📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

''ელექსირის'' მორიგი წარმატება! ქართულმა სტარტაპმა ამერიკული ლიცენზია მოიპოვა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

„ელექსირის" მაღალტექნოლოგიურმა საწარმომ ამერიკის შეერთებულ შტატებში კვების უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების დაცვის კონტროლი წარმატებით გაიარა და შედეგად NSF-ის ხარისხის სერტიფიკატის მფლობელი გახდა.

NSF არის დამოუკიდებელი, ფედერალური სააგენტო, რომელიც შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში კვების უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების დაცვის კონტროლის მიზნით. სააგენტო დღესდღეობით ყოველწლიურად 170-ზე მეტ ქვეყანაში ატარებს ტესტირებებსა და შემდგომ ახორციელებს მონიტორინგს რათა დარწმუნდეს, რომ სერტიფიცირებული პროდუქციის ხარისხი შეესაბამება NSF-ის მიერ დადგენილ სტანდარტებს.

აღნიშნული სერტიფიკატის მოპოვება ნიშნავს, რომ „ელექსირის" საწარმოო სტანდარტი უზუნველყოფს მწარმოებლის მხრიდან ხარისხისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვას და სრულ შესაბამისობაში მოდის კვების უსაფრთხოების რეგულაციებთან.

ყოველივე ზემოთ აღნიშული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ელექსირის" მიერ წარმოებული პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა და სრულიად უსაფრთხო ადამიანებისთვის, რაც ერთიორად ზრდის მომხმარებლის ნდობის ხარისხს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

საქართველოს უნივერსიტეტი - შესაძლებლობების 20 წელი

2004 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო, დღეს კი 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი