📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

გირჩევთ წაიკითხოთ: წესრიგს მიღმა - ცხოვრების კიდევ 12 წესი

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

`

ავტორის შესახებ

ჯორდან პეტერსონი მსოფლიოში სახელგანთქმული მოაზროვნე და კლინიკური ფსიქოლოგიის აღიარებული ექსპერტია. "წესრიგს მიღმა" მისთვის უკვე მეორე მსოფლიო ბესტსელერი წიგნია. ეს გაგრძელებაა მისი პირველი წიგნისა "ცხოვრების 12 წესი". ამ დამაფიქრებელ და ღრმად ინტროსპექტულ გაგრძელებაში, პეტერსონი უფრო დეტალურად იკვლევს ადამიანის მდგომარეობებს, სთავაზობს მკითხველს პრაქტიკულ რჩევებს ცხოვრებისეულ ქაოსში ნავიგაციისთვის და ცხოვრების კიდევ 12 წესს ასწავლის.

პეტერსონისთვის დამახასიათებელი თხრობის სტილი, მარტივად გადმოცემული ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური საკითხები და ზომიერი იუმორი ამ წიგნშიც გამორჩეულად მიიქცევს მკითხველის ყურადღებას. ასევე, ავტორი მკითხველს საკუთარ ბრძოლასა და გამოცდილებასაც უზიარებს, რაც საკუთარი თავის აღმოსაჩენ მოგზაურობაში ნამდვილად გაგიჩენთ მოტივაციის ნაპერწკალს.
წიგნში მოყვანილი წყაროების ფართო სპექტრიდან გამომდინარე, ის ეხმიანება ისეთ კომპლექსურ საკითხებს, როგორიცაა იდენტობა, პასუხისმგებლობა და ბალანსი წესრიგსა და ქაოსს შორის. ავტორის მიერ მოყვანილი მაგალითები მითოლოგიიდან, ლიტერატურიდან და რელიგიური ტექსტებიდან, უფრო მეტად თვალსაჩინოს ხდიან მოცემულ საკითხებს.

ამ წიგნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ასპექტია არასასიამოვნო ჭეშმარიტებებთან დაპირისპირების უნარი. ის მოუწოდებს მკითხველს, დაუპირისპირდნენ საკუთარ ნაკლოვანებებს და მიზნად დაისახონ პიროვნული ზრდა თვითრეფლექსიისა და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღების გზით.

წიგნის სტრუქტურა შესაძლოა გარკვეულწილად დანაწევრებული გეჩვენოთ. რადგან თითოეული თავი განსხვავებულ თემაზე ან წესზეა ფოკუსირებული. თუმცა, სწეორედ ეს არაწრფივი მიდგომა ასახავს ცხოვრების რთულ და კომპლექსურ ბუნებას და კითხვის პროცესს არაპროგნოზირებადობას და სიხალისეს მატებს.

  1. დაუფიქრებლად ნუ აძაგებთ საზოგადოებრივ ინსტიტუტებს ან შემოქმედებით მიღწევებს
  2. წარმოიდგინეთ, ვინ შეიძლება იყოთ, და მიზანმიმართულად იშრომეთ ამ ადამიანად ჩამოსაყალიბებლად
  3. ნუ გაახვევთ ბურუსში იმას, რაც არ მოგწონთ
  4. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებლობა იქ იმალება, სადაც უარყოფილია პასუხისმგებლობა
  5. არ აკეთოთ ის, რასაც ვერ იტანთ
  6. დაივიწყეთ იდეოლოგია
  7. რაც შეიძლება გულმოდგინედ იმუშავეთ ერთ რამეზე და ნახეთ, რა მოხდება
  8. სცადეთ, შინ ერთი ოთახი მაინც რაც შეიძლება ლამაზად მოაწყოთ
  9. თუკი ძველი მოგონებები კვლავაც გტანჯავთ, საგულდაგულოდ და დეტალურად ჩამოწერეთ ისინი
  10. შეადგინეთ გეგმა და შემდეგ გულმოდგინედ იმუშავეთ იმაზე, რომ ურთიერთობაში რომანტიკა შეინარჩუნოთ
  11. ნუ მისცემთ თავს უფლებას, გახდეთ ღვარძლიანი, ყალბი ან ამპარტავანი

"წესრიგს მიღმა" ღირებული სახელმძღვანელოა მათთვის, ვინც ცდილობს ნავიგაციას ცხოვრების სირთულეებში. პეტერსონის ინტელექტუალური რესურსის, პირადი გამოცდილებისა და პრაქტიკული სიბრძნის ეს უნიკალური ნაზავი მკითხველს სთავაზობს ქაოსის სამართავ აუცილებელ ინსტრუმენტებს და მასთან გამკლავების ყველაზე ეფექტურ მეთოდებს.
შეიძინეთ ჯორდან პეტერსონის "წესრიგს მიღმა" ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში, Palitra L-ის ვებ გვერდზე ან Entrepreneur Shop-ზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

საქართველოს უნივერსიტეტი - შესაძლებლობების 20 წელი

2004 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო, დღეს კი 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს