📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"შუაგული" - სიყვარულით სავსე ბრენდი "შუაგული" თბილისთან ახლოს მდებარე უნიკალური საღონისძიებო ადგილია, რომელიც 7 განსხვავებულ სივრცეში სხვადასხვა მასშტაბისა და თემატიკის ღონისძიებას მასპინძლობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"შუაგული" თბილისთან ახლოს მდებარე უნიკალური საღონისძიებო ადგილია, რომელიც 7 განსხვავებულ სივრცეში სხვადასხვა მასშტაბისა და თემატიკის ღონისძიებას მასპინძლობს და საშუალებას გვაძლევს, ცხოვრების ლამაზი წუთები ჩვენს საყვარელ ადამიანებს გავუზიაროთ.

"შუაგულის" სიყვარულითა და ბედნიერებით სავსე სამყაროში, დაბადების დღე, ქორწილი, ქორწინების იუბილე, ნათლობა, ხელის თხოვნა თუ ბავშვის სქესის გაგების ცერემონია საუკეთესო მოგონება იქცევა, რომელიც ყოველთვის დიდი სიყვარულით გაახსენდება თითოეულ სტუმარს.

"შუაგულის" ისტორია ხუთი წლის წინ, 2018 წელს დაიწყო. ბედნიერებისა და სილამაზის გაზიარების სურვილმა, ბუნების სიყვარულმა და მომსახურების სფეროში ახალი სიტყვის თქმის წადილმა, თბილისთან ახლოს რეკრეაციული ზონის შექმნის იდეა გააჩინა. სწორედ ასე ჩამოყალიბდა უნიკალური საღონისძიებო სივრცე თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე, რომელიც სტუმრებს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მასპინძლობს.

"გვწამს, რომ ცხოვრება ბედნიერი გამოცდილებითა და სასიხარულო მომენტებით იზომება და გვინდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს მაქსიმალურად ბევრი ასეთი მომენტი", − ასეთია ბრენდის ფილოსოფია.

"შუაგულის" ზღაპრული გარემო ხელს უწყობს განწყობის ამაღლებას. გულის კუნძული, მოლივლივე ტბა, ბედნიერების კედელი და სურვილების ასრულების ჩანჩქერი იდეალურ გარემოს ქმნის იმისათვის, რათა "შუაგულში" ვიზიტი დაუვიწყარი გახდეს. ლეგენდის თანახმად, გულის კუნძული ჯადოსნურია, რომელიც ტბის შექმნისას ბუნებრივად გაჩნდა და თუ ამ კუნძულზე, საყვარელ ადამიანს სიყვარულს აღუთქვამთ, ეს სიყვარული მარადიულად იცოცხლებს.

სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარება "შუაგულის" მთავარი ამოცანაა, რისთვისაც გუნდმა არაერთი ინოვაციური თუ კრეატიული ღონისძიება შექმნა, მათ შორის დღესასწაულების აღსანიშნი რიტუალები.

ბედნიერება, სამართლიანობა და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა, ბრენდის მთავარი ღირებულებებია. მათთვის მნიშვნელოვანია ყოველი სტუმარი იყოს ბედნიერი და თითოეული თანამშრომელი განიცდიდეს სიამოვნებას საკუთარი საქმის კეთებისას. ისინი სამართლიანები არიან კონკურენტთან თუ პარტნიორთან ურთიერთობაში და რაც მთავარია, მუდმივად ზრუნავენ, რომ შუაგულის გარემო იყოს ჯანსაღი, მწვანე და ამასთან, ჯადოსნური.

7 განსხვავებული სივრცე მრავალფეროვანი ღონისძიებების მასპინძლობის საშუალებას იძლევა, თითოეული ღონისძიება კი ერთმანეთისგან განსხვავებულია, რადგან "შუაგულის" გუნდს ყოველი დამკვეთისადმი ინდივიდუალური მიდგომა აქვს.

"შუაგული" განახლებული კერძებით ვიზიტორებს ნამდვილ გასტრონომიულ თავგადასავალს ჰპირდება. ახალი მენიუ, მოდერნიზებული ქართული ტრადიციული სამზარეულო არავის დატოვებს გულგრილს.

ამჟამად "შუაგულის" გუნდს თეა შენგელია ხელმძღვანელობს, რომელსაც სტუმარ-მასპინძლობისა და ღონისძიებების დაგეგმვის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისი უშუალო ჩართულობით ქართულ ბაზარზე არაერთი საერთაშორისო კომპანია შემოვიდა, მათ შორის სასტუმროების, რესტორნებისა თუ სხვა ინდუსტრიებიდან.

2023 წლიდან "შუაგულის" სრული რებრენდინგი განხორციელდა, შეიქმნა ახალი სერვისები, მენეჯმენტი წარმატებული კადრებით დაკომპლექტდა, შემუშავდა ახალი მარკეტინგული სტრატეგია, მენიუს კი ბრენდ-შეფების მიერ შექმნილი უგემრიელესი კერძები დაემატა. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია... "შუაგული" სამომავლოდ ახალი ლოკაციების ათვისებისა და მრავალფეროვანი სერვისების დანერგვის გარდა, კიდევ არაერთ სიყვარულით სავსე სიახლეს გვპირდება, რომლებსაც ეტაპობრივად გაგვიზიარებენ.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

საქართველოს უნივერსიტეტი - შესაძლებლობების 20 წელი

2004 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო, დღეს კი 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს