📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

როგორ უნდა გარისკოთ სწორად იყავით გაბედული. იყავით მამაცი. იყავით ყველაფრის კურსში, მაგრამ უპირველესად, დარწმუნდით, რომ გარისკვა ნამდვილად ღირს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Businessworld

დღეს იმიტომ მაქვს ეს სამსახური, რომ 2017 წელს გავრისკე.

ერთი პატარა ქალაქის გაზეთის რეპორტიორი ვიყავი მასაჩუსეტსში, კრიმინალზე ვწერდი, პატარა შემთხვევებზე, საარჩევნო მარათონზე, და ეს ყველაფერი მართლა უზომოდ მთრგუნავდა. ეს გზა, ყველაზე ბევრი, ასევე პატარა ქალაქის ცოტა დიდ გაზეთში მიმიყვანდა. შემდეგ − კიდევ ერთში, შემდეგ − კიდევ ერთში. მე კი ამ დროს, ჟურნალის რედაქტორობაზე ვოცნებობდი დიდ ქალაქში, ამ როლისთვის კი კვალიფიცირებულად არავინ მიმიჩნევდა.

ამიტომ უშტატო თანამშრომლობა გადავწყვიტე სხვადასხვა ჟურნალში, სტატიებს ვწერდი და იმედი მქონდა, რომ ასე მოვახერხებდი თავის გამოჩენას. ყოველთვის, როდესაც ჩემს შეთავაზებაზე თანხმობას ვიღებდი, სამსახურის შემდეგ დიდხანს ვმუშაობდი, რათა დაწერა მომესწრო და ვადები არ დამერღვია. ბოლოს და ბოლოს, Boston magazine-ში ვიშოვე სტაბილური სამუშაო, თანამშრომლებს შევხვდი და ისე მოხდა, რომ სწორედ მაშინ მიდიოდა ჟურნალიდან რედაქტორი და შესაბამის კანდიდატურას ეძებდნენ. მინდოდა, ეს მე გავმხდარიყავი.

მსგავსი სტატია: 9 მილიარდერი, რომელთაც სკოლა არ დაუმთავრებიათ

ამიტომ, ჩემი გაზეთიდან წამოვედი, ბოსტონში გადავედი საცხოვრებლად, ჩემი ფინანსების არცთუ შესაფერისი ბინა დავიქირავე და ჟურნალის რედაქტორს ვუთხარი, რომ მზად ვიყავი ამ პოსტის დასაკავებლად. რამდენიმე თვის შემდეგ ზუსტად ასე მოხდა. ეს იყო რისკი, რომელმაც მთელი ჩემი კარიერა შეცვალა. სიმართლე ვთქვა, ამ ნაბიჯს რომ არ გაემართლებინა, არც კი ვიცი, სად ვიქნებოდი დღეს.

რაღაც ამგვარი ისტორია თუ უმრავლესობას არა, თითქმის ყოველ მეორე ანტრეპრენერს მაინც აქვს. როდესაც ვრისკავთ, უსაფრთხო და სტაბილურ გზაზე ვამბობთ უარს, დიდ ტვირთს ვიღებთ საკუთარ თავზე. მზად ვართ ნაძლევიც კი დავდოთ, რომ უნარებისა და ინსტინქტის ეს გარკვეული კომბინაცია დიდ ჯილდოსთან მიგვიყვანს. როდესაც მიზნის მისაღწევად ვრისკავთ, წესების შეცვლაც შეგვიძლია და ცხოვრების საკუთარი ხელით შექმნაც. მართალია, რისკი ყოველთვის არ ამართლებს, მაგრამ ისინი გვახსენებენ, რომ წინ უდიდესი შესაძლებლობები გველოდება. ამიტომ Entrepreneur-ის მკითხველებს ყოველწლიურად ვთავაზობთ 50 გაბედული ანტრეპრენერის სიას, რომლებმაც მართლაც გასაოცრად გარისკეს. თქვენთვის ზოგიერთის სახელი ნაცნობი იქნება, ზოგიერთები კი, სრულიად ახლები იქნებიან, მაგრამ ნებისმიერი მათგანი მოტივაციის წყარო გახდება. ჩვენ გვინდა იმ უამრავ გზებზე გიამბოთ, რომელთა საშუალებითაც ადამიანებს საკუთარის მოძებნა შეუძლიათ.

თავიდან ეს გარკვეულ უგუნურებას ჰგავდა, ანტრეპრენერების დამსახურების აღნიშვნა, თუნდაც მხოლოდ გასაოცარი გარისკვის გამო. როდესაც ჩვენი ჟურნალი ამ საკითხზე მუშაობდა, The New York Times-მაც ზუსტად ამ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. მარტინ შკრელი − ანტრეპრენერი და ინვესტორი სწორედ მაშინ გააგზავნეს ციხეში გირაოს პირობების დარღვევისთვის, მას წამლების ფასის თაღლითური გაზრდის გამო ჰქონდა წაყენებული ბრალდება. გაზეთში ამ საკითხზე ორი ეკონომისტის კვლევის შედეგები იყო განხილული: მათ აღმოაჩინეს, ანტრეპრენერები სხვებზე ხშირად არღვევენ კანონს, როდესაც მოზარდები არიან, და სადღაც 20 წლის დიაპაზონში. „პრობლემას ის ქმნის, რომ ფსიქოლოგიური ძალები, რომლებიც მოზარდს კანონების დარღვევისკენ უბიძგებს, შესაძლოა, არც მოგვიანებით იყოს მარტივი სამართავი", − ნათქვამია სტატიაში. ზრდასრული ადამიანების შემთხვევაში, ეს იმპულსები დაუდევარი ბიზნესგადაწყვეტილებების სახეს იძენს.

ეს საინტერესო თეორია მიგვითითებს, რა განსხვავებაა გაბედულსა და სახიფათო ნაბიჯებს შორის. სრულიად ბუნებრივია, თუ საკუთარ თავს ისეთ ადამიანებად აღვიქვამთ, რომლებსაც გარისკვა შეუძლიათ, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, აუცილებლად ისეთი გაბედული, გათვლილი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, რომლებიც გარისკვას ჰგავს. გონივრული გარისკვა ფსონის დადებას სულაც არ ნიშნავს. აუცილებელია, იმ შესაძლებლობების დანახვა, რომლებსაც სხვები ვერ ხედავენ და იმის გამბედაობაც უნდა გეყოთ, რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენოთ. გაითვალისწინეთ, რომ რიჩარდ ბრენსონი თავისი ფრაზითაა ცნობილი: „ეშმაკსაც წაუღია. მოდი, გავაკეთოთ ეს საქმე". მაგრამ ამ სიტყვებს ყოველთვის არ ამბობს, როდესაც ვინმე პრეზენტაციას მართავს მის წინაშე და საკუთარი იდეის დაფინანსება სურს. ის წარმატების შანსის გამოთვლას იწყებს, მასშტაბურად აზროვნებს. სინამდვილეში ასე ამბობს: „ეს სწორად შეფასებული რისკია. მოდი, ხელი მოვკიდოთ ამ საქმეს". შესაძლოა, ეს დიდად ეფექტურად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ ლოგიკურია.

მსგავსი სტატია: ქალი, რომელმაც მიტოვებული სოფელი დიდი ტურისტული პოტენციალის ადგილად აქცია

ამის გათვალისწინებით ის ისტორიაც გაიხსენეთ, ზემოთ რომ გიამბეთ, და ნება მომეცით, რაღაც გითხრათ. როდესაც ჩემს ისტორიას საჯაროდ ვყვები, ერთი შეხედვით თავზეხელაღებულს ვგავარ − დავურეკე ჟურნალის რედაქტორს და ვუთხარი, რომ სამსახურში ავეყვანე! სინამდვილეში, გაზეთში მუშაობის პერიოდში რამდენიმე კვირის განმავლობაში საუბრების მთელი სერია მქონდა ჟურნალის რედაქტორთან. მას ჩემთვის არ მოუცია სიტყვა, რომ სამსახურში ამიყვანდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს შესაძლებლობა არსებობდა. ამიტომ, როდესაც სამსახურს თავი დავანებე და ბოსტონში გადავედი საცხოვრებლად, ეს სულაც არ იყო ჩემი მხრიდან წინდაუხედაობა. მე ყველაფერი გავთვალე. მისი დარწმუნება მინდოდა, რომ სერიოზული განზრახვა მქონდა. ამან ისე გაამართლა, როგორც კარგად გათვლილი რისკი ამართლებს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

საქართველოს უნივერსიტეტი - შესაძლებლობების 20 წელი

2004 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო, დღეს კი 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი