📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ბანკი გამოწერით - თიბისი ინოვაციურ მოდელს გვთავაზობს მომხმარებელს 3 სხვადასხვა სახის ნაკრების გამოწერის შესაძლებლობა აქვს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ბანკი გამოწერით − საქართველოში ეს სერვისი უკვე ხელმისაწვდომია და მას თიბისი მეტი სიმარტივისთვის გვთავაზობს. კომპანიის ახალი ინოვაციური მოდელი მომხმარებლებს საკუთარ საჭიროებებზე მორგებულ 3 სხვადასხვა სახის ნაკრების გამოწერის შესაძლებლობას აძლევს. სასურველი ნაკრების შერჩევა − ნაკრები 2, ნაკრები 5, და ნაკრები 10 ჩამონათვალიდან მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ. თითოეული მათგანი ყველაზე საჭირო, აქტუალურ და მოთხოვნად საბანკო სერვისებს აერთიანებს. ნაკრებებს შორის განსხვავება პროდუქტების და სერვისების ნაირსახეობასა და საკომისიო გადასახადში მდგომარეობს.

"თიბისის სტრატეგიაა მომხმარებლებისთვის ყოველდღიურობის გამარტივება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ პროდუქტებისა და სერვისების არჩევანშიც შეგვეტანა სიმარტივე. მომხმარებლების მოთხოვნებსა და საჭიროებებზე დაყრდნობით შევქმენით სამი ნაკრები, რომელთა მეშვეობით ცალ-ცალკე აღარ მოგიწევთ პროდუქტების ყიდვა. მათი გაერთიანებული სახით მიღება გაცილებით გაგიმარტივებთ ბანკთან ურთიერთობას. ყველაფერი ერთი ხელშეკრულების ქვეშ ფორმდება და თანაც გაცილებით ბუჯეტურ ფასად, ვიდრე ამ სერვისებისა და პროდუქტების ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში. მომხმარებელი ზოგავს დროს, ფინანსებს და უფრო გაცხადებულად ირჩევს იმას, რაც მას ნამდვილად სჭირდება", − ამბობს ტატო ნორაკიძე, თიბისის საცალო სეგმენტის მარკეტინგისა და ციფრული მიმართულების ხელმძღვანელი.

სიახლის კვალდაკვალ, თიბისიმ ახალი 6 განსხვავებული ფერის, ვერტიკალური ფორმის, მინიმალისტურ სტილში გადაწყვეტილი ვიზა გოლდ ბარათიც შემოგვთავაზა, რომელსაც მომხმარებელი ასევე საკუთარი სურვილისა და გემოვნების მიხედვით ირჩევს. თითოეული ნაკრები ერთ Visa Gold-ბარათს მოიცავს. ნაკრების გამოწერისას კი მომხმარებელი მეორე ბარათს საჩუქრად იღებს.

ნაკრების დახვეწაზე მუშაობა, როგორც ტატო ნორაკიძე ამბობს, თიბისიში მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება. მასში შემავალი ე.წ. ბენეფიტები კი მუდამ განახლდება და მომხმარებლების ახალ საჭიროებებს მეტად მოერგება.

სასურველი ნაკრების გამოწერა ძალიან მარტივად, ვებ-გვერდზე - www.tbccard.ge ან თიბისის ნებისმიერ ფილიალში სტუმრობითაა შესაძლებელი. ბარათების მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

საქართველოს უნივერსიტეტი - შესაძლებლობების 20 წელი

2004 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო, დღეს კი 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი