📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ქალთა ფონდი 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა "მიგვაჩნია, რომ სამუშაო დღეების შემცირება ეწინააღმდეგება შრომის კაპიტალისტურ და პატრიარქალურ ლოგიკას, რომელიც მოითხოვს კონკურენციასა და მაქსიმალურ პროდუქტიულობას, რაც, თავის მხრივ, ექსპლუატაციური პრაქტიკების რომანტიზებას ახდენს."

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქალთა ფონდის თანამშრომლები კვირაში 4 დღე იმუშავებენ. "ეს გადაწყვეტილება ახლახან მივიღეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ სამუშაო დღეების შემცირება ეწინააღმდეგება შრომის კაპიტალისტურ და პატრიარქალურ ლოგიკას, რომელიც მოითხოვს კონკურენციასა და მაქსიმალურ პროდუქტიულობას, რაც, თავის მხრივ, ექსპლუატაციური პრაქტიკების რომანტიზებას ახდენს.

ჩვენ გვჯერა, რომ ფემინისტური, კოლექტიურ ზრუნვაზე დაფუძნებული სამუშაო გარემო ითვალისწინებს ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებს და სივრცეს ტოვებს არა მხოლოდ ე.წ. თავისუფალი დროის, არამედ დასვენების დროის არსებობისთვის." - აცხადებენ ქალთა ფონდში.

ქალთა ფონდის მისიაა ქალთა ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერება ცენტრსა და რეგიონებში ქალთა უფლებების განხორციელების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობისა და თვითრეალიზაციისათვის.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!