📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

რა არის თქვენი დიდი იდეა? თუ ლიდერი ხართ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი "ხედვა" უნდა გქონდეთ, მაგრამ როგორ უნდა ჩამოაყალიბოთ იგი და როგორ გააერთიანოთ სხვები მის გარშემო?ქვემოთ ექვსი ლიდერი გვიზიარებს თავის ფილოსოფიას

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

`

1. თქვენი ხედვა − პასუხი თქვენს მისიაზე

"თქვენი ხედვა იმას ნიშნავს, რაც თქვენი მისიის უკან დგას. ჩვენი მისიაა, ადამიანებმა სახლის პირობებში შეძლონ რეპროდუქციული და ვაგინალური ჯანმრთელობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება. რატომ? იმიტომ, რომ გვინდა ჩვენ მოგვმართონ ქალებმა, როდესაც ჯანმრთელობის ყველაზე სერიოზული პრობლემები აქვთ. ეს ხედვა არ შეცვლილა, მაგრამ ამ მიზნის მიღწევის გზები თითქმის ყოველკვირა იცვლება. მაგალითად, საქმიანობის დასაწყისში მკაცრად DTC-ბიზნესი ვიყავით, პირდაპირ მომხმარებელზე გავდიოდით, მაგრამ რაც უფრო მეტი გავიგეთ ჩვენი მომხმარებლის საჭიროებებზე, ისეთ ადგილებში დავიწყეთ გაყიდვები, როგორიცაა Gopuff და Amazon.

ჯეიმი ნორვუდი, თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, Stix

2. ხედვა შეიძლება დროთა განმავლობაში გაფართოვდეს

"ვფიქრობ,კომპანიის ხედვაა გზის მაჩვენებელი ვარსკვლავი მომდევნო სამიდან ხუთ წლამდე. Harry's-ის პირველი ხედვა, როდესაც მხოლოდ საპარსების ონლაინბრენდი ვიყავით, გლობალური, ყოვლისმომცველი მოვლის ბრენდის შექმნა იყო. მეორე − სამომხმარებლო საქონლის ყოვლისმომცველი მრავალარხიანი ბრენდების ოჯახის შექმნა. იმის გამოყენება გვინდოდა, რაც Harry's-ის შექმნისას სხვა ბრენდებზე ვისწავლეთ, ამიტომ შევქმენით Flamingo და Cat Person, და Lumē შევიძინეთ. ჩვენი მესამე ხედვაა: დიდი, უკეთესი აკეთე. ახლა ჩვენს დადებით გავლენას საზოგადოებაზე იმ ადამიანების რაოდენობით ვზომავთ, რომლებსაც მივაღწევთ".

ჯეფ რეიდერი, Harry's-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

3. ხედვა მრავალ დონეზე ითარგმნება

"მე ჩემი ხედვის ნათლად ფორმულირების უნარი შემეცვალა – "თქვენს სახლში სილამაზის შეტანა" და მისი დანერგვა ჩვენი კომპანიის ყოველდღიური გადაწყვეტილების მიღების პროცესში. დიდად მიმზიდველი არ არის დეტალურად აღწერა, თუ როგორ ურთიერთობენ ჩვენი მომხმარებლები ჩვენს ვებგვერდთან, მაგრამ სავაჭრო პლატფორმა, რომელიც მომხმარებლების დროს ზოგავს, შთაგონების პოვნაში ეხმარება ადამიანებს, თუ როგორ გაალამაზონ თავიანთი სახლები. როდესაც პროდუქტებს ვქმნით, იმასაც ვუყურებთ, თუ როგორები იქნებიან ისინი გარკვეული დროის შემდეგ. ჩვენ გარანტია უნდა შევქმნათ, რომ მათი სილამაზე დროსთან ერთად არ გახუნდება. სილამაზე სხვადასხვა გზით მოდის".

სარა სუგერმან ბრენერი, დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, Lulu and Georgia

4. თქვენი ხედვა შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს იმისგან, რაც წარმოგიდგენიათ

"ჩვენი ხედვა ყოველთვის გახლდათ ის, რომ ნებისმიერ ადამიანს ჰქონოდა ადგილი მაგიდასთან, გამონაკლისის გარეშე. მაგრამ 2016 წელს როდესაც ბრენდი გავუშვით, მეტისმეტად პანკური ესთეტიკა გვქონდა საკუთარი და ჩემი თანადამფუძნებლის − ჰეილის წარმომავლობის გამო. ჩვენ სწრაფად მივხვდით, რომ პანკის სტილის შეფუთვა შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს პროდუქტი მხოლოდ პანკ-როკის ან ემოს მოყვარულთათვის იყო განკუთვნილი. ამიტომ, 2018 წელს ჩვენ მთლიანად შევცვალეთ ბრენდის დიზაინი. და მას შემდეგ Sally Beauty-ში, Walmart-სა და Target-ში გავუშვით. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ხედავ, რომ ჩვენი პროდუქცია ყველასთვის ხელმისაწვდომია".

ბრაიან ო'კონორი, თანადამფუძნებელი და საინფორმაციო მიმართულების მთავარი ოფიცერი, Good Dye Young

5. ხედვისთვის გაზომვადი ეტაპებია აუცილებელი

"ჩვენ ყველაზე დატვირთულ ადამიანებსაც კი ვაძლევთ შესაძლებლობას სწორად იკვებონ და თან ისე, რომ ამ ტიპის კვებას მსხვერპლად არ შესწირონ გემო და კომფორტი. ეს ხედვა აერთიანებს ჩვენს გუნდს მიზნის გარშემო, რომელიც ცალკეულ ჩვენგანზე უფრო მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩვენ ამას კონკრეტულ, მისაღწევ ეტაპებად ვყოფთ. ჩვენ უპირველესად "თეფშის ცენტრზე" გავამახვილეთ ყურადღება, რადგან ვგრძნობდით, რომ ეს იყო დღის ყველაზე რთული ამოცანა. შემდეგ, იმავე ხედვით მეტი ეტაპი დავამატეთ, როგორიცაა "გააცხელეთ და მიირთვით", და სხვა კულინარიული იარლიყები, როგორიცაა სოუსები დაბალ ალზე.

კევინ მაკრეი, თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი, Kevin's Natural Foods

6. ხედვები თეთრ სივრცეში მელიან

"ჩემთვის ხედვა − კომპასია. ის არ არის ფიქსირებული, მაგრამ ნამდვილად მიმართულია. ის გადაწყვეტილებების მიღებას და პრიორიტეტების განსაზღვრას ამარტივებს. თქვენი ხედვის პოვნა იმ სივრცის დადგენას ნიშნავს, რომელშიც შესვლა გსურთ და იმასაც გულისხმობს, თუ ვის გსურთ მისწვდეთ. ჩემი ინსტინქტია ყოველთვის იქ წავიდე, სადაც სიჩუმეა, რადგან იქ არის სიმდიდრე. ამ სიჩუმემ ან რასაც ბევრი "თეთრი სივრცის" შექმნას უწოდებს, შესაძლოა განუზომელი გავლენა მოახდინოს".

ჯესიკა რობერტსონი, თანადამფუძნებელი და ინფორმაციის მიმართულების მთავარი ოფიცერი, Togethxr

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!