Join our Waitlist for Expert Advice!

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ლიდერობა არ არის მარტივი და თავის არსში ბევრ შრომას, სიმამაცეს და რისკიანობას გულისხმობს. სწორედ გამოსავლის პოვნა, პრობლემების გადაწყვეტა და მოვლენების, გარემოს, ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაა ეფექტური ლიდერობის აუცილებელი კომპონენტები. სანიმუშო და მისაბაძ პიროვნებად პოზიციონირება საქმიანობისა და ცხოვრების წესის ისე წარმართვას ნიშნავს, რომ თანამშრომლები, საზოგადოება და თვით მსოფლიოც კი უკეთესი გახდეს.

ავიღოთ ასეთი ლიდერების მაგალითები.

სტივ ჯობსმა არა მხოლოდ Apple-ის იმპერია შექმნა, არამედ მსოფლიოს ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ. ანალოგიურად შეიძლება თქმა მარკ ცუკერბერგზე და Facebook-ზე, რომელიც თავიდან მხოლოდ ჰარვარდის სტუდენტებისთვის შეიქმნა, მოგვიანებით კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2 მილიარდი ადამიანის საკონტაქტო და სამეგობრო პლატფორმად გადაიქცა.

ალბათ ყველასთვის საინტერესო იქნება იმ ადამიანთა მოსაზრებები ლიდერობაზე, რომელთაც სწორედ ამ უნარით შეცვალეს მსოფლიო და საზოგადოება უკეთესობისკენ.

სტივ ჯობსი

"ჩემი მიზანი არ არის ადამიანების მიმართ შემწყნარებელი და ლმობიერი ვიყო. ჩემი მიზანია, ისინი უკეთესები გავხადო".

ბარაკ ობამა

"ერთ ხმას შეუძლია შეცვალოს ოთახი, ქალაქი, შტატი, ერი, მსოფლიო".

ალბერტ აინშტაინი

"ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

ლარი პეიჯი

"ჩემი, როგორც ლიდერის, მოვალეობაა, დარწმუნებული ვიყო, რომ საკუთარ კომპანიაში ყველას თანაბრად კარგი შესაძლებლობები აქვს, და გრძნობდნენ, რომ მნიშვნელოვანი გავლენის ქვეშ არიან".

კოკო შანელი

"ყველაზე გამბედავი საქციელი საკუთარ თავზე ხმამაღლა ფიქრია"

შერილ სენდბერგი

"ყველაზე ღირებული უნარი ლიდერისთვის სწავლის, ახალი ცოდნის შეძენის სურვილია"

ჯეფ ბეზოსი

"კომპანიის კუტურის ნაწილია ის გამოცდილება და გაკვეთილები, რომლებსაც ნაბიჯ-ნაბიჯ, სამუშაო გარემოში იღებს და სწავლობს ადამიანი".

მარკ ცუკერბერგი

"თუ რაიმე მნიშვნელოვანის აშენებას აპირებ, უნდა ფოკუსირდე იმაზე, თუ რისი შეცვლა გსურს მსოფლიოში".

თომას ჯეფერსონი

"რასაც უნდა აკეთებდე, ისე მოიქეცი, თითქოს მთელი მსოფლიო შენ გიყურებდეს".

რიჩარდ ბრენსონი

"სწორი კომუნიკაცია ლიდერის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია".

ალფრედ ჰიჩკოკი

"თუ მე არ ვიქნები საკუთარი თავი, აბა ვინღა იყოს?"

ჯოან რივერსი

"განსაკუთრებულ მეთოდებს არ ვფლობ. უბრალოდ, ყველა ადამიანს ისეთს ვიღებ, როგორიც არის".

უორენ ბაფეტი

"ვიღაც ახლა ჩრდილში ზის მხოლოდ იმიტომ, რომ სხვამ დიდი ხნის წინ ხე დარგო".

სტივენ სპილბერგი

"შენი საქმეა, შექმნა სამყარო, რომელიც არასოდეს გაქრება და ყოველთვის იქნება".

დენიელ ლუბეცკი

"ძლიერი ლიდერი ყოველთვის აიცილებს ზედმეტ თვითდაჯერებას იმპერატორული თვითკრიტიკის დახმარებით".

მსგავსი სტატია: 25 ბრძნული ციტატა ანტრეპრენერების მოტივაციისა და შთაგონებისათვი

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"