📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პრეზენტაცია და AI Meetup

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და D ბლოკთან პარტნიორობით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) პრეზენტაცია და AI Meetup გაიმართა.

ღონისძიების მიზანს ასოციაციის შექმნის იდეის, მიზნების და გეგმების პრეზენტაცია წარმოადგენდა. ასოციაციის დამფუძნებლებმა და სხვა სპიკერებმა მიმოიხილეს საქართველოში, სხვადასხვა სფეროში, AI-ის განვითარების მიმართულებით არსებული მდგომარეობა, პერსპექტივები და გამოწვევები.

"საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დაფუძნების მიზანი, ქვეყნის AI და მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით არსებული ძალიან დიდი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა და ამით ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერაა. ეს მისია კი სამ მიზნად იშლება: AI წიგნიერების გაზრდა, ბიზნესების და სტარტაპების მხარდაჭერა და AI პროფესიონალების გაძლიერება ქართული AI-ის განვითარებისთვის. ამ საქმეში კი გაერთიანება და თანამშრომლობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ამის კარგი მაგალითი ასოციაციის პრეზენტაციაზე უკვე შედგა, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მთავარ მხარდამჭერ საქართველოს ბანკს და პარტნიორ D Block-ს ეკუთვნით." - გიგი გიორგაძე, ასოციაციის თავმჯდომარე

ღონისძიების ფარგლებში პანელური დისკუსიები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ხელოვნური ინტელექტის და მონაცემთა მეცნიერების, ბიზნესისა და სამართლის პროფესიონალებმა მიიღეს. პანელური დისკუსიების მონაწილეებმა AI-ის მდგომარეობა და განვითარების გზები განიხილეს ბიზნესის, სახელმწიფოს, მედიისა და საზოგადოების და პროფესიული პერსპექტივებიდან.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების პროფესიონალები, ენთუზიასტები, ანტრეპრენერები, კერძო და საჯარო სექტორის, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები.

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA) არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, საქართველოში AI წიგნიერების ამაღლება, ბიზნესების დახმარება AI ტექნოლოგიების დანერგვაში და სფეროს პროფესიონალების მხარდაჭერა ქართული AI-ის განვითარებაში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

საქართველოს უნივერსიტეტი - შესაძლებლობების 20 წელი

2004 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო, დღეს კი 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს