📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ჰორეკა სექტორს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა "სინერჯი კაპიტალი" კომპანიებს პარტნიორობას სთავაზობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur.ge

„ჩვენ ვაგრძელებთ პორტფელის გაფართოებას და უარს არ ვამბობთ ჰორეკას სექტორის წარმომადგენლებზე. პირიქით, ვფიქრობთ, რომ მათი მხარდაჭერა ახლა კრიტიკულია. პოსტ-კორონა ერაში სხვა რეალობა იქნება, სხვა საჭიროებები ექნებათ მომხმარებლებს და მნიშვნელოვანია ამისთვის ისინი სწორად და თან სწრაფად მოემზადონ. მათ შორის, როგორც სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება, ისე ორგანიზაციული მოწყობის შეცვლა და შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერა ამის განსახორციელებლად. ჩვენ ვეძებთ ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებს, რომ ეს მხარდაჭერა გავუწიოთ, ისეთებს, ვინც მიუხედავად იმისა, რომ დღეს დაიხურნენ, მაინც ახერხებენ და ინარჩუნებენ გუნდის წევრებს. ვინაიდან ჩვენთვის უმთავრესი აქტივი, სწორედ ის ადამიანები არიან, ვინც კომპანიაში გვხვდებიან. დაინტერსებულ პირებს შეუძლიათ შეგვეხმიანონ და სიამოვნებით გავიცნობთ დისტანციურად." - აცხადებს თამი ჭითაშვილი, სინერჯი კაპიტალის პორტფელის განვითარების დირექტორი.

სინერჯი კაპიტალი შექმნილია სინერჯი ჯგუფის მიერ. ამჟამად 20-მდე მზარდი კომპანია ჰყავს პორტფელში, რომელთა განვითარებაზე და გაფართოებაზე აქტიურად აგრძელებს მუშაობას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

ისტორიული აღიარება - "პორშე ცენტრი თბილისს" მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა

"პორშე ცენტრი თბილისმა" ჯილდო გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მიიღო

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი