📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

2021 წელი გაცილებით უკეთესი იქნება, როგორც ბანკისთვის, ასევე ქვეყნისთვის "პაშა ბანკის" 2020 წლის ანგარიში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

2020 წელი განსაკუთრებული იყო, რადგან ყველასათვის მოულოდნელმა გლობალურმა პანდემიამ რადიკალურად შეცვალა მოცემულობა, კომპანიების უმრავლესობას სწრაფად გადაწყობა და ახალ რეალობასთან ადაპტირება დასჭირდა, რაც არ იყო მარტივი პროცესი. თუმცა, როგორც კრიზისულ პერიოდებს ახასიათებთ, 2020 წელი გამორჩეული იყო იმით, რომ ბევრი ახალი რამ გვასწავლა. ENTREPRENEUR „პაშა ბანკის" გენერალურ დირექტორსა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს არდა იუსუფ არკუნს დაუკავშირდა და ჟურნალის მკითხველისთვის გასული წლის შეჯამება და მომავალი გეგმების გაზიარება სთხოვა.

როგორ დაიწყო კომპანიისთვის 2020 წელი? როგორ აისახა პანდემია თქვენზე? რა სირთულეები შეგექმნათ?

2020-მა წელმა და „კოვიდ 19"-ით გამოწვეულმა ცვლილებებმა ბანკის განვითარების გეგმა სრულიად უცხო, ახალი გამოწვევების პირისპირ დააყენა. სწრაფად შეიცვალა ბიზნესგარემო − შეჩერებული ბიზნესი ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, განსაკუთრებით კი ტურიზმის მიმართულებით, რესტრუქტურიზაციების ტალღა, ნეგატიური მოლოდინი ეკონომიკის ზრდის ტემპთან და სავალუტო რისკებთან მიმართებაში. მიუხედავად ასეთი რადიკალური ცვლილებებისა, დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, დროულად ავუღეთ ალღო ახალ რეალობას და წარმატებულად გავუმკლავდით არსებულ სირთულეებს.

როგორ მოახდინეთ რეაგირება პანდემიით გამოწვეულ რთულ მდგომარეობაზე? ბიზნესპროცესი, წარმოება/მომსახურება, ადამიანების მენეჯმენტი...

გარშემო არსებულ ყველა ახალ გამოწვევასთან გამკლავების მთავარი ინსტრუმენტი, ჩვენ შემთხვევაში, თანამშრომლებზე ზრუნვა და მათთან ღია კომუნიკაციაა.

ვამაყობ, რომ „პაშა ბანკშიც" და „რე|ბანკშიც" სრულად შევინარჩუნეთ თანამშრომლები, შევუქმენით სამუშაო პირობები და უზრუნველვყავით უწყვეტი ფუნქციონირება. ბანკის მენეჯმენტმა მაქსიმალურად დროულად მოახდინა სიტუაციაზე რეაგირება. თანამშრომლები ვირუსისგან თავდაცვისთვის საჭირო ყველა ნივთით აღვჭურვეთ. ბექოფისის თანამშრომლებისთვის გაიწერა დისტანციურად მუშაობის გეგმა და ჯერ კიდევ სამთავრობო რეკომენდაციამდე გააქტიურდა. ვამაყობთ ჩვენი თანამშრომლებით, რომლებიც გვერდით უდგანან ბანკს, განსაკუთრებით, ფრონტ-ოფისის თანამშრომლებით, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უწყვეტად ემსახურებიან ჩვენს კლიენტებს.

ზოგადად, როგორ შეაჯამებდით 2020 წლის ბიზნესსაქმიანობას? როგორი შედეგებით ასრულებთ წელს? შეასრულეთ წლის დასაწყისში დასახული გეგმები? თუ არა, აპირებთ გადახედოთ მთავარ ინდიკატორებს მომავალი წლისთვის?

რთული, გამოწვევებით სავსე და საინტერესო წელი იყო. შეიქმნა მომხმარებლისთვის საინტერესო და საჭირო არაერთი პროდუქტი, მომსახურება და კამპანიები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ „პაშა ბანკმა" და „რე|ბანკმა" წარმატებით გაართვეს თავი მოცემულ სირთულეებს და ყველამ ერთად გადავლახეთ ეს პერიოდი. ჩვენი პოზიციები მყარია და მზად ვართ, მომავალი 2021 წლიდან დავეხმაროთ საკუთარ კლიენტებს თავიანთი ბიზნესების განვითარებისათვის საჭირო მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში.

როგორია კომპანიის გეგმები ახალ, 2021 წელს?

გვაქვს მოლოდინი, რომ 2021 წელი გაცილებით უკეთესი იქნება, როგორც ბანკისთვის, ასევე ქვეყნისთვის. ვგეგმავთ ციფრული შეთავაზებების გაუმჯობესებას: ახალი ციფრული პროდუქტები, მათი მიწოდებისა და რეკლამირების სრულიად ციფრული გზები, რომელთაც ჩვენს მომხმარებლებს, 2021 წლის განმავლობაში, პერიოდულად მივაწვდით. მთლიანობაში, ჩვენი მიზანი არის „პაშა ბანკისა" და „რე|ბანკის" მომსახურებების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება და მეტი ერთგული მომხმარებლის შეძენა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!