📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი ენდი ჯასი თანამშრომლებს, რომლებიც ოფისში დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან, საყვედური გამოუცხადა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur
  • Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ენდი ჯასიმ თქვა, რომ თანამშრომლებს, რომლებიც უარს ამბობენ სამსახურში დაბრუნებაზე, შეუძლიათ სხვაგან იპოვონ სამუშაო.
  • Amazon-ის ოფისში დაბრუნების ბრძანება ძალაში 1 მაისს შევიდა.

Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი ენდი ჯასი კომპანიის ოფისში დაბრუნების პოლიტიკას აძლიერებს.

ინტერნეტგიგანტმა ოფისში დაბრუნების შესახებ ბრძანება თებერვალში გამოსცა, რომლის თანახმად, სრულ განაკვეთზე მომუშავე ყველა თანამშრომელი 1 მაისამდე, ოფისში კვირაში მინიმუმ სამი დღე უნდა გამოცხადდეს. ცვლილებამ დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია კომპანიაში, Amazon-ის თანამშრომლებმა პეტიციაც შეადგინეს კომპანიის პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც 30 000 ხელმომწერი ჰყავს, თუმცა კომპანიამ პეტიცია უარყო.

მიუხედავად იმისა, რომ ბრძანება გაზაფხულზე ამოქმედდა, თანამშრომლები გადაწყვეტილებას კვლავ ეჭვქვეშ აყენებენ. Insider-ის თანახმად, ამ თვის დასაწყისში გამართულ შიდა შეხვედრაზე ჯასიმ სავარაუდოდ თქვა, რომ თანამშრომლებს შეუძლიათ მიიღონ ცვლილება ან დატოვონ სამსახური.

ჯასის მსგავსი შენიშვნები მას შემდეგ გავრცელდა, რაც Amazon-მა განაცხადა, რომ თანამშრომლებს "ნებაყოფლობით გადადგომას" აიძულებს, თუ ისინი არ შეასრულებენ სამსახურში დაბრუნების ბრძანებას.

Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა 2022 წელს 1,3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაცია მიიღო, რაც ნაკლებია იმ თანხაზე, რომელიც მას 2021 წელს აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნისას გადაუხადეს.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

საქართველოს უნივერსიტეტი - შესაძლებლობების 20 წელი

2004 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო, დღეს კი 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს