📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

თაკო სულაქველიძის და ნათია გოგოთიძის ერთობლივი პროექტი - ინოვაცია მსოფლიო ბიზნესში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Ripple ხელოვნური ინტელექტის დახმარებით აღიქვამს ადამიანის სახის 50-ზე მეტ გამომეტყველებას, აანალიზებს სიტყვებს. ინტერვიუსა თუ პროდუქტის გატესტვის შემდეგ, დიდი მონაცემთა ბაზის საფუძველზე, აგენერირებს უფრო ემპათიურ ინსაიტებს, ქმნის პერსონებს და სხვა სტრატეგიულ არტეფაქტებს, რომლებიც შემდეგ კომპანიებს წარმატებული პროდუქტების შექმნაში დაეხმარება.

პროექტი საშუალებას მისცემს ორგანიზაციებს უკეთესად გაიგონ მომხმარებლების პრობლემები და საჭიროებები, დატესტონ ახალი პროდუქტები სამიზნე აუდიტორიაზე და შექმნან ჭეშმარიტად მომხმარებელზე მორგებული სერვისები, რაც ბიზნესის ფინანსურ შედეგებზე დადებითად აისახება.

ეს პროგრამა Design Thinking-ის პრინციპებზე დამყარებით ინოვაციური ბიზნესის შექმნისა და მართვის ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას ემყარება.

თაკომ და ნათიამ ერთმანეთი პარსონის დიზაინის სკოლაში, სტრატეგიული დიზაინის და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის შემდეგ გაიცნეს. პარსონის დიზაინის სკოლა #1 დიზაინის უნივერსიტეტია აშშ-ში, და შედის მსოფლიოს წამყვანი სასწავლებლების სამეულში.

პირველი სასწავლო წლის განმავლობაში მათ შეიძინეს დიდი ზომის კომპანიების პრობლემებზე მუშაობის გამოცდილება და შექმნეს ინოვაციური პროექტები ისეთი ცნობილი კომპანიებისთვის, როგორებიცაა Nasa და Northwell Health (ნიუ იორკის ყველაზე დიდი ჯანდაცვის მიმწოდებელი კომპანია, რომელიც მომხმარებლებისთვის სერვისის გაწევის ციფრულ პლატფორმებს ავითარებს). მათ ჰქონდათ შესაძლებლობა ესწავლათ IBM-ის, Nike-ის, ideo.org-ისა და სხვა წამყვანი კომპანიების დიზაინერი ლიდერებისგან.

პარსონის დიზაინის სკოლაში, მაგისტრატურის პროგრამაზე, მეორე სასწავლო წელი სრულად ეთმობა პირად, საკურსო პროექტზე მუშაობას.

"ამ დროისთვის უკვე კარგად ვიცოდით, რომ ერთად გვინდოდა მუშაობა, და დავიწყეთ კვლევა თემაზე "ხელოვნური ინტელექტის გავლენა სტრატეგიული დიზაინის პროცესში."

ვიკვლევდით დიზაინერების სამუშაო პროცესს, და ვაკვირდებოდით, თუ როგორ ინტეგრირდება ამ პროცესში მომავლის ტექნოლოგიები. პირველი სემესტრი ასევე მივუძღვენით ჩვენს პროფესიაში, სტრატეგიული დიზაინერების სამუშაო პროცესში არსებული სირთულეების შესწავლას. ვხვდებოდით Google-ის, IBM-ისა და Meta-ს ტექნოლოგიების მიმართულების დიზაინ ექსპერტებს, რომ გამოგვევლინა Design Research-ის პროცესში არსებული ბარიერები", - თაკო სულაქველიძე, სტრატეგიის დირექტორი.

იგი ბოლო 10 წლის განმავლობაში, ბრენდის და მარკეტინგული სტრატეგიის მიმართულებით, წამყვან ქართულ სარეკლამო სააგენტოებში მოღვაწეობს. მიღებული აქვს კანის ახალგაზრდა ლომების ვერცხლის და ბრინჯაოს ჯილდოები ახალგაზრდა მარკეტერის კატეგორიაში, ხოლო მისი ხელმძღვანელობით შექმნილ კამპანიებს, კრეატიულ ფესტვალებზე მოუგია არაერთი პრიზი.

ამჟამად, თაკო მუშაობს ამერიკულ ციფრულ სტარტაპში, სადაც მეტავერს სივრცეში ავითარებს ივენთების პლატფორმას. თაკო სწავლობდა პარსონის დიზაინის სკოლაში, ნიუ იორკში და აქვს მეცნიერების მაგისტრის ხარისხი სტრატეგიულ დიზაინსა და მენეჯმენტში, ასევე ბიზნესის ბაკალავრი თავისუფალ უნივერსიტეტში. მეტი თაკოს შესახებ: https://www.takoisgogo.com/

"Design Research ე.წ. მომხმარებელზე ორიენტირებული კვლევის სტრუქტურაა, რომელიც თვისობრივი და რაოდენობითი კვლევის სხვადასხვა მეთოდებს აერთიანებს. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, მეორე სემესტრში დავიწყეთ იმაზე ფიქრი თუ როგორ შეიძლებოდა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გადაგვეჭრა ის პრობლემები, რაც ყველაზე მეტად ჩვენს სამიზნე აუდიტორიას აწუხებდა.

დავიწყეთ ახალი ტექნოლოგიების ძიება და კონცეფციის შემუშავება ამ ბარიერების აღმოფხვრისთვის. ჩვენი მთავარი მიზანი იყო შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც ადამიანს დაეხმარებოდა საქმის უფრო ზუსტად და სწრაფად შესრულებაში, სამუშაო პროცესში კი იქნებოდა დამატებითი ინსპირაციის წყარო. გვინდოდა რომ ყოფილიყო ისეთი პროდუქტი, რომელიც იქნებოდა ე.წ. კოლაბორატორი იმათთვისაც კი, ვინც გუნდში მარტო მუშაობდა", - ნათია გოგოთიძე.

ნათია არის საერთაშორისო ინოვაციების გუნდის წევრი ამერიკულ კომპანია HSB-ში, სადაც მუშაობს ანალიტიკოსად და ატარებს მომხმარებლის და ბაზრის კვლევებს სხვადასხვა ტექნოლოგიურ სფეროში, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, ნივთების ინტერნეტი (IoT-Internet of Things), რომლის საფუძველზეც ქმნის მომხმარებელზე ორიენტირებულ პროდუქტებსა და სერვისებს.

ამ პოზიციამდე, ნათია მუშაობდა ბრენდის სტრატეგად ნიუ-იორკის კრეატიულ სააგენტოში და გუნდთან ერთად ქმნიდა წამყვან ამერიკულ ბრენდებს. ნათია სწავლობდა პარსონის დიზაინის სკოლაში, ნიუ-იორკში და აქვს მეცნიერების მაგისტრის ხარისხი სტრატეგიულ დიზაინსა და მენეჯმენტში, ხოლო ბიზნესის ბაკალავრი საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. მეტი ნათიას შესახებ: https://www.natiagogotidze.com/

კურსის დახურვის შემდეგ სიმპოზიუმზე მათმა პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა, "რიფლი" დასახელდა 15 საუკეთესო პროექტს შორის და გამოიფინა პარსონის ვებგვერდზე სამგალითო საკურსო პროექტებს შორის.

ამის შემდეგ გადაწყვიტეს პროექტი პროგრამის ფარგლებს გარეთ გაეტანათ. გასულ წელს, ყველასათვის ნაცნობმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ LG-მ, The New School-თან თანამშრომლობა დაიწყო ხელოვნური ინტელექტის კვლევის საკითხებზე. გამოცხადდა კრეატიული სტუდენტური პროექტების კონკურსი, საიდანაც 10 გამარჯვებული წარმოდგენილი იქნებოდა DA+AI (დიზაინი, ხელოვნება, და ხელოვნური ინტელექტის) საინაუგურაციო გამოფენაზე.

"ეს გამოფენა წელს პირველად გაიმართა ნიუ-იორკში და მას ექნება ყოველწლიური სახე. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პროექტი მოხვდა გამარჯვებულებს შორის, და მსურველებს შეუძლიათ იხილონ ნიუ-იორკში მდებარე Arnold & Sheila Aronson Galleries. მოხარულები ვართ ჩვენი ნამუშევრის ასეთი აღიარებით, და ვფიქრობთ, მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტს შევქმნით კოლაბორაციულად".

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!