📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

კომპანია ''პროსპექტის'' ორგანიზებით, უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიებისთვის კონფერენცია ჩატარდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გაყიდვების საკონსულტაციო და აუთსორსინგ კომპანიამ - „პროსპექტი", თიბისის მხარდაჭერით, უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიებისთვის, კონფერენცია - „.GREMO" ჩაატარა. ღონისძიებას 70-მდე დეველოპერული კომპანიის მაღალი რგოლის მენეჯერი დაესწრო.

ღონისძიების მონაწილეებმა დეველოპერებს კვლევები, სტატისტიკა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გზები, არქიტექტურული და საინჟინრო მიმართულებით სიახლეები გაუზიარეს და სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ისეთი თემები განიხილეს, როგორებცაა:

  • მომხმარებლის ქცევა უძრავი ქონების ძიებაყიდვის დროს
  • ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ახალი გზები
  • Crowdfundingის როლი უძრავი ქონების განვითარებაში
  • რა მეთოდებით შეიძლება გავზარდოთ კომპანიის მომგებიანობის მარჟა
  • როგორია სწორი არქიტექტურა
  • ახალი დეველოპერული სივრცეები ქალაქში

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა კომპანიებმა: თიბისი, „MUA Architects", საკონსულტაციო კომპანია „პროსპექტი", არქიტექტურული კომპანია „Metric", კვლევითი კომპანია „ანოვა", ციფრული მარკეტინგული სააგენტო „კრაკენი", აუდიტორული კომპანია „ფინანსური ოფისი", საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია, "City Institute".

კომპანია „პროსპექტის" მიზანია, ყოველწლიური კონფერენციის დახმარებით, უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას შეუწყოს ხელი. შედეგად კი, დეველოპერებმა საკუთარი ბიზნესგეგმები მომხმარებლის საჭიროებებს მოარგონ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!