📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

თბილისში ცელიაკიის კონფერენცია და უგლუტენო ექსპო გაიმართა "ჯანმრთელად გლუტენის გარეშე"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

9 დეკემბერს სასტუმროში ,,პულმან თბილისი აქსის თაუერსი" გაიმართა ცელიაკიის კონფერენცია და გლუტენის გარეშე პროდუქტების ექსპო: ,,ჯანმრთელად გლუტენის გარეშე!"

ღონისძიების სპიკერები და სტუმრები იყვნენ სამედიცინო სექტორის პროფესორები, პედიატრები, გასტროენეტროლოგები, ალერგოლოგები, დერმატოლოგები-ყველა მიმართულების ექიმები, ვისაც ცელიაკიის აღმოჩენა-მართვა ეხება.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო ,,საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაცია (სცეა)." ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ქეთი ტაბატაძემ შეაჯამა ასოაციაციის დაარესებიდან ერთი წლის აქტივობები, ისაუბრა მიღწევებზე და გამოწვევებზე. მიმდინარე წლის 5 ნოემბერს ,,სცეა" ოფიციალურად გახდა ევროპის ცელიაკიის ასოციაციების საზოგადოების (AOECS) წევრი.

კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვიანი გახლდათ და მოიცავდა შემდეგ საკითხებს: უგლუტენო კვება და დიეტისადმი ორგანიზმის დაქვემდებარება, რკინადეფიციტური ანემია ცელიაკიის დროს, ნუტრიციოლოგის რჩევები, ცელიაკიის ეროვნული გაიდლაინი, სკრინინგის მნიშვნელობა და აუცილებლობა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ კონფერენცია იმართება (AOECS)-ის მხარდაჭერით. ევროასოციაციის წევრობა ბევრ სიახლეს ნიშნავს საქართველოს ცელიაკიის საზოგადოებისთვის, რაც ასოციაციის სტრატეგიულ განვითარებას ხელს შეუწყობს.

ინფორმაციისთვის, ცელიაკია მსოფლიო პოპულაციის 1-2%-ს აქვს დადასტურებული, 100 ადამიანში ყოველი ერთი არ ორი ადამიანი ცელიაკიის მქონე პირია. აღნიშნული სტატისტიკა ზრდადია გაზრდილი ტესტირებების ფონზე.

ცელიაკია ეს არის წვრილი ნაწლავის დაავადება, რომელიც გამოწვეულია ცილა გლუტენის მოუნელებლობით. გლუტენი შედის ისეთ მარცვლეულში, როგორიცაა, ხორბალი, ჭვავი, ქერი და სხვა. დაავადების მართვა ამ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ სწორი, გლუტენის გარეშე კვებით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

საქართველოს უნივერსიტეტი - შესაძლებლობების 20 წელი

2004 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო, დღეს კი 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს