📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Kamkhadze PA: იმიგრაცია განსაკუთრებული მიღწევების მქონე ადამიანებისთვის აღიარებული მაიამის 2023 წლის ერთ-ერთ საუკეთესო საიმიგრაციო იურიდიულ ფირმად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Kamkhadze PA ფლორიდაში პირველი ქართულ-ამერიკული საიმიგრაციო სამართლის იურიდიული ფირმაა, რომელიც აშშ-ის სამუშაო ვიზისა თუ მუდმივი ბინადრობის უფლების მოპოვების მსურველებს სრულ იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს. სულ ახლახან, Expertise.com-მა Kamkhadze PA 2023 წლის ერთ-ერთ საუკეთესო საიმიგრაციო იურიდიულ ფირმად დაასახელა და ამით, კომპანიამ კიდევ ერთხელ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. ქართულ-ამერიკული იურიდიული ფირმის შესახებ, რომლის სერვისები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მყოფი პირებისთვისაა ხელმისაწვდომი, აშშ-ში არსებული ყველაზე დიდი ბიზნესგამოცემები − Yahoo Finance და Benzinga-ც წერენ.

Kamkhadze PA-ს იურიდიული სერვისები ექსკლუზიურადაა განკუთვნილი მათთვის, ვინც აშშ-ში დროებითი ან მუდმივი ემიგრაციით არიან დაინტერესებული და აქვთ გამორჩეული ნიჭი და მიღწევები სხვადასხვა სფეროში, ან გეგმავენ ამერიკაში ბიზნესინვესტიციის განხორციელებას. არსებობს 20-ზე მეტი არასაიმიგრაციო და საიმიგრაციო ტიპის ვიზა და თითოეული მათგანის მისაღებად კანონმდებლობით სხვადასხვა მოთხოვნაა დადგენილი. Kamkhadze PA-ის სერვისები ორიენტირებულია ისეთ საემიგრაციო და არასაემიგრაციო ტიპის ვიზებზე, რომელთა მიღება დამოკიდებულია აპლიკანტის პროფესიულ კვალიფიკაციაზე ან მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციაზე. მსგავსი ტიპის ვიზებს განეკუთვნება: Eb11 (Eb1A) Immigrants of Extraordinary Ability, რომელიც იმიგრაციის შესაძლებლობას აძლევს ბიზნესში, განათლებაში, მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, ხელოვნებასა და სპორტში გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს; Eb2 National Interest Waiver − შესანიშნავი შესაძლებლობაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წარმატებით საქმიანობენ ამერიკის ეროვნული ინტერესის სფეროებში; და ბოლოს − EB5 Immigrant Investor, რომელიც მოიცავს ადამიანებს, რომლებიც ინვესტიციას აბანდებენ აშშ-ს ბიზნესში და ქმნიან სამუშაო ადგილებს.

ისარგებლო Kamkhadze PA-ს სერვისებით, ნიშნავს იმას, რომ ირჩევ სანდო პარტნიორს, რომელსაც აქვს ცოდნა მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად კონკრეტულ სფეროში და ფლობს შესაძლებლობა, დაგეხმაროს აშშ-ში საიმიგრაციო მიზნების მიღწევაში. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია თითოეულ საქმეს ინდივიდუალურად განიხილავს, მსურველებს სთავაზობს როგორც მათ საჭიროებებზე მორგებულ იურიდიულ კონსულტაციას, აგრეთვე სამართლებრივი სტრატეგიის ინდივიდუალურად განსაზღვრას, საქმის მომზადებასა და შესაბამის საიმიგრაციო სამსახურებთან ოფიციალური საქმის წარმოებას. Kamkhadze PA-ის პროფესიონალთა გუნდს კარგად ესმის, რომ განსაკუთრებული მიღწევების მქონე პირებს განსხვავებული საიმიგრაციო საჭიროებები აქვთ. შესაბამისად, თითოეული აპლიკანტისთვის ინდივიდუალურ დროს გამოყოფენ და სიღრმისეულად სწავლობენ საკითხს.

აშშ-ს საიმიგრაციო პოლიტიკა ორიენტირებულია, მიიზიდოს ის პირები, რომლებსაც აშშ-ს ეკონომიკის ან კონკრეტული სფეროს განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვთ. სწორედ ამიტომ, ადამიანებს, რომლებსაც თავიანთ სფეროში გამორჩეული მიღწევები აქვთ ან რაიმე ტიპის ბიზნესის წარმოება სურთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბინადრობის უფლების შესაძლებლობას აძლევს. აშშ-ის "მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური" განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულად მიიჩნევს ისეთ პირს, რომელიც საკუთარი საქმიანობის სფეროში წარმატებულია და ეს ყველაფერი დოკუმენტურადაც დასტურდება. შესაბამისი დოკუმენტები, შესაძლოა, მოიცავდეს: მიღებულ ჯილდოებს, ეროვნულ ფედერაციებში აპლიკანტის წევრობას, მედიაში ცნობადობას, მომგებიანი ბიზნესის ფლობას, წამყვანი ორგანიზაციების წევრობას, ჟიურის სახით კონკურსებში მონაწილეობასა და სხვა მნიშვნელოვან აღიარებებს.

აღნიშნული საიმიგრაციო ვიზის მისაღებად, Kamkhadze PA-ის ადვოკატი ამზადებს პეტიციას, რომელიც განსახილველად წარედგინება ამერიკის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, აპლიკანტს ეძლევა შესაძლებლობა, განაცხადით მიმართოს აშშ-ის საკონსულოს, რათა მიიღოს საიმიგრაციო ვიზა. თუ აპლიკანტი უკვე ლეგალურად იმყოფება აშშ-ში, მას აღარ დასჭირდება საკონსულო პროცესის გავლა და შეუძლია, ამერიკაშივე მოითხოვოს მწვანე ბარათის მიღება.

"ფაქტი, რომ მიმდინარე წელს მაიამიში ერთ-ერთ საუკეთესო საიმიგრაციო იურიდიულ ფირმად მიგვიჩნიეს, მეტად საამაყოა ჩვენთვის, რადგან ეს აღიარება ხაზს უსვამს ჩვენს თავდადებას, მომხმარებელს გავუწიოთ მაღალკვალიფიციური მომსახურება და დავეხმაროთ, იპოვონ საკუთარი, წარმატებული გზა კომპლექსურ საიმიგრაციო ლანდშაფტში. ამჟამად, ჩვენი სერვისები უფრო მეტად მივმართეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებმაც ბიზნესში, განათლებაში, მეცნიერებაში, ხელოვნებასა და სპორტში განსაკუთრებული უნარები გამოავლინეს და შესაბამისად, აქვთ მაღალი შანსი, მოიპოვონ სამუშაო ვიზა ან მწვანე ბარათი. რაც ნამდვილად გამოგვარჩევს, არის ის, რომ თითოეულ საქმეს სიღრმისეულად განვიხილავთ და მასზე მორგებულ სტრატეგიის შემუშავებას უზრუნველყოფთ.

თითოეულ სავიზო კატეგორიას მისთვის დამახასიათებელი გამოწვევები აქვს. მაგალითად, გამორჩეული მიღწევების მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი ვიზის მისაღებად, ერთ-ერთი ყველაზე რთული წინაღობა, დაარწმუნო აშშ- "მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური" (USCIS), რომ ნამდვილად აკმაყოფილებ კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს, რეგულაციებსა და სტანდარტებს. ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, ამერიკის საემიგრაციო სამართლის ადვოკატი ანა ქამხაძე, Esq. ამზადებს ქეისს აპლიკანტის მრავლისმომცველი მიღწევებისა და დოკუმენტაციის გათვალისწინებით.

EB-1A (Immigrants of Extraordinary Ability) კატეგორიაში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ლიცენზირებულ და ისეთ გამოცდილ იურიდიულ ფირმებთან თანამშრომლობა, როგორიცაა მაგალითად Kamkhadze PA, ვინაიდან "მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის" მიერ ასეთი ტიპის ქეისებზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭიროა ადვოკატის მიერ მომზადებული პეტიციის (სარჩელის) წერილი, რომელიც აღწერს როგორც აპლიკანტის კონკრეტულ დოკუმენტაციას, ასევე ამ დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან, რეგულაციებთან და უახლეს სასამართლო გადაწყვეტილებებთან შესაბამისობას. აღნიშნული პეტიციის წერილი მოიცავს სამართლებივ არგუმენტებს და ხშირ შემთხვევაში მისი მოცულობა 100 გვერდამდეც კი აღწევს. დამატებით, ადვოკატი უზრუნვეყოფს, რომ საქმეში არსებული დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს ათასამდე გვერდს, წარდგენილია საიმიგრაციო სამსახურის მიერ მოთხოვნილი ფორმატით და მომზადებულია სამართლებრივი სტანდარტის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ჩვენთან თანამშრომლობა გაცილებით ზრდის ამ ტიპის პეტიციებზე დადებითი პასუხის მიღების შანსს.

ჩვენი სრულყოფილებისადმი სწრაფვა არ მოიცავს მხოლოდ პერსონალიზებულ მომსახურებას, არამედ მოიცავს მუდმივად განვითარებადი სამართლებრივი გარემოს პირობებში მიმდინარე საიმიგრაციო სამართლებრივი ტრენდების, სიახლეებისა თუ ცვლილებების მონიტორინგს, და ახდენს აპლიკანტის საქმის სწრაფ ადაპტირებას ცვლილებების შესაბამისად, − განმარტავენ ფირმაში.

კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ გუნდის მიდგომა მოიცავს თითოეული ქეისის საფუძვლიან მომზადებას, კლიენტთან მუდმივ კომუნიკაციას, რისკ-ფაქტორების მაქსიმალურად შემცირებასა და სტრატეგიულ რეაგირებას. კომპანიის პრიორიტეტია, ჰქონდეს ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია მომხმარებლებთან და ნებისმიერი შეფერხებისა და გართულების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს კლიენტს. იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვის ეტაპზე საიმიგრაციო სამსახური დამატებით მტკიცებულებებს მოითხოვეს, Kamkhadze PA აფასებს მოთხოვნის დაკმაყოფილების სირთულესა თუ საიმიგრაციო ოფიცრის მიერ კანონმდებლობის განმარტების სისწორეს და ამზადებს სამართლებრივად დასაბუთებულ პასუხს დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად. საჭიროების შემთხვევაში, ფირმა კლიენტებს ეხმარება საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრებაშიც. გუნდში აღნიშნავენ, რომ მთელი პროცესის განმავლობაში, ანა ქამხაძე, დაუღალავად იცავს თითოეული კლიენტის ინტერესებს.

Entrepreneur-ის მკითხველი უკვე კარგად იცნობს კომპანიის დამფუძნებელს − ანა ქამხაძეს, რომელიც აშშ-ში ლიცენზირებული საიმიგრაციო სამართლის ადვოკატია. ამასთან, იგი არის ამერიკის საიმიგრაციო სამართლის იურისტთა ასოციაციისა და ნიუ იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციის აქტიური წევრი. დიდი სასწავლო და პროფესიული გამოცდილების დაგროვებისა და უამრავი წარმატებულად წარმართული ქეისის შემდეგ, ანამ საკუთარი იურიდიული ფირმა ფლორიდაში დააარსა და საკუთარ გუნდში გააერთიანა ის გამოცდილი ადამიანები, რომლებიც მზად არიან, მსურველებს საკუთარი მიზნების ლეგალურად განხორციელებაში დაეხმარონ.

სულ ახლახან, Kamkhadze PA-ის პროფესიონალთა გუნდს ოპერაციების ახალი დირექტორი, ცოტნე მდივანი, შეემატა. ცოტნეს აქვს აშშ-ის უმსხვილეს კორპორაციებში მომხმარებელთა მომსახურების მართვის მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება. სხვადასხვა დროს, იგი მუშაობდა ისეთ მულტინაციონალურ ამერიკულ კორპორაციებში, როგორებიცაა: Ed Morse Bayview Cadillac, Bridgestone Americas, სადაც ხელმძღვანელობდა მომხმარებელთა ურთიერთობის მიმართულებას. ამასთან, მისი პასუხისმგებლობა მოიცავდა როგორც თანამშრომელთა შერჩევას, ისე მათ ქოუჩინგს, ტრენინგების ორგანიზებასა და ლიდობას. მიღებულმა გამოცდილებამ ცოტნეს მისცა შესაძლებლობა, სიღრმისეულად შეესწავლა კლიენტთა ურთიერთობა და ეფექტიანი საოპერაციო ჯაჭვის მნიშვნელობა. შესაბამისად, იურიდიულ ფირმაში მიაჩნიათ, რომ ცოტნეს კონტრიბუციით, Kamkhadze PA-ის მომხმარებლები ინოვაციურ იურიდიულ სერვისებს მიიღებენ.

"მომხმარებელთა მომსახურების სფეროში დაგროვილმა გამოცდილებამ მომცა უნიკალური შესაძლებლობა, კარგად გამეაზრებინა უწყვეტი კომუნიკაციისა და კლიენტზე ორიენტირებული მიდგომის მნიშვნელობა. ეს უნარები ზედმიწევნით შეესაბამება როლს, ომელსაც ამჟამად ვასრულებ Kamkhadze PA-ში. ჩემი მიზანია, გავაძლიერო ფირმის მისწრაფება, ჰქონდეს მჭიდრო, გამჭვირვალე და სრულყოფილი ურთიერთობა კლიენტებთან.

კომპანიაში თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავს აღიქვამს როგორც უმნიშვნელოვანეს რგოლს ადამიანების სამომავლო გეგმების და წარმატების რეალიზებაში და გვსურს, განვაგრძოთ პოზიტიური წვლილის შეტანა იმიგრანტების ცხოვრებაში, რომელთაც საიმიგრაციო სტატუსის მიღების გარდა, არაერთი სირთულის გადალახვა უწევთ ახალ ქვეყანაში საკუთარი თავისა და ბიზნესის დასამკვიდრებლად" Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ცოტნე მდივანი.

ოპერაციების დირექტორის განმარტებით, Kamkhadze PA-ის საქმიანობაში ამოსავალი წერტილი სწორედ კლიენტია. შესაბამისად, მთავარი ორიენტირი, რომელზეც კომპანია აქცენტს ამახვილებს, არის მომხმარებელთა მომსახურების გამოცდილების გაუმჯობესება, კერძოდ კი: მყისიერი და მოსახერხებელი წვდომა ფირმის სერვისებზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სამომავლოდ, კომპანიის გრძელვადიანი გეგმაა, აქტიურად დანერგოს ციფრული ტექნოლოგიები საკუთარ საქმიანობაში და შედეგად, კლიენტთა ურთიერთობა გახადოს ბევრად ინტერაქციული და კომფორტული. ცოტნეს აღნიშვნით, იგი მჭიდროდ ითანამშრომლებს შესაბამის გუნდთან, რომელიც მომხმარებლებისთვის მოსახერხებელ საკომუნიკაციო არხებს, სწორ ინფორმაციასა და სრულყოფილ სერვისს უზრუნველყოფს. შედეგად კი, Kamkhadze PA შეინარჩუნებს და განიმტკიცებს საერთაშორისო რეპუტაციას, როგორც სასურველ არჩევანს იმიგრაციის მსურველთათვის.

"Kamkhadze PA- გამოარჩევს კლიენტების მიმართ ლოიალობა და ადვოკატთა ეთიკის ნორმების ურყევი დაცვა. კომპანია კლიენტთა მისწრაფებებს და მიზნებს ზედმიწევნით განიხილავს და თითოეულ საქმის წარმატებას აღიქვა, როგორც საკუთარ საჭიროებას. ამ მიდგომას აუცილებლად განვაგრძობთ ინოვაციური კულტურის ხელშეწყობითა და ინდუსტრიის ბაზარზე ლიდერობის შენარჩუნებით. მომდევნო წლებისთვის, მიზნად ვისახავთ, კიდევ უფრო დავხვეწოთ სერვისები და შემოვიტანოთ მეტი ინოვაცია ჩვენი ოპერაციების სრულყოფის მიზნით.

მიგვაჩნია, რომ კლიენტების რეალურ დროში ინფორმირება მათთვის მეტად მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა საშუალებით ჩვენ მათ მუდმივად ვაწვდიდით განახლებულ ინფორმაციას საიმიგრაციო სიახლეების, ცვლილებების, ახალი კანონპროექტებისა და სხვა მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ. ვგეგმავთ, კლიენტებისთვის შევქმნათ ერთიანი პლატფორმა/პორტალი, სადაც განთავსებული იქნება მუდმივად განახლებადი ინფორმაცია, რაც, შესაძლოა, რელევანტური იყოს მათ ქეისებთან. აქვე განვათავსებთ ხშირად დასმული შეკითხვების კატეგორიას, მნიშვნელოვან სტატიებს, გაიდლანებსა და ყველაფერს, რაც მაქსიმალურად აამაღლებს მომხმარებელთა ცნობიერებას ამერიკის ვიზებთან დაკავშირებით.

რაც ყველაზე მთავარია, პლატფორმა იქნება ერთგვარი ქეისების მართვის პორტალი, სადაც მომხმარებელ ასევე შეძლებ ყველა საჭირო დოკუმენტაციის ერთ სივრცეში თავმოყრა. ამავე სისტემაში შევაფასებთ, რამდენად რელევანტურია დოკუმენტაცია და რამდენად ეხმიანება აშშ- მიერ დადგენილ სტანდარტს.

ამასთან, სამომავლოდ ვგეგმავთ ტომატიზებული შეტყობინებების სისტემის დანერგვას, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მომხმარებელთა სავიზო პროცესებზე, მათ მაქსიმალურად მცირე დროში მივაწოდოთ მათ", განმარტავს ცოტნე მდივანი.

ვრცლად აშშ-ის სხვადასხვა ტიპის არასაიმიგრაციო და საიმიგრაციო ვიზების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ Kamkhadze PA-ის ვებგვერდზე: www.esq.mba.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!