📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

GITA-სთან პარტნიორობით საქართველოს 6 რეგიონულ ტექნოპარკში "ლურჯი ოკეანეს" ბიბლიოთეკები გაიხსნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტექნოპარკთან თანამშრომლობით, ინოვაციური ბიბლიოთეკების მიზანია ხელი შეუწყოს ტექნოლოგიურ წინსვლას, უზრუნველყოს უახლესი რესურსების ხელმისაწვდომობა და საქართველოს ციფრული ეკოსისტემის ზრდა.

ბიბლიოთეკები მდებარეობს ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში, თელავსა და ახალციხეში, სტრატეგიულად განლაგებულია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ტექნოლოგიის განვითარებით დაინტერესებულ ინოვატორებთან და მეწარმეებთან, ინიციატივა მიზნად ისახავს რესურსებსა და ცოდნაზე წვდომის დემოკრატიზაციას, ინკლუზიური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის ხელშეწყობას.

გარდა ამისა, ბიბლიოთეკები მასპინძლობს "ვორკშოპებს", სემინარებსა და ტრენინგებს ციფრული წიგნიერებისა და ტექნიკური უნარების გასაუმჯობესებლად, რაც უფრო მეტ შანსს აძლევს ინდივიდებს ციფრულ ეპოქაში განვითარებისთვის. აქვე არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ "ლურჯი ოკეანე" GITA-ს ახალი პროექტის − "ნაბიჯების" ოფიციალური პარტნიორი გახლავთ.

მიმდინარე პროცესების მნიშვნელობაზე საინტერესო დეტალების გასაზიარებლად Entrepreneur საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტების მენეჯერს ზურაბ ძიძიგურსა და "ლურჯი ოკეანის" ხელმძღვანელს − თამთა ჯაფარაშვილს ესაუბრა.

ზურაბ ძიძიგური (სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტების მენეჯერი): უპირველესად მინდა ვისარგებლო შემთხვევით და "ლურჯ ოკეანეს" დიდი მადლობა გადავუხადო ტექნოპარკებისთვის, მათი მიერ ნათარგმნი მსოფლიო ბიზნესლიტერატურული ბესტსელერი წიგნების საჩუქრად გადმოცემისთვის და რეგიონული ტექნოპარკის წიგნების თაროების ძალიან დიდი ცოდნით შევსებისთვის.

რას მოიცავს GITA-ს ახალი პროექტი "ნაბიჯები"?
"ნაბიჯები" არის საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი "ფაზლის" ტიპის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ვგეგმავთ ტურებს, წარმატებულ ადამიანებთან ერთად, საქართველოს რეგიონებში არსებულ ტექნოპარკებში და ტურის ბოლოს თითოეულ ლოკაციაზე განხორციელებულ აქტივობებს ("ფაზლის" ნაწილებს) ვაერთიანებთ ვიდეოს სახით.

შეხვედრის ფარგლებში სტუმრები დამსწრე საზოგადოებას უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და უყვებიან ტექნოლოგიებისა და ინოვაციების როლზე საკუთარ წარმატებაში.

პროექტის პირველ თემად შევარჩიეთ "ლურჯი ოკეანის" და BTU-ს ერთობლივი პროექტი, ბილ ოლეტის წიგნი − "გამართული ანტრეპრენერობა, 24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად". 5 რეგიონულ ტექნოპარკში (თელავი, კასპი, ზუგდიდი, ოზურგეთი და ბათუმი) განვიხილეთ 5 ლოგიკურ ნაწილად დაყოფილი ნაბიჯები და ტურის ბოლოს შევკარით ვიდეო, სადაც 24 ნაბიჯია განხილული GITA-ს თავმჯდომარის მოადგილის, თორნიკე ჯობავას მიერ. ასევე, Pubber-ისა და B2C.GE-ის წარმომადგენლებმა − გიორგი ჩუგოშვილმა და ქეთი ვაჩიბერიძემ საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს, თუ როგორ გაიარეს აღნიშნული ნაბიჯები თავიანთი სტარტაპის განხორციელების პროცესში.

თქვენი შეფასებით, რა სჭირდებათ ყველაზე მეტად რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით საქმიანობის დასაწყებად და წარმატების მისაღწევად?
2016 წლიდან დღემდე 7 რეგიონული ტექნოპარკი გავხსენით, (ზუგდიდში, თელავში, ბათუმში, კასპში, გურჯაანში, თელავსა და ახმეტაში) და ჩვენი სააგენტოს რესურსის საკმაოდ დიდი ნაწილი რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარებისკენ მივმართეთ. მათი ინოვაციების ეკოსისტემაში ინტეგრაცია საკმაოდ კომპლექსური პროცესია და ბევრი მიმართულებით მუშაობას და მრავალფეროვან პროგრამებს მოიცავს, თუმცა ვფიქრობ ორი მთავარი კომპონენტის არსებობაა საჭირო აღნიშნულის განსახორციელებლად: თეორიული ცოდნის მიღებისა და მისი პრაქტიკაში განხორციელების საშუალებები. ცოდნასთან წვდომა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და პროექტი "ნაბიჯებიც" სწორედ ამ მიზანს ემსახურება − მარტივად, ვიდეოგაკვეთილების სახით მივაწოდოთ ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს თეორიული ცოდნა და წარმატებული თანამოქალაქეების გამოცდილება.

ასევე, უმნიშვნელოვანესია ამ თეორიული ცოდნის რეალიზება და წვდომა ფინანსებთან. სწორედ ამიტომ ვახორციელებთ ჰაკათონებს, პრეაქსელერატორის პროგრამებს, ასევე 25 000-ლარიან საგრანტო კონკურსებს ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპებისთვის. ვფიქრობ, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა ამ პროცესებში უმნიშვნელოვანესია, რათა ქვეყანაში მცხოვრები ახალგაზრდების ტექნოლოგიური განვითარება უფრო მდგრადი და სწრაფი გახდეს.

ტექნო პარკები შექმნილია იმისათვის, რათა გააძლიეროს საქართველოს ციფრული ეკოსისტემა. ხელოვნური ინტელექტიდან და ბლოკჩეინიდან დაწყებული, რობოტიკით და ვირტუალური რეალობით დასრულებული, ეს ბიბლიოთეკები მომხმარებლებს სთავაზობს უახლესი ტექნოლოგიების ფართო სპექტრს ექსპერიმენტებისთვის. პრაქტიკული სწავლისა და ექსპერიმენტების ხელშეწყობით. იგი ასევე მიზნად ისახავს აღზარდოს გამოცდილი ტექნოლოგების, ინოვატორებისა და მეწარმეების თაობა, რომლებსაც შეუძლიათ წარმართონ საქართველოს ციფრული ტრანსფორმაცია.

თამთა ჯაფარაშვილი ("ლურჯი ოკეანის" ხელმძღვანელი): "ლურჯი ოკეანის" მთავარი მისია ქვეყანაში ბიზნესგანათლების ხელშეწყობაა. საკუთარი შეხედულებების მუდმივი განახლება, ფაქტებზე აგებული აზროვნება, ემოციური ინტელექტის განვითარება, თვითშემეცნება და ადამიანებზე ფოკუსირებული ბიზნესის წარმოების უნარი − ეს გახლავთ არასრული ჩამონათვალი იმ ინსტრუმენტებისა, რომლებიც ოცდამეერთე საუკუნის ბიზნესსამყაროში წარმატების მისაღწევადაა საჭირო და რომლის განვითარებაშიც "ლურჯი ოკეანის" მიერ გამოცემული თითოეული წიგნი დაგეხმარებათ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მკითხველს მუდმივად ვთავაზობთ სიახლეებს და ვუქმნით საინტერესო "ვორკშოპებსა" და პანელურ დისკუსიებზე დასწრებისა და მონაწილეობის შესაძლებლობას, რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, ძირითადი აქცენტი მაინც დედაქალაქზე გვაქვს. თუმცა, რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და გაღრმავების არანაკლები საჭიროება აქვთ. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობის მთავარი მიზანი სწორედ დაგროვილი ცოდნის თბილისის ფარგლებს გარეთ გატანაა, საქართველოს ექვს რეგიონულ ტექნოპარკში "ლურჯი ოკეანის" ბიბლიოთეკების გახსნის გზით.

"ლურჯი ოკეანის" სახელით მინდა მადლობა გადავუხადო პროექტში ჩართულ ყველა მხარეს, განსაკუთრებით კი GITA-ს, ჩვენი საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებისთვის.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია