📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

VELI.store-ზე 50%-მდე ფასდაკლების კვირეული დაიწყო სპეციალურად შექმნილი კატეგორია, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ სივრცეში აერთიანებს და შერჩევის პროცესს აადვილებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნოემბრის ბოლო პარასკევი ის დღეა, რომელსაც ყველა ონლაინ თუ ოფლაინ შოპინგის მოყვარული ყოველ წელს მოუთმენლად ელოდება, თუმცა ხშირად ამ ყველასთვის სასურველ ფასდაკლებებს თან დაუსრულებელი საცობები, სალაროებთან რიგები და ბევრი სხვა უსიამოვნო ფაქტორი ახლავს.

VELI.store წელს მომხმარებელს კიდევ უფრო კომფორტულ, მათზე მორგებულ შოპინგის გამოცდილებას მთელი კვირის განმავლობაში სთავაზობს.

  • ფასდაკლებები მომხმარებლის რჩეულ პროდუქტებზე, რომლებიც გამოკითხვებსა და მონაცემებზე დაფუძნებით განისაზღვრა.
  • სპეციალურად შექმნილი კატეგორია, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ სივრცეში აერთიანებს და შერჩევის პროცესს აადვილებს.
  • უფასო Სასაჩუქრე შეფუთვა იმ შემთხვევებისთვის, თუ საჩუქრების წინასწარ საუკეთესო შეთავაზებით შეძენას გეგმავ.

როგორც აქამდე, ველი თბილისში შეკვეთების იმავე დღეს, სრულიად უფასოდ მიწოდებას უზრუნველყოფს. მომხმარებელს მიწოდების სასურველი დროის ინტერვალის არჩევა შეუძლია, რაც შოპინგის გამოცდილებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

შეთავაზებები მომხმარებლის რჩეულ პროდუქტებზე

Ninja-ს აეროგრილი

Ninja-ს აეროგრილი ველის ბესტსელერი და მომხმარებლის ერთ-ერთი რჩეული ტექნიკაა, რომელზე მოთხოვნა ყოველდღიურად კიდევ უფრო იზრდება.

აეროგრილის შეძენას ველის მომხმარებლები 38%-იანი ფასდაკლებით მხოლოდ 349 ლარად შეძლებენ.

Aiwa-ს ტელევიზორი

ახალი ტელევიზორის შესაძენად ფასდაკლების კვირეული საუკეთესო დროა. ველიზე ტექნიკის წამყვანი ბრენდების ტელევიზორებს 40%-მდე ფასდაკლებით აღმოაჩენ.

Aiwa-ს 108 სანტიმეტრიან 4K გაფართოების მქონე ტელევიზორს, რომელიც იაპონური ხარისხით წლებია პოპულარულია - 599 ლარად შეიძენ.

ნაძვის ხე

ველი წელს ნაძვის ხეების კიდევ უფრო ფართო ასორტიმენტს სთავაზობს მომხმარებელს, სადაც ნებისმიერი ზომის, ფერის, ფორმისა და დეკორაციების მქონე ნაძვის ხეებსაც კი აღმოაჩენ.

ფასდაკლების კვირეულის ფარგლებში ახალი წლისთვის წინასწარ მომზადება გონივრულად შოპინგის ერთ-ერთი გზაა, რომელიც ზედმეტ დანახარჯებს აგარიდებს.

ველიზე ნაძვის ხეებზე 50%-მდე ფასდაკლება დაგხვდება, რაც ნიშნავს, რომ მაგალითად ამ 215 სანტიმეტრიან ნაძვის ხეს 1030 ლარის ნაცვლად, 515 ლარად შეიძენ.

მომხმარებლის რჩეული პროდუქტები გარდა, VELI.store-ზე ინფლუენსერების რჩეულ ნივთებზეც დაგხვდება ფასდაკლება. ველიმ მათი აუდიტორიისთვის სპეციალური გვერდები შექმნა, რომელიც მომხმარებლის საყვარელი ინფლუენსერების რჩეულ პროდუქტებს ერთ სივრცეში აერთიანებს.

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!