📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ქართულმა კომპანია Bloom Music-მა Sony Music Publishing-თან და Extreme Music-თან ექსკლუზიურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართულმა მუსიკალურმა კომპანიამ Bloom Music-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგი გახდა მსოფლიოს ნომერ პირველი მუსიკალური გამომცემლის, Sony Music Publishing-ის და მისი ინდუსტრიაში ლიდერი სპეციალიზირებული მუსიკის ბიზნესის, Extreme Music-ის ექსკლუზიური პარტნიორი.

Sony Music Publishing-ის პოლონეთის ოფისთან პარტნიორობა მოიცავს სინქრონიზაციის უფლებას და საშუალებას მისცემს ქართულ სარეკლამო სააგენტოებს, სატელევიზიო სტუდიებს და კინო ინდუსტრიის წარმომადგენლებს აიღონ ლიცენზია და შეარჩიონ შესაბამისი მუსიკა თავისი პროექტებისთვის უდიდესი მუსიკალური გამომცემლისა და სპეციალიზირებული მუსიკის კატალოგებიდან.

"Sony Music Publishing-თან ჩვენი პარტნიორობა ქართული მუსიკალური ინდუსტრიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, ვინაიდან ასეთი დონის კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს როგორც ადგილობრივ კომპანიებს, რომლებიც სარეკლამო თუ სატელევიზიო სივრცეში მოღვაწეობენ, ასევე ქართველ შემოქმედებსაც. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად აამაღლებს საავტორო უფლებების შესახებ ადამიანთა ცნობიერებას და გააჯანსაღებს ადგილობრივ მუსიკალურ ეკოსისტემას" - განაცხადა მირიან კულულაშვილმა, Bloom Music-ის დირექტორმა.

Bloom Music ქართული მუსიკალური კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს. მათი ძირითადი სერვისები მოიცავს არტისტ მენეჯმენტს, მუსიკის ციფრულ დისტრიბუციას და მუსიკის სინქრონიზაციას. Bloom Music-ის როსტერში წარმოდგენილია 3 ქართული მუსიკალური პროექტი: Killages, ერეკლე დეისაძე და Eko & Vinda Folio. კომპანიის დახმარებით ბოლო წლებში 100-ზე მეტმა ქართველმა მუსიკოსმა საკუთარი შემოქმედების ციფრული დისტრიბუცია 60-ზე მეტ მუსიკალურ პლატფორმაზე მოახდინა.

Sony Music Publishing-ის შესახებ: Sony Music Publishing მსოფლიოს უდიდესი მუსიკალური კომპოზიციების ავტორების გამაერთიანებელია თავისი კლასიკური კატალოგით, მათ შორის: Beatles, Queen, Motown, Carole King, Leiber & Stoller, Leonard Cohen, Stevie Wonder, Michael Jackson და The Rolling Stones ასევე ყველასათვის საყვარელი თანამედროვე კომპოზიტორების, როგორებიც არიან: Ed Sheeran, Beyoncé, Lady Gaga, Olivia Rodrigo, Calvin Harris, Daddy Yankee, Gabby Barrett, Jay-Z, Luke Bryan, Maluma, Marc Anthony, Miranda Lambert, Pharrell Williams, Rihanna, Sara Bareilles, Sean "Love" Combs, Travis Scott და სხვა მრავალი.

Extreme Music-ის შესახებ: მოკრძალებული პანკ როკის საწყისებიდან კამდენ თაუნში, ლონდონში, Extreme Music დღეს ცნობილია, როგორც სპეციალიზირებული მუსიკის წამყვანი სახე და მედია ინდუსტრიისათვის სანდო და გემოვნების შემქმნელი კომპანია 1997 წლიდან. კატალოგში ისეთი დიადი ტალანტები არიან გაერთიანებული, როგორებიც არიან: Quincy Jones, Hans Zimmer, Sir George Martin, Snoop Dogg, Labrinth, Rodney Jerkins, Ramin Djawadi, Clint Mansell, Harry Gregson-Williams, Christopher Lennertz, Sasha, John Digweed, Michael Giacchino, Timbaland, Amon Tobin, John Powell, Marco Beltrami, Xzibit, Blues Saraceno, Junkie XL, and Atticus Ross და სხვები. Extreme-ის დაუღალავმა სწრაფვამ სიფრთხილით შეარჩიოს სპეციალიზირებული მუსიკალური ლეიბლების კოლექცია, მას მოუპოვა პირველი კლასის რეპუტაცია. Extreme-ის არაჩვეულებრივი კატალოგი და მუდმივი სწრაფვა ავთენტურობისკენ იზიდავს ჭკვიან მომხმარებლებს და წარმატებულ ბრენდებს. კლიენტებს ესმით, რომ Extreme-ის კატალოგიდან შერჩევა ნიშნავს, რომ ისინი ირჩევენ მუსიკას, რომელიც სპეციალურად შეიქმნა მსოფლიოში ცნობილი პროდიუსერების მიერ, რომლებმაც შემოქმედებითად შექმნეს კატალოგი! მრავალწლიანი გამოცდილებით, მუსიკალური კატალოგების შექმნის დიდი ისტორიით და მრავალ გრემის გამარჯვებული გუნდით, Extreme აგრძელებს სპეციალიზირებული მუსიკის ინდუსტრიაში ლიდერად ყოფნას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!