📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

GMC Motors - ანა იაკობაშვილის ანტრეპრენერული ისტორია საოჯახო ბიზნესში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

10 წელზე მეტია, რაც GMC Motors-ი ქართულ ბაზარზე ოპერირებს და სოფლის მეურნეობის კულტურის განვითარებას ემსახურება. კომპანიის მიზანია, შექმნას შეთავაზებები და პროექტები, რომლებიც ნებისმიერ ფერმერს მისცემს შესაძლებლობას, შეიძინოს მაღალტექნოლოგიური ტექნიკა და განავითაროს სოფლის მეურნეობის კულტურა.

როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი, ანა იაკობაშვილი, აღნიშნავს, საქართველოში ფერმერების ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ დაბალია, იმასთან შედარებით, თუ რამხელა და რა მნიშვნელობის შრომას დებენ ისინი თავიანთ საქმიანობაში. სწორედ ამიტომ GMC Motors-ი საკუთარი სერვისებითა და პროდუქტებით მაქსიმალურად ცდილობს ფერმერებს არსებული რეალობა შეუმსუბუქოს.

"ჩვენი კომპანია საქართველოში ერთადერთია, რომელსაც მსოფლიოს წამყვანმა ბრენდმა LOVOL-მა ანდო ექსკლუზივი საკუთარ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტზე. ის პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოს ბაზარზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ფერმერების 70% ჩვენს ტექნიკას ფლობს", − აღნიშნავს ანა იაკობაშვილი.

GMC Motors-ი საოჯახო ბიზნესია, რომელსაც სამომავლოდ ანა იაკობაშვილი უხელმძღვანელებს. როგორც იგი აღნიშნავს, ნებისმიერი ბიზნესის წამოწყება სერიოზულ სიმამაცეს მოითხოვს, მისი შენარჩუნება კი ამ ყველაფერთან ერთად სიფრთხილესა და გამჭრიახობას საჭიროებს. ანა იაზრებს მის წინაშე არსებულ პასუხისმგებლობას და მაქსიმალურ რესურსს დებს ბრენდის განვითარების კუთხით.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის მომავალი ხელმძღვანელი თავდაპირველად GMC Motors-ის გუნდს 19 წლისა შეუერთდა და მას შემდეგ არაერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს და ახალი იდეებსაც ავითარებს კომპანიაში.

"როდესაც 19 წლის გოგო ხარ, არ აქვს მნიშვნელობა, ბიზნესი ოჯახისაა თუ არა, ყოველთვის გამოწვევის წინაშე დგახარ. ბიზნესი გასწავლის ბრძოლას, ომის ხელოვნებას. ჩემი თავისგან ყოველთვის მეტს ვითხოვ, ვიცი, რომ არც ასაკს და არც სქესს არ შეუძლია შეაფერხოს ის, რისკენაც მივისწრაფვი. პატარაობიდანვე ვისწავლე, ყველა სიტუაციაში, როგორი ჩახლართულიც არ უნდა იყოს იგი, არსებობს რაღაც, რაც შენთვის მომგებიან როლს ითამაშებს", − აღნიშნავს GMC Motors-ის კომერციული დირექტორი.

ანას თქმით, ბიზნესს საკუთარი წესები აქვს და ძალიან ჰგავს ცხოვრებისეულ წესებს − სასწორზე უამრავი რამაა, რომლის სიცოცხლისუნარიანობა შენი პასუხისმგებლობის საკითხია. იმისათვის, რომ ბიზნესში გადარჩე, აუცილებელია შეგეძლოს სიახლეების მიღება, დროსთან ერთად პროგრესირება, ახალ წესებზე მორგება, სხვისი ნიჭის აღიარება და ამ ყველაფერთან ერთად შენი თავის განვითარება.

"ადამიანებს ვეტყოდი, რომ არ შეგეშინდეთ დაუშვათ შეცდომები, აირჩიოთ იმ მომენტისთვის წარუმატებელი გზები; განიცადეთ წამიერი წაგების გემო, მაგრამ აუცილებლად გააკეთეთ არჩევანი რაღაცაზე, ისწავლეთ გადაწყვეტილებების მიღება და აუცილებლად გაანალიზეთ თქვენი ნაბიჯები. მე მჯერა, რომ წაგებული არასდროს რჩება ის ადამიანი, რომელიც ღირსეულად იბრძვის თავისი მიზნებისთვის", − აღნიშნავს ანა იაკობაშვილი.

სამომავლოდ ფერმერების მხარდაჭერის მიზნით GMC Motors-ს არაერთი საინტერესო იდეა აქვს. ძალიან მალე კომპანია ახალ პროექტს განახორციელებს. როგორც გვპირდებიან, აღნიშნული პროექტი ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს, ტექნიკა მარტივად, მათზე მორგებული პირობებით შეიძინონ და განავითარონ საკუთარი წარმოება.

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

შენს ერთგულ ამომრჩეველს რაღატომ გვებრძვი, ბიძინა?

ამ წერილს ერთი რიგითი ამომრჩეველი გწერ, რომელიც 2011 წლის სექტემბრიდან შენს გვერდით ვდგავარ