📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

SHEIMO.se - ქართული ბრენდი ტანისამოსს ნატურალური ქსოვილებით ქმნის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"სამოსის შექმნის ინტერესი და სიყვარული ბავშვობიდან მქონდა, კერვა და ესკიზების ხატვა მომწონდა. პროფესიაზე ბევრი არ მიფიქრია, ყველაფერი თავისთავად მოხდა. სხვა სფეროში ჩემი შესაძლებლობები არც კი მიცდია, ვიცოდი, რისი კეთება მსიამოვნებდა და თან გამომდიოდა. კომპანია "შეიმო.სე" ოფიციალურად 2019 წელს შევქმენი", - ნათია ელიოსიძე, SHEIMO.se-ს დამფუძნებელი.

ნათია ამბობს, რომ დღეს ბიზნესის დაწყება მარტივია, მისი განვითარება და შენარჩუნება კი რთული. ბაზარზე უხვადაა ყველა სახის სამკერვალო ნაწარმი, თუმცა ინდივიდუალური მოთხოვნებიდან გამომდინარე, რთულია მნიშვნელოვანი დღისთვის სამოსის შერჩევა. ამიტომ გაუჩნდა იდეა, შეექმნა სივრცე, სადაც ნებისმიერი ინდივიდუალური მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეძლებდა.

"ჩვენი შოურუმი უნდა ყოფილიყო მოქნილი. ადგილზე ზომის, ფერის, დეტალის, სტილის ცვლილების შესაძლებლობით. ჩვენთან მომხმარებელი ვერ იტყვის "მომწონს, მაგრამ"... ყველანაირი "მაგრამ" აღმოფხვრილია.

ვმუშაობთ მინიმალური ნარჩენის პრინციპით, სამოსის შექმნისას ძირითადად ვინტაჟურ ნატურალურ ქსოვილებსა და ფურნიტურას ვიყენებთ. ვცდილობთ მდგრადი მოდის განვითარებაში ჩვენი მცირე წვლილი შევიტანოთ".

ნათია გვიყვება, რომ რამდენჯერმე რთული გამოწვევის წინაშე დადგა. თუმცა ჯიუტად და მყარი ნაბიჯებით აგრძელებდა წინსვლას. მიიჩნევს, რომ სწორედ ხშირმა გამოწვევებმა, მუდმივად წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობამ მისცა ზრდის შესაძლებლობა და პროფესიონალად აქცია.

"მჯერა, ჩემს სურვილებს რეალობად ვაქცევ, ნებისმიერ შესაძლებლობას გამოვიყენებ. ხშირად თვითკრიტიკული ვარ, მაგრამ ამავდროულად, დარწმუნებული საკუთარ ძალებში. ვფიქრობ, ეს ის თვისებებია, რაც ყველა ანტრეპრენერს სჭირდება.

ინპირაციის ერთ-ერთი წყაროც დაბრკოლებებია, მათი საშუალებით განვითარებაზე ფიქრს ვიწყებ. მოგეხსენებათ, კერვა მოთხოვნადი პროფესიაა, თუმცა პროფესიონალი კადრის მოძიება ძალიან ჭირს, ამიტომ წელს კერვის შემსწავლელი კურსები და მასტერკლასები დავამატეთ. სურვილის შემთხვევაში წარმატებული მოსწავლეები "შეიმო.სე"-ს მცირე საწარმოში დასაქმდებიან".

კომპანია ნაწარმის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს. როგორც ნათია გვიყვება, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ასევე, მოთხოვნიდან გამომდინარე, კერვის სასწავლო ცენტრის ბათუმის ფილიალის გახსნაც იგეგმება.

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

შენს ერთგულ ამომრჩეველს რაღატომ გვებრძვი, ბიძინა?

ამ წერილს ერთი რიგითი ამომრჩეველი გწერ, რომელიც 2011 წლის სექტემბრიდან შენს გვერდით ვდგავარ