📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

9 მითი ძილსა და ჯანმრთელობაზე, რომლებსაც აღარ უნდა დაუჯეროთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

როდესაც ძილსა და ჯანმრთელობის დაცვაზე მიდგება საქმე, იმდენად ბევრ რჩევას წააწყდებით, რის გაკეთება სჯობს და რისი - არა, რომ ამ მითებისა და რეკომენდაციების თვალყურის მიდევნება, შესაძლოა, საკმაოდ დამღლელიც კი იყოს თქვენთვის.

მაგრამ, ზოგიერთი ისეთი მითიც არის დამკვიდრებული, რომელიც საერთოდ არ შეეფერება ჭეშმარიტებას, და ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ დაგეხმაროთ და სიცხადე შევიტანოთ ამ საკითხში. აბა, დავიწყოთ ასეთების გამოვლენა.

საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი საკვებია

ეს ფრაზა ისეთი კომპანიების მარკეტინგული სვლაა, როგორებიც, Kellogg'S და Quaker Oats არიან. ისინი ფინანსურად არიან დაინტერესებული ის არ მივირთვათ, რასაც ახლა საუზმეულს ვეძახით. სიმართლე კი ის არის, რომ ცუდი არაფერია, თუ გაღვიძებისთანავე რაღაცის შეჭმა არ გსურთ, მოგვიანებით ამჯობინებთ, ან სულაც ადრიანად სადილობა გირჩევნიათ.

ძილის ნაკლებობა გავლენას არ ახდენს თქვენს ჯანმრთელობაზე

ნამდვილად არასწორია. ძილის ნაკლებობის ან უძილობის შემთხვევაში, დიდი რისკის ქვეშ აყენებთ საკუთარ თავს, მეორე ტიპის დიაბეტის განვითარება იქნება ეს, თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების. და ამ ყველაფერმა, შესაძლოა, წონის მნიშვნელოვან მატებამდე და დეპრესიამდეც კი მიგიყვანოთ.

რაც ასაკში შედიხართ, მით ნაკლები ძილი გჭირდებათ

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, ძილის რეკომენდებული ხანგრძლივობა, 18-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის, ერთი და იგივე უნდა იყოს - ღამეში შვიდი ან მეტი საათი უნდა ეძინოთ. ეს რეკომენდაციები არც ასაკის მატებასთან ერთად იცვლება მნიშვნელოვნად, 61-დან 62 წლამდე ადამიანებს, შვიდიდან ცხრა საათამდე უნდა ეძინოთ, ხოლო, 65 წლისა და მეტი ასაკისას - შვიდიდან რვამდე.

ყოველ ღამით რვა საათი უნდა გეძინოთ

როდესაც საქმე ძილის ხანგრძლივობას ეხება, ერთი წესი არ არსებობს. „ადამიანის მოთხოვნილებას ძილის მიმართ, გენეტიკა განაპირობებს, - ამბობს Case Western Reserve-ის ასოცირებული პროფესორი, მაიკლ დეკერი Shape-თან ინტერვიუში, - ზოგიერთი ადამიანისთვის ცოტა მეტი ძილია აუცილებელი, ზოგიერთებისთვის - ცოტა ნაკლები".

საღამოს არ უნდა წაიხემსოთ

მეტისმეტად ბევრი საკვებმა, ან მეტისმეტად სწრაფად ჭამამ, შესაძლოა, ძილი დაგიფრთხოთ. მსუბუქი წახემსების შემთხვევაში კი, ტრიპტოფანი გამოიყოფა, რომელიც პრინციპში დაძინებაში დაგეხმარებათ. უმჯობესია ამ შემთხვევაში, რაიმე ისეთი მიირთვათ, რაც ნახშირწყლებსა და ცილას შეიცავს, მაგალითად, ხორბლეული და რძე, ან პატარა ტოსტი.

უძილობა იმას ნიშნავს, რომ დაძინება არ შეგიძლიათ

კლივლენდის კლინიკის მონაცემებით, უძილობა მხოლოდ იმით არ გამოიხატება, რომ ჩაძინება გიჭირთ. მას ოთხი სიმპტომი აქვს და მათ შორისაა: თუ მეტისმეტად ადრე გეღვიძებათ და ვეღარ იძინებთ; თუ შუაღამისას გეღვიძებათ, ხშირად დგებით და დაღლილს გეღვიძებათ.

თუ მანქანის მართვისას დაღლილობას გრძნობთ, მუსიკას მოუსმინეთ

თუ საჭესთან გეძინებათ, მუსიკის ჩართვა ბოლო ხმაზე მდგომარეობას ვერ გამოასწორებს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, თუ 18 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ფხიზლად ხართ, სავარაუდოდ, ისე იგრძნობთ თავს, თითქოს, თქვენს სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 0.05 პროცენტი იყოს.

გამოძინებას შეძლებთ

სამწუხაროდ, ასე არ არის. ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიხედვით, „ძილის უკმარისობას, გამოძინება ვერ უშველის. თუ ადამიანებს დაძინების საშუალება არ აქვთ, ისინი დაკარგული ძილის კომპენსირებას ვეღარ შეძლებენ. თუ საკმარისად არ გძინავთ, დიდი ვალი გიგროვდებათ, რომლის გადახდაც თანდათანობით შეუძლებელი ხდება". როგორ უნდა დარწმუნდეთ, რომ დავალიანება არ გაქვთ? შეეცადეთ, ყოველ ღამით ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ და გაიღვიძოთ.

ჩათვლემა ცუდი იდეაა

სინამდვილეში, 20 წუთით ჩათვლემა სულაც არ გააფუჭებს საქმეს, განსაკუთრებით, თუ დიდი პრობლემა გაქვთ გადასაჭრელი. ბრისტოლის უნივერსიტეტში ჩატარებულმა გამოკვლევამ უჩვენა, რომ დღის განმავლობაში სულ მცირე ხნით ჩაძინებასაც კი, ინფორმაციის გადამუშავების უნარის გაუმჯობესება შეუძლია, რასაც ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ. მეცნიერები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე მცირე ხნით ჩათვლემა, სიტუაციის ყველა პლუსისა და მინუსის შეფასებაში დაგეხმარებათ.

სიახლეები

გამორჩეული ადამიანების თვისებები

რა განასხვავებთ ცხოვრების თამაშში "გამარჯვებულებს" დანარჩენებისგან?

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას