📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ახალი მონაცემების თანახმად, Google-ის ინჟინრები ბევრ ფულს გამოიმუშავებენ, მათი საბაზისო ხელფასი $718 000-მდეა

By Madeline Garfinkle

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ზემოხსენებული მონაცემები Google-ის შიდა ელექტრონული ცხრილიდანაა მიღებული, რომელსაც კომპანიის თანამშრომლები ერთად იყენებენ. აქ 2022 წლის მონაცემებია 12 000-ზე მეტ ამერიკელ დასაქმებულზე.

დასკვნები

  • 2022 წელს Google-ის თანამშრომლების საშუალო მთლიანმა ხელფასმა $279,802-ს მიაღწია;
  • უკვე დიდი ხანია, რაც ყველაზე მაღალანაზღაურებად ინდუსტრიებში პირველ ადგილზე ტექნოლოგიური პროფესიებია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი კომპანია თავის ინჟინრებს ნამდვილად ბევრს უხდის.

Google-იდან გამოჟონილი შიდა მონაცემების მიხედვით, რომელსაც Business Insider 2022 წელს გაეცნო, ამ კომპანიის თანამშრომლების საშუალო ჯამური ხელფასი $279,802 იყო. გასულ წელს Google-ში ყველაზე მაღალანაზღაურებად პოზიციებს შორის მაქსიმალური საბაზისო ხელფასით − $718,000, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრები ლიდერობდნენ.

ზემოხსენებული მონაცემები Google-ის შიდა ელექტრონული ცხრილიდანაა მიღებული, რომელსაც თანამშრომლები ერთად იყენებენ. აქ 2022 წლის მონაცემებია 12 000-ზე მეტ სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე ამერიკელზე, კერძოდ, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრები, ბიზნესანალიტიკოსები და გაყიდვების სამსახურის წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მაღალი საბაზისო ხელფასი, მაქსიმალური საკუთარი კაპიტალი და ბონუსები პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებს ჰქონდათ, ინჟინერიის, ბიზნესისა და გაყიდვების სამსახურის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე ექვსციფრიანი ხელფასი იყო.

ანგარიშის მიხედვით, Google-ის თანამშრომლების შემოსავალი საბაზისო ხელფასების საზღვრებს სცილდება და აქციების ვარიანტებსა და ბონუსებსაც მოიცავს. მაქსიმალური კაპიტალი, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერს შეეძლო მიეღო, 2022 წელს $1.5 მილიონი იყო.

MyLogIQ-ის მიერ მოძიებული და The Wall Street-ის მიერ გაანალიზებული მონაცემების მიხედვით, სხვა ტექნოლოგიურ გიგანტებთან შედარებით, Google-ის 2022 წლის საბაზისო ხელფასი Meta-ს ($296,320) ჩამორჩება, მაგრამ Salesforce-ს ($199,130) და Adobe-ს ($170,679) ბევრად აღემატება.

ქვემოთ, Insider-ის ანგარიშის მიხედვით,10 ყველაზე მაღალი საბაზისო ხელფასებია წარმოდგენილი Google-ის ყველა ინდუსტრიაში. მონაცემები მხოლოდ აშშ-ში სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლებზე ვრცელდება და Alphabet-ის სხვა საწარმოების ხელფასებს, როგორებიცაა Waymo და Verily, არ მოიცავს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ კაპიტალისა და ბონუსების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება თანამშრომელთა ნაწილმა არ ისურვა.

10 ყველაზე მაღალი საბაზისო ხელფასი Google-ში 2022 წელს:

  • პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი (ინჟინერი-პროგრამისტი): $718,000
  • ტექნიკური მენეჯერი (პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია): $400,000
  • საწარმოს პირდაპირი გაყიდვები: $377,000
  • იურიდიული კორპორაციული მრჩეველი: $320,000
  • გაყიდვების სტრატეგია: $320,000
  • მომხმარებელთა გამოცდილების დიზაინი: $315,000
  • სამთავრობო საქმეები და საჯარო პოლიტიკა: $312,000
  • მკვლევარი-მეცნიერი: $309,000
  • "ღრუბლოვანი" გაყიდვები: $302,000
  • პროგრამების მენეჯერი: $300,000
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია