📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"ოფისში სამუშაო დრო ვიდეოზარებისთვის არ არის განკუთვნილი" - სტიუარტ ბატერფილდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ოფისში სამუშაო დრო არ არის განკუთვნილი ვიდეოზარებისთვის", - აღნიშნავს სტიუარტ ბატერფილდი, საკომუნიკაციო პლატფორმა Slack-ის აღმასრულებელი დირექტორი.

"ბიზნესებმა უნდა მიაქციონ ყურადღება, როგორ იყენებენ თანამშრომლები საკუთარ სამუშო დროს ოფისში. ოფისში ყოფნა უნდა იყოს ისეთი რაღაცების კეთების შესაძლებლობა, რაც შეუძლებელია, სახლში განახორციელო. სამუშაო მაგიდასთან ყურსასმენებით ჯდომა არ შედის მსგავს საკითხებში. კარგად გადაიაზრეთ, რა არის ოფისში შეკრების მთავარი მიზანი. საუკეთესო, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის - კომფორტული გარემოს შექმნა ხალხისთვის, რათა შეიკრიბონ ოფისში და ისიამოვნონ საკუთარი საქმით. წარმოიდგინეთ, ახალგაზრდები, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას - ძნელი გასააზრებელია, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამსახურში არ წავიდნენ და პირადად არ გაიცნონ ყველა კოლეგა", - აღნიშნავს სტიუარტ ბატერფილდი.

ამასთან, Slack-ის CEO სკეპტიკურად არის განწყობილი არასაჭირო შეხვედრების მიმართ, რაც, ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა წერილობითი კომუნიკაციის მეშვეობით. როგორც თავად აღნიშნავს, ბატერფილდი სრულად იზიარებს ცნობილი მიმის შინაარს - "ეს შეხვედრა, შესაძლოა, ყოფილიყო ელ.ფოსტა".

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

"ნათლობის ზარდახშა" - სიახლე კომპანია "ცვარასგან"

"საუკეთესო იდეებს ხშირად სწორედ მომხმარებლები გვაწვდიან"