📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ზაქერბერგი Apple-ის Vison Pro-ს შესახებ: "ეს შეიძლება იყოს კომპიუტერული მომავლის ხედვა, მაგრამ ეს არ არის ის, რაც მე მინდა"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

როგორც იცით, კომპანია Meta Apple-ის მთავარი კონკურენტია VR-ბაზარზე. სწორედ მან წარმოადგინა რამდენიმე დღით ადრე ახალი VR-ჩაფხუტი Quest 3, სანამ Apple საჯაროდ წარადგენდა Vision Pro-ს.

ასე რომ, საინტერესოა იმის მოსმენა, თუ რას ფიქრობს Meta-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მარკ ზაქერბერგი Apple-ის პირველ VR-ჩაფხუტზე.

რამდენიმე დღის წინ, Meta-ს თანამშრომლებთან შეხვედრისას ზაქერბერგმა Vision Pro-ს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, Apple-მა ვერ მოახერხა ისეთი ინოვაციების წარდგენა, რომელიც Meta-ს გუნდს ჯერ არ გამოუკვლევია.

ზაქერბერგმა ასევე აღნიშნა, რომ Apple-ის მოწყობილობა არ წარმოადგენდა რაიმე მნიშვნელოვან მიღწევას ტექნოლოგიურ სფეროში. მან ასევე მიუთითა ფაქტზე, რომ Meta-ს მომავალი Quest 3 გაცილებით იაფია − $499, ვიდრე Vision Pro, რომლის ფასიც $3499 შეადგენს, რაც ზაქერბერგის თქმით, Meta-ს საშუალებას მისცემს მიაღწიოს უფრო ფართო მომხმარებელთა სეგმენტს.

"ვფიქრობ, რომ მათი განცხადება ნამდვილად აჩვენებს განსხვავებას ღირებულებებსა და ხედვაში, რომელიც ჩვენს კომპანიებს აქვს, ეს კი, მე ვფიქრობ, რომ მართლაც მნიშვნელოვანია", − განუცხადა ზაქერბერგმა თანამშრომლებს, რომლებიც კომპანიის სათავო ოფისში, მენლო პარკში იყვნენ შეკრებილნი.

"საპირისპიროდ, ყველა დემო-ჩვენებაზე, რომელიც მათ წარმოადგინეს, გამოსახული იყო ადამიანი, რომელიც დივანზე იჯდა. ვგულისხმობ, რომ ეს შეიძლება იყოს კომპიუტერული მომავლის ხედვა, მაგრამ ეს არ არის ის, რაც მე მინდა".

ზაქერბერგს შესაძლოა ახლა სუნთქვა გაუადვილდეს, მაგრამ Meta, რა თქმა უნდა, წინდახედული იყო Apple-ის განცხადებამდე. მათ Quest 3 რამდენიმე დღით ადრე წარმოადგინეს, მიუხედავად იმისა, რომ მოწყობილობა ხელმისაწვდომი მიმდინარე წლის შემოდგომამდე არ გახდება. Meta დიდი ხანია ცდილობს პოზიციონირებას, როგორც ლიდერი ვირტუალური და გაფართოებული რეალობის სივრცეში და ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავს ძალისხმევაში, რაც ზოგიერთი ინვესტორის შეშფოთებასაც იწვევს. ბაზარზე Apple-ის Vision Pro-ს დანერგვა კი მთავარ კონკურენტულ საფრთხეს წარმოადგენს კომპანიისთვის.

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!