📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Helio.AI-მ პირველი ინვესტიცია მოიზიდა ინვესტიცია სრულად პროდუქტის განვითარებას მოხმარდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართულმა სტარტაპმა Helio.AI-მ, რომელიც რეკრუტირების შიდა სოფტს ქმნის, პირველი ინვესტიცია მოიზიდა.

"ჰელიოს" გუნდის თქმით, ინვესტიცია სრულად პროდუქტის განვითარებას მოხმარდება - "სულ მალე კიდევ უფრო მეტი რეკრუტერი შეძლებს სრულიად ახალი, ინოვაციური ნეირომეცნიერული თამაშით კანდიდატების პროფილის შექმნას და შერჩევის პროცესში გამოყენებას".

Helio.AI გასულ წელს რეკრუტირების ინდუსტრიაში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით შეიქმნა, რომელიც კომპანიებს სწორი კანდიდატების სწრაფად შერჩევაში ეხმარება.

Helio პროცესის სრული ციკლის ავტომატიზაციას ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ახერხებს, რომელიც HR-ებს კანდიდატების რეზიუმეებისა და გამოცდილების გაანალიზებაში ეხმარება, ხოლო მათი რბილი უნარების, ტიპაჟისა და პოზიციის შესაბამისობას ისინი სიტუაციური თამაშით განსაზღვრავენ. აღსანიშნავია, რომ იგი საკმაოდ მოსახერხებელი პლატფორმაა, რომელიც არ საჭიროებს ინტეგრაციას და მისი გამოყენება კომპანიებს ზუსტად 5 წუთში შეუძლიათ.

პირველი ინვესტიცია "ჰელიოსთვის" მნიშვნელოვანი ნაბიჯია, კომპანიაში დარწმუნებულები არიან, რომ ინვესტორი "ჰელიოს" ზრდისთვის ფინანსურ რესურსთან ერთად მნიშვნელოვან კონტრიბუციას განახორციელებს.

"ინვესტორი ჩვენთვის მხოლოდ მოზიდულ თანხას არ უკავშირდება, დიდი ყურადღებით ვეკიდებით, როგორი ადამიანები შემოუერთდებიან "ჰელიოს" გუნდს, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო სწორედ ეს პროცესი იყო. აქამდე რამდენიმე ინვესტიციაზე მხოლოდ იმიტომ ვთქვით უარი, რომ ჩვენს გეგმებს ვერ ვუკავშირებდით კონკრეტული ადამიანების ხედვებს", - აღნიშნავენ კომპანიაში.

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!