📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Green Waves 210 ჰექტარზე ნუშის ბაღებს გააშენებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი აგროსექტორის განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, "Green Waves" საგარეჯოში, 210 ჰექტარზე, ნუშის ბაღებს გააშენებს.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 17 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის ინვესტიცია კი 11 მილიონ ლარს შეადგენს და ის საირიგაციო სისტემების მოწყობას, ნიადაგის მომზადების სამუშაოებს, სასოფლო - სამეურნეო ტექნიკისა და ნერგების შეძენას გულისხმობს.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში "Green Waves" - ის ჯგუფი ყოველწლიურად 500 ტონამდე მოცულობის ნუშის მოსავალს ელის, რომლის რეალიზაციას საერთაშორისო ბაზარზე უზრუნველყოფს. ჯგუფს მასშტაბური გეგმები აქვს და სამომავლოდ ნუშის სამტვრევი, სორტირების და შეფუთვის საწარმოსა და სასაწყობო მეურნეობის მშენებლობას გეგმავს.

"საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება აგრო წარმოებისა და ბიზნესების მხარდაჭერაა. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ "Green Waves" - სთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს საქართველოს, როგორც ნუშის მწარმოებელი ქვეყნის პოზოციონირებასა და რეგიონებში აგრო წარმოების განვითარებაში. ეს ერთ - ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია საგარეჯოს რეგიონში და მიგვაჩნია, რომ ქართული ნუში მალე დაიმკვიდრებს თავს საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების და ბიზნესების მხარდაჭერას, განსაკუთრებით რეგიონებში." - განაცხადა ნინო აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!