📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ნაგვის 'შავ ოქროდ' გარდაქმნა როგორ მოვუძებნოთ ნარჩენებს სწორი გამოყენება?!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ანა ტიკარაძე

ნარჩენების მართვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია კომპოსტირება, რაც გულისხმობს სამზარეულოში დაგროვილი ნარჩენების ნაგავსაყრელის მაგივრად ნიადაგის გასამდიდრებლად გამოყენებას. მაშინ, როდესაც ცელოფანში გამოკრული საკვები ნარჩენები ნაგავსაყრელზე რთულად იშლება, უჰაერობის გამო გამოყოფს საზიანო გაზს და ვნებს ჩვენს პლანეტას, ეზოში, ჰაერზე კომპოსტირებით ეს მავნე ნივთიერებები არ გამოიყოფა და რამდენიმე თვის შემდეგ ნარჩენები ნიადაგისთვის სასუქად, „შავ ოქროდ" გარდაიქმნება. კომპოსტი საუკეთესო ორგანული სასუქია, რომელიც მდიდარია სხვადასხვა ორგანული თუ მინერალური ნივთიერებით და შეიცავს მცენარისთვის ყველა იმ აუცილებელ ნივთიერებას, რაც საჭიროა მისი სრული ზრდა-განვითარებისთვის.

კომპოსტირების პროცესი მარტივია – ნარჩენები უნდა მოგროვდეს და ჩაიყაროს ფენა-ფენა, სპეციალურად შერჩეულ სივრცეში. კომპოსტის მასის წარმოსაქმნელად მონაცვლეობით უნდა დაიყაროს მწვანე ფენა – სამზარეულოს ნარჩენები (ხილისა და ბოსტნეულის ნათალი) და ყავისფერი ფენა – გამხმარი ფოთლები, თხილეულის ნაჭუჭი, ყავის ნარჩენი, მუყაო, ქაღალდი. კომპოსტში არ შეიძლება ხორცისა და რძის პროდუქტის შერევა. კომპოსტის ძირი უნდა მოთავსდეს პირდაპირ მიწაზე და იძლეოდეს ჰაერის მოძრაობის საშუალებას, ამიტომ უმჯობესია პირველი ფენა იყოს უხეში ნარჩენები, მაგალითად, ტოტები. პერიოდულად უნდა მოირწყას და მოხდეს ამორევა, რათა დაჩქარდეს პროცესი. კომპოსტირება ხდება ორგანული ნარჩენების, მიკროორგანიზმების, ტენისა და ჟანგბადის ურთიერთზემოქმედებით, მზადაა რამდენიმე კვირაში და შეგვიძლია გამოვიყენოთ ეზოში, ქოთანში თუ ჩითილებისთვის.

მე რამდენიმე კვირაა დავიწყე კომპოსტირება. მოვიძიე და კომპოსტერების კარგი არჩევანი აღმოვაჩინე „ბრიკორამაში", სადაც ერთი თვის განმავლობაში მებაღეობის პროდუქციაზე სპეციალური შემოთავაზებები აქვთ.

გაქვთ კომპოსტირების გამოცდილება? დიდი ინტერესით მოვისმენდი.

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!