📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

გახდი გარემოს სუპერგმირი - შემეცნებით-გასართობი აქცია სპეციფიკური ნარჩენების მართვის თემაზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

საქართველოს სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია Wasteless აწყობს შემეცნებით-გასართობ აქციას "გახდი გარემოს სუპერგმირი'', რომელიც ეძღვნება სასწავლო წლის დაწყებას და ემსახურება საქართველოში სპეციფიკური ნარჩენების სწორად მართვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შორის.

აქცია გაიმართება თბილისში, სავაჭრო ცენტრ "ისთ ფოინთში" (მისამართი: კახეთის გზატკეცილი, ალ. თვალჭრელიძის 2) 10-17 სექტემბერს. აქციის ფარგლებში, სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, Wasteless-ის მიერ მოწყობილ სპეციალურ კუთხეში, განთავსდება ელექტრო ნარჩენებისა და ბატარეების შესაგროვებელი ყუთები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება შესაბამისი ნარჩენების განთავსება და სანაცვლოდ Wasteless-ისგან და მისი პარტნიორი კომპანიებისგან ვაუჩერებისა და სხვადასხვა საჩუქრების მიღება.

აქციის პირველ დღეს, 10 სექტემბერს, გაიმართება "რანინას" ბავშვების კონცერტი. ღონისძიებაზე მოსულ ბავშვებს დაურიგდებათ საჩუქრები და ჩატარდება შემეცნებითი ლექცია ნარჩენების მართვის თემაზე.

უმნიშვნელოვანესია, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანმა იცოდეს სპეციფიკური ნარჩენების მავნებლობისა და მათი სწორად მართვის აუცილებლობის შესახებ. თითოეულ მოქალაქეს, ასაკის მიუხედავად, შეუძლია გახდეს გარემოს სუპერგმირი, მასზე ზრუნვითა და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებით.

Wasteless არის სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია (საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია) რომლის მიზანია დაეხმაროს კომპანიებს თავიანთი ბიზნესის უნარჩენო, სუფთა და მდგრადი მიმართულებით გარდაქმნაში და ხელი შეუწყოს ნარჩენების მართვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას საქართველოში. ასოციაცია წარმოადგენს არამომგებიან იურუდიულ პირს, რომელმაც 2022 წელს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან, მოიპოვა ავტორიზაცია ოთხივე მიმართულების სპეციფიკური ნარჩენების მართვაზე: ნარჩენი ზეთები, გამოყენებული საბურავები, ელექტრო და ელქტრონული მოწყობილობები, ბატარეები და აკუმულატორები.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

"შემოქმედებითობას საზღვრები არ აქვს" - დევიდ დროგა

გსურთ თქვენი ბიზნესი უკეთესი გახადოთ? ამ შეკითხვაზე რეკლამის ლეგენდა დევიდ დროგას აქვს პასუხი: "თქვენს ლიდერთა გუნდს მეტი შემოქმედებითად მოაზროვნე უნდა შემატოთ"

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

ვენჩურული კაპიტალი - საქართველოს უნიკალური შანსი, გახდეს რეგიონის ფინანსური ჰაბი

გვყავს თუ არა ვენჩურული კაპიტალისტები საქართველოში?