📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

უჩას ბიძაშვილი უჩა ვინ არის?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

ჩვეულებრივი, საქმიანი შეხვედრა.

მე ვსაუბრობ. გიო და შოთა მისმენენ.

გიო: ეკონომიკის მინისტრი დაგჭირდება.

მე: ეხლა ვინ არის ეკონომიკის მინისტრი კი არ ვიცი, სხვა სამინისტროდან გადმოიყვანეს, მახსოვს, მაგრამ გვარს ვერ ვიხსენებ.

შოთა: ის არის ბიჭო, უჩას ბიძაშვილი.

მე: უჩა ვინ არის?

გიო: *ბიძინას ბიძაშვილი.

მე - გავჩუმდი.

გიო: რა იყო მაკო, რა სახე გაქვს, რამე არ მოგწონს?! ნეპოტიზმი და კორუფცია არის მაგ შენს ევროპაშიც! ისეთ სახეს ნუ მიიღებ, ეხლა ვითომ პირველად გაიგე…

''მაგ შენს ევროპაშიც''- მ ორი კვირა ისეთივე შეგრძნებით მატარა, როგორიც ღრძილში გაკეთებულ გამაყუჩებელს აქვს. თან იცი, რომ გეტკინა, მაგრამ კი არ გტკივა, უბრალოდ თავის ამ ნახევარსფეროს შეგრძნება დაკარგე, თუმცა სიცარიელე არ არის. სახეა, იცი სადაც გაქვს.

Typing….

მე: გიო, გამარჯობა

გიო: გაგიმარჯოს, აბა როგორ მიდის საქმეები

მე: რეკლამა ვნახე, ბიგ ბენის საათის კოშკს North face-ის უზარმაზარი დუტის ქურთუკი რეალურად აცვია

გიო: მერე ?

მე: შენი აზრით North face - ის დამფუძნებელი ლონდონელი უჩას ბიძაშვილია?

გიო: შენ რომ უჩას ბიძაშვილი იყო, ეხლა უკეთესად იქნებოდი თბილისშიც და ლონდონშიც....

მე: მინისტრები "უჩას'' ბიძაშვილობის გარდა, იმ კრიტერიუმებით რომ ირჩეოდეს, რითიც ევროპაში, ეხლა მეც და ბევრი სხვაც, უკეთესად ვიქნებოდით.

გიო: იმედი მაქვს, ერთ დღესაც გამანდობ ნამდვილ მიზეზს, ესეთი კარგი გოგო ან აქამდე რატომ არ გადაცხოვრდი ევროპაში, ან ეხლა რატომ არ მიდიხარ... საუკეთესო ასაკში ხარ...

მე: მარტივია. აქ, ჩემი სახლია!

*ბიძინა - ივანიშვილი. ქართველი ოლიგარქი.

მაკო ქავთარაძე

Spy Recipe-ის და რეცეპტების მუზუმის დამფუძნებელი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია