📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ბილაინს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი"-ს წევრმა, ბილაინმა ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნის შესახებ განაცხადა. კომპანიას დღეიდან ლაშა ტაბიძე უხელმძღვანელებს. ლაშა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბიზნესის აღმასრულებელია, მათ შორის ბოლო 10 წელი მან ტელეკომუნიკაციების სექტორში გაატარა. გენერალურ დირექტორად დანიშვნამდე, ლაშას ბილაინში ეკავა ბიზნესოპერაციების დირექტორისა და კომერციული დირექტორის პოზიციები. ანჯეი მალინოვსკი, რომელიც ბილაინს თითქმის 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ვიონი ჯგუფში შემავალი კომპანიის, ბილაინი უზბეკეთის გენერალურ დირექტორად დაინიშნა.

ლაშას მოღვაწეობა ბილაინში 2011 წელს დაიწყო, როდესაც ის კომპანიას კომერციული დირექტორის რანგში შეუერთდა, ხოლო 2018 წელს ბიზნესოპერაციების დირექტორის პოზიციაზე დაწინაურდა. ბილაინში გადმოსვლამდე, ლაშა მუშაობდა „სს სარაჯიშვილში" კომერციული დირექტორის პოზიციაზე, ხოლო მანამდე წამყვან პოსტებზე, მათ შორის ბიზნესის განვითარების დირექტორის რანგში, არაერთ კომპანიაში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

საქართველოს უნივერსიტეტი - შესაძლებლობების 20 წელი

2004 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო, დღეს კი 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი