📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ჯუნიორ ანტრეპრენერების რჩევები ბავშვებს გიორგი შეშაბერიძე | გიორგი ტერაშვილი | ზუკა მაისაშვილი | გიორგი მაშანეიშვილი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ჯუნიორ ანტრეპრენერები - გამბედავი მოზარდები, რომლებმაც ოცნებები ადრეულ, ფაქტობრივად ბავშვობის ასაკშივე მიზნებად აქციეს და მათ განხორციელებას თამამად შეუდგნენ. Entrepreneur-ი ასეთი ქართველი ბავშვებისა და მათი საქმიანობების შესახებ არაერთხელ გიყვებოდათ. ამასობაში ისინი უკვე გაიზარდნენ და განვლილი გზისა თუ გადალახული გამოწვევების შემდეგ, უკვე სხვა ბავშვებისთვისაც დაუგროვდათ სათქმელი.

აი ის რჩევები, რომელსაც ისინი არ იშურებენ და რომლითაც იმ ბავშვებს მიმართავენ, რომლებსაც სწორედ ახლა საინტერესო ჩანაფიქრები და სურვილები უტრიალებთ გულსა და გონებაში, და რომლის განსახორციელებლადაც უბრალოდ მეტი გამბედაობა მართებთ.

გიორგი შეშაბერიძე, 13 წლის. „დორას" დამფუძნებელი:

„ჩვენი მომავალი ჩვენი ოცნებებია და მათ ასრულებას დაუღალავი შრომა, სწავლა და ცოდნა სჭირდება. ეს ყველაფერი მომავლის საუკეთესო, დროში გამოცდილი ინვესტიციაა".

ზუკა მაისაშვილი, 21 წლის. „ღვინუკას" დამფუძნებელი:

"მეწარმეობას მოაქვს უდიდესი სარგებელი საზოგადოებისთვის. ყველა წარმატებული სამეწარმეო მაგალითის უკან კი დიდი შრომა და ბევრი მარცხი დგას. ამ ყველაფერზე ფიქრის და მოქმედების დაწყების დრო კი ადრეული ასაკია".

გიორგი ტერაშვილი, 19 წლის, TeraArt-ის დამფუძნებელი:

„საკუთარ ბიზნესს რომ აკეთებ და არავისზე ხარ დამოკიდებული, ამაზე კარგი არაფერია. ამიტომ, მიეცით გასაქანი თქვენს კრეატიულობას და გახდით მეწარმეები, შექმენით თქვენი და განავითარეთ ის".

გიორგი მაშანეიშვილი, 19 წლის, „თაფლის ღვინოს" დამფუძნებელი:

„ჭადრაკის თამაშის წინ გვეუბნებოდნენ: „არ დანებდე, იფიქრე! გამოსავალი ყოველთვის არსებობს! ზუსტად ასე არის წარმატებისკენ მიმავალ გზაზეც, ნუ შეგაშინებთ წარუმატებლობა გამოსავალი ყოველთვის არსებობს"

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

საქართველოს უნივერსიტეტი - შესაძლებლობების 20 წელი

2004 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო, დღეს კი 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი