📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "ელპლუსი" 19 წლის გახდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სახანძრო უსაფრთხოების სისტემების კომპანია "ელპლუსი" პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც ადგილობრივ ბაზარზე სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარის წარმოება და რეალიზაცია დაიწყო.19 წლიანი გამოცდილება, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გულისხმიერი დამოკიდებულება საქმის მიმართ, სწორედ ის არის, რაც ელპლუსს ყველასათვის სანდო კომპანიად აქცევს.

"დღეს "ელპლუსი" ბაზარზე პოზიციონირებს, როგორც სანდო და ლიდერი კომპანია სახანძრო უსაფრთხოების სფეროში, ეს ყველაფერი კი პირდაპირკავშირშია უსაფრთხოებასა და სიმშვიდესთან", - აღნიშნავს ბიზნესის განვითარების დირექტორი, ვაკო საღირაშვილი.

"ელპლუსის" საწარმო მომხმარებლებს ხარისხიანი პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, ესენია: ცეცხლმედეგი და მეტალის კარის წარმოება, ცეცხლმაქრების, სახანძრო კარადის, ფასადის, სტენდის, სტელაჟების, თაროებისა და მეტალის სხვა კონსტრუქციების წარმოება. რაც მთავარია, პროდუქცია მხოლოდ სერტიფიცირებული მასალისგან და ევროპული სტანდარტის დაცვით იქმნება. კომპანია ასევე ფლობს თანამედროვე სამღებროს, სადაც წარმოებული პროდუქტი თერმული ღებვის მეთოდით მუშავდება.

კომპანიის შეთავაზებებს შორის მნიშვნელოვანი როლი აქვს დაცვითი სისტემების ზედამხედველობას. აღსანიშნავია, რომ "ელპლუსი" საქართველოს სტრატეგიულ ობიექტებზე დამონტაჟებულ საინჟინრო სახანძრო სისტემებს ყოველდღიურად უწევს ტექნიკურ ზედამხედველობას.

განვითარების რა ხედვა აქვს კომპანიას 2024 წელს?

2023 წელი "ელპლუსისთვის" საინტერესო და სიახლეებით სავსე წელი იყო. გასულ წელს კომპანიამ პარტნიორული ხელშეკრულება გააფორმა ისეთ მსოფლიო ბრენდთან, როგორიცაა Bosch. წელს კი ამ ხელშეკრულების ფარგლებში არაერთ საერთაშორისო კომპანიასთან იგეგმება თანამშრომლობა.

2023 წელს "ელპლუსმა" პარალელურად დაიწყო არასახანძრო საინჟინრო სისტემების პროექტირება და მონტაჟი. მიმდინარე წელს კი მომხმარებლებისთვის ამ სერვისის მიწოდება აქტიურად იგეგმება.(!)რაც შეეხება განვითარების სამომავლო ხედვას, დაგეგმილია საწარმოს გაფართოება, რაზეც უკვე აქტიურადაა დაწყებული სამუშაოები. ფინანსური მხარდაჭერის მიზნით ჩართულია საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი EBRD.

"2023 წელს სხვადასხვა პროდუქტთან ერთად დაახლოებით 3000 კარის წარმოება და რეალიზაცია შევძელით. საწარმოს გაფართოების შემთხვევაში კი რამდენიმეჯერ გავზრდით წარმოებას, ასევე გაიზრდება პროდუქციის ასორტიმენტი", - აღნიშნავს ვაკო საღირაშვილი.

2024 წელისთვის კომპანიას დიდი გეგმები აქვს, "ელპლუსი" სახანძრო სისტემების მომსახურების ექსპორტზე გატანას გეგმავს და ასევე, კიდევ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება MEP სერვისების მომსახურებაზე.

სიახლეები

გამორჩეული ადამიანების თვისებები

რა განასხვავებთ ცხოვრების თამაშში "გამარჯვებულებს" დანარჩენებისგან?