად უნდა აუწყონ ფეხი გარემო პირობების ცვლილებას და მოერგონ მომხმარებელთა საჭიროებებსა და მოლოდინს.

წარსულში მოხუცებულთა თავშესაფრები ერთ-ერთი გამოსავალი იყო ოჯახებისთვის, რომლებშიც სამუშაოსა და სახლის პასუხისმგებლობებს შორის არჩევანის გაკეთება უწევდათ. ახლა, როცა ჰიბრიდულად მუშაობა ნორმად იქცა, ოჯახებს აქვს შესაძლებლობა იზრუნონ საყვარელ ადამიანებზე შინიდანვე. ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ თავშესაფრების ინდუსტრია გაქრება. პირიქით − მათაც ეძლევათ შანსი, გააუმჯობესონ სერვისები და ასე მოძებნონ გზები ოჯახების გასაძლიერებლად.

მაგალითად, თავშესაფრებს შეუძლიათ შესთავაზონ კლიენტებს უფრო მოხერხებული, ნახევარგანაკვეთიანი სერვისები იმ შემთხვევებში, როცა ოჯახი სრულ დროს ვერ უთმობს ბენეფიციარს. მათ, ასევე, შეუძლიათ განავითარონ პროგრამები, რომლებიც მოხუცებს საშუალებას მისცემს, კავშირი შეინარჩუნონ მათ მიკროსოციუმებთან. ეს ნამდვილად არის დრო, როცა ინდუსტრიამ კრეატიულად უნდა უპასუხოს ცვლილებებს.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს − ცვლილება ოჯახებს იმის საშუალებასაც მისცემს, რომ დანაზოგები გაზარდონ. იმის ნაცვლად, რომ თავშესაფრების ინდუსტრიისთვის საფრთხეს ვხედავდეთ, უნდა დავაფასოთ შესაძლებლობა, თუ რამდენად უკეთ შეძლებენ ოჯახები ფინანსების განკარგვას. მაგალითად, თანხების თავშესაფრებზე ხარჯვის ნაცვლად, იგივე ფინანსური რესურსი შეიძლება მოხუცების კეთილდღეობას მოხმარდეს, ან მომავალი თაობების განათლებაში ინვესტიციას.

სწორედ ამიტომ, ნარატივზე საუბრისას უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ცვლილება დადებითად წარმართული ევოლუცია იქნება მოხუცებზე ზრუნვაში. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ზრუნვის ერთ ფორმას ვირჩევთ მეორის ფონზე − უბრალოდ, ოჯახებს ვაძლევთ მეტ არჩევანს, თუ რა უფრო კარგად მუშაობს მათთვის. ჰიბრიდულმა მუშაობამ ამაში კატალიზატორის როლი შეასრულა, ჩვენ კი ყველამ უნდა მივიღოთ ეს და შევძლოთ ადაპტირება.

მომგებიანი სცენარი ბიზნესისა და ოჯახებისთვის

დისტანციური თუ ჰიბრიდული რეჟიმების ნორმად ქცევის აღნიშნული ცვლილება, ყველასთვის მომგებიანი სცენარია. ეს აძლევს დასაქმებულს შესაძლებლობას, უკეთ დააბალანსოს სამსახური და ოჯახური პასუხისმგებლობები, ხოლო ბიზნესს უნარჩუნებს მნიშვნელოვან თანამშრომლებს. დროა, აღვნიშნავდეთ ცვლილებას და არ ვცდილობდეთ, ხელი შევუშალოთ მას − სწორედ ამას ვეუბნები კომპანიებს, რომლებიც დახმარებისთვის მომმართავენ.

ამ კულტურულ ტრანსფორმაციას გრძელვადიანი ეფექტები აქვს, ვრცელდება სამსახურებს მიღმა და აღწევს ჩვენს ოჯახებში. ჰიბრიდულ რეჟიმზე გადასვლა ცვლის ხანდაზმულებზე ზრუნვის პრაქტიკას და გვაჩვენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სამუშაო გარემოს მოხერხებულობა.

ცვლილებაზე მოთქმა-გოდების ნაცვლად, მივიღოთ ის შესაძლებლობად. ჰიბრიდული მოდელი უკვე აჩვენებს პოტენციალს, თუ რამდენად სარგებლიანი შეუძლია იყოს ჩვენი კარიერისა და მოვალეობებისთვის. ის ხელს უწყობს ოჯახური კავშირების გაძლიერებას, მრავალთაობიანი ოჯახების შენარჩუნებას და ამცირებს თავშესაფრებზე გაწეულ ხარჯებს. ეს ხომ ნამდვილად საზეიმო მომავალია!

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

საქართველოს უნივერსიტეტი - შესაძლებლობების 20 წელი

2004 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო, დღეს კი 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს