გუნდის წახალისება - ლიდერისთვის აუცილებელი უნარი მიეცით თანამშრომლებს ზრდა-განვითარებისა და სწავლის საშუალება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თანამშრომლების წახალისებას ნებისმიერ კომპანიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამგვარ ქცევას მოტივაციის გაზრდისა და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაში დიდი წვლილი შეაქვს.
კომპანიის თანამშრომლების წახალისება იმ საქმიანობაშიც კი გამართლებულია, რომელიც სამსახურთან საერთოდ არ არის დაკავშირებული.
წარმოიდგინეთ, თქვენს თანამშრომელს პაკეტი რომ აჩუქოთ, რომლითაც საოცნებო ცეკვის − სალსას შესწავლას უფასოდ შეძლებს. ის ხომ იმას გაკეთებს, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ასე გულით უნდოდა. შესაბამისად, ფიზიკურადაც გაცილებით უკეთ იგრძნობს თავს და ემოციურადაც. ეს განწყობა სამსახურშიც გამოყვება და ბედნიერების შეგრძნება საშუალებას მისცემს თავისი მოვალეობები უკეთ შეასრულოს. მისი დადებითი განწყობა მთლიანად თქვენთან და სამუშაოსთან იქნება დაკავშირებული. ისიც წარმოიდგინეთ, რამდენად მადლიერი იქნება თქვენი და როგორ დაფასებულად იგრძნობს თავს.
მსგავსი სტატია: როგორ გავხდეთ უკეთესი ხელმძღვანელი
Google-ში თანამშრომელთა წახალისების შემდეგი პრაქტიკაა დამკვიდრებული: თანამშრომლებს დროის 20%-ის ინდივიდუალური საჭიროებისთვის მოხმარების უფლება აქვთ. მართალია საკითხავია, სინამდვილეში იყენებენ თუ არა ამ დროს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ამ შესაძლებლობის მიცემა და შემოქმედებითი ნიჭის მათივე სასარგებლოდ წახალისება უზომოდ მნიშვნელოვანია. კომპანიის კარი გამოაღეთ და თქვენს თანამშრომლებს გარეთ გასვლის და ხეტიალის საშუალება მიეცით − მათ მეტი უნდა ისწავლონ და შემოქმედებითი მიდგომა გამოავლინონ. იცოდეთ, რომ თუ სასიამოვნო სამუშაო ადგილი ელოდებათ, უკან მალევე მობრუნდებიან.
მსგავსი სტატია: მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე