📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ლილეს ბამბა ლილე არის მხოლოდ ხუთი წლის და თქვენ რა გჭირთ?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

ლილე 12 რიცხვში დაიბადა. მე 14-ში.

ათეისტი კი ვარ, მაგრამ მამისმა ნათლიად მაინც ამირჩია.

უნდა ლილეც მიზანდასახული იყოს. ბრძოლის არაამქვეყნიური უნარი ჰქონდეს. პრობლემებს იუმორით უყურებდეს და ცხოვრებისეულ გამოწვევებს ღირსეულად უმკლავდებოდეს.

შაბათს მთელი კვირის დაღლილი ვიყავი. ჩემს თავს ვეჩხუბებოდი, ამდენი ბრძოლა რა ამბავია, ამდენიც ხომ აღარ შემიძლია-მეთქი.

დამღალა ბრძოლამ ჩემსავე თავთან რომ უკეთესი ვიყო, ქვეყანასთან რომ მომავალზე მეტად ორიენტირებული იყოს, მტრებთან რომ უფრო ჭკვიანები იყვნენ, მეგობრებთან რომ ხშირად ჩამეხუტონ, სიდუხჭირესთან და სიმდიდრესთან რომ ლოიალურად მოგვეპყრონ.

სუფრასთან ექვსი ქალი იჯდა. მე ჯერ მაგიდის ერთ კუთხეში დავჯექი. ცოტა ხანში უფრო რბილ სავარძელს დავუმიზნე, ამავე მაგიდასთან ცარიელად დარჩენილს, ერთი სტუმარი არ მოვიდა. მძიმედ ავდექი, რუდუნებით მივუახლოვდი. სავარძელში თეთრ პირიანი შავი კატა დამხვდა. მე მას წკიპურტისებური მოძრაობით თავში დავუკაკუნე. ისიც ჩახტა და დავჯექი.

ლილე მაგიდას ჯერ ხელებით დაიჭიდა, სკამიდან ჩამოხტომის დროს რომ ფეხები არ სტკენოდა. ჩემთან მშვიდად მოვიდა და უზარმაზარი თვალებითა და მზრუნველი დირექტორის ტემბრით მითხრა: - მაკო, იცი რა, ბამბას გაწევა თუ კიდევ მოგინდება, მე მითხარი და ჩამოვსვამ, თორემ ასე თავი ეტკინება, კარგი?

იმ წუთას ამ ადამიანმა ჩემზეც იზრუნა და მის საკუთრებაზეც. და აი როგორ:

წინადადება და გამოთქმის მანერა ისე დაალაგა, არაფერი მწყენოდა. და რადგან მისი მიზანი ჩემგან მეტი ყურადღებისა და პატივისცემის მიღება იყო, ამისთვის ჩემგან ნებართვაც კი აიღო - აზრი ხომ შეკითხვით დაამთავრა?

უცებ ყველაფერი გაქრა, დარჩა მხოლოდ ის, რისთვისაც დაღლა ღირს....

ლილე არის მხოლოდ ხუთი წლის და თქვენ რა გჭირთ?

ბამბა ლილეს კატას ჰქვია.

მაკო ქავთარაძე

Spy Recipe-ის და რეცეპტების მუზუმის დამფუძნებელი

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!