📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

''LEO ინსტიტუტის მიზანია, ადამიანებმა ისწავლონ, როგორ გახდნენ თავიანთი ცხოვრების შემოქმედები'' გაიცანით Leo ინსტიტუტის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღესდღეობით, საქართველოში დასაქმებულთა მხოლოდ 15%- უყვარს თავისი სამუშაო ადგილი და აქტიურადაა ჩართული კომპანიის საქმიანობაში. ეს პირდაპირ კორელაციაშია ბიზნესშედეგებთან და საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობაზეც ახდენს გავლენას. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როგორ შედეგებს მივაღწევთ, თუკი ჩვენი სამუშაო ძალის დანარჩენი 85% აქტიურად ჩაერთვება სამუშაო პროცესებში? როგორ გავლენას იქონიებს ამგვარი სახეცვლილი პარადიგმა თითოეულ კომპანიაზე და სრულიად საქართველოზე?

"საქართველოში დასაქმებულთა 85%- არ მოსწონს საკუთარი სამსახური და სრულიად გამოთიშულია სამუშაო პროცესებს, ხოლო მათ მესამედს, უბრალოდ ეზიზღება ის, რასაც აკეთებს. ამ სტატისტიკის მთავარი მიზეზი კი, როგორც წესი, მენეჯერების მხრიდან არასაკმარისი ლიდერობაა. კომპანიები დიდ საგანძურს ფლობენ უკმაყოფილო ადამიანების სახით, უბრალოდ არ აქვთ საკმარისი ცოდნა, როგორ გამოიყენონ ეს საგანძური. მიკრომენეჯმენტით, მუდმივი კონტროლით და მითითებებით, მენეჯერები აკარგვინებენ მოტივაციას თანამშრომლებს, მაშინ, როდესაც ლიდერის უპირველესი ამოცანა, გუნდის გაბრწყინება და გამონათებაა", სამი კოენი, Leo ინსტიტუტის დამფუძნებელი და Leo მეთოდოლოგიის თანაავტორი.

თუკი თანამშრომელთა ჩართულობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით არსებულ ბუნდოვანებას მეტ-ნაკლები სიცხადე მოვფინეთ, მაშინ კანონზომიერი ხდება შეკითხვა − როგორი იქნებოდა საქართველო, თუკი ადგილობრივ ბაზარზე მომუშავე კომპანიები თავიანთი თანამშრომლების 15%-ის ნაცვლად, 50%, 60%, 70% ან მეტ ადამიანს ჩართავდნენ სამუშაო პროცესში, აამაღლებდნენ მათ მოტივაციას, ენთუზიაზმს და გაცილებით შთამბეჭდავ შედეგებზე გავიდოდნენ?

სწორედ ამ საკითხის გარშემო, როგორც მოგახსენეთ, Entrepreneur და Leo ინსტიტუტი, ლიდერებს, ტოპ-მენეჯერებს, დამფუძნებლებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, სრულიად ახალ მოძრაობაში ჩასაბმელად გიწვევთ, რომელიც არსებული პარადიგმის ფუნდამენტურ ტრანსფორმაციაზეა ორიენტირებული.

და ვინაიდან ტრანსფორმაციას შევეხეთ, ორიოდ სიტყვით პიროვნული და ორგანიზაციული ტრანსფორმაციის უნიკალურ ცენტრზე, Leo ინსტიტუტზეც მოგახსენებთ, რომელიც უკვე 40 წელზე მეტია, რაც სპეციალურად შემუშავებული მეთოდოლოგიით, არაერთ გლობალურ ორგანიზაციას დახმარებია კულტურული ცვლილებების მიმართულებით, ხოლო საქართველოში ოთხ წელზე მეტია აქტიურად ოპერირებს.

"LEO ინსტიტუტის მიზანია, ადამიანებმა ისწავლონ, როგორ გახდნენ თავიანთი ცხოვრების პირადის თუ პროფესიულის, შემოქმედები და არ მოექცენ გარემოს, სხვა ადამიანების სურვილებისთუ შეფასებების და რაც მთავარია, საკუთარი შემზღუდველი ფიქრების გავლენის ქვეშ. ჩვენ ვმუშაობთ ადამიანებთან და ორგანიზაციებთან, რათა დავანახოთ შესაძლებლობები გამოწვევების მიღმა", − სამი კოენი, Leo ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და Leo მეთოდოლოგიის თანაავტორი.

საქართველოში სამი კოენის საქმიანობის დაწყება და მისი მეთოდოლოგიის ასობით ადამიანისათვის გაცნობა 2017-2018 წლებს უკავშირდება, როდესაც "საქართველოს ბანკმა" სამისა და მის გუნდს საქართველოში ჩამოსვლა და ბანკის ლიდერშიპის გუნდის ტრანსფორმაციის მიზნით, სემინარების ჩატარება შესთავაზა. სწორედ ამ პერიოდში, იგი იმდენად მოიხიბლა ადგილობრივი ატმოსფეროთი, ადამიანებით, რომლებთანაც საერთო მიზნები აღმოაჩინა და ზოგადად, ადამიანური ურთიერთობებით, რომ გადაწყვიტა LEO ინსტიტუტი საქართველოში დაეფუძნებინა და საკუთარი მეთოდოლოგია სულ უფრო მეტი ადამიანისთვის თუ ორგანიზაციისთვის გაეცნო. მას შემდეგ, უკვე 4 წელზე მეტია, რაც სამი და მისი გუნდი ქმნიან ადამიანებისა და ორგანიზაციების საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს, რომლებიც ეხმარება კომპანიებს დაცალკევებული, დაყოფილი გუნდების გაერთიანებაში, ეფექტიან ერთობლივ მუშაობაში, თანამშრომლების პოტენციალის სრულად გამოვლენაში და ბიზნესის წარმატების ახალი პარადიგმის შექმნაში.

როგორც სამი კოენი გვიამბობს, LEO მეთოდოლოგია 1982 წელს შეიქმნა, მისი ოჯახისათვის ურთულეს პერიოდში, როდესაც მის მეუღლეს − კლერ ნუერს, ექიმებმა სიმსივნე აღმოუჩინეს. მედიკოსთა ვარაუდით, კლერს სულ რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი. ასეთ რთულ ვითარებაში მყოფ პაციენტებში დეპრესია გავრცელებული მოვლენაა და არც ეს შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი, თუმცა სამისა და კლერს ეგზისტენციალური შეკითხვები გაუჩნდათ, რაც ახალი მეთოდოლოგიის შექმნის საფუძველი გახდა.

"ხშირად ხდება, რომ ადამიანები ცხოვრებას მაყურებლის პოზიციიდან ვუყურებთ, ნაცვლად იმისა, რომ მასში მთავარი მოქმედი გმირი ვიყოთ. ეს მეთოდოლოგია არის ყველასთვის, ვისაც სურს შექმნას ის ცხოვრება, რომელიც გულით უნდა. ადამიანები შემოქმედები ვართ. ჩვენ გვაქვს სურვილი ახალ-ახალი აღმოჩენების, თუმცა ყოველთვის გვაფერხებს რაღაც. უმეტესობას მიაჩნია, რომ მათი ცხოვრებისეული გამოცდილება დაეხმარება მათ ან მათსავე ბიზნესს წარმატების მიღწევაში. მაგრამ რა არის გამოცდილება? ეს გახლავთ მოვლენები, რომლებიც წარსულში ჩვენთვის სასიკეთოდ ან პირიქით, წარუმატებლად დასრულებულა. გამოცდილება წარსულს ეფუძნება და არა მომავალს. ამგვარად, ხშირად გამოცდილება გვაფერხებს რაიმე ახლის კეთების გზაზე. ადამიანის კრეატიულობის გამოსაღვიძებლად, საჭიროა რწმენა და სურვილი. ცხადია, გამოცდილებას თავისი ადგილი უჭირავს, მაგრამ შემოქმედებით მდგომარეობაში ადამიანი ხედავს შესაძლებლობებს გამოწვევების მიღმა და საკუთარი შინაგანი ხმის ჩურჩულის, ეგოს ხმამაღალი ძახილისგან გარჩევა შეუძლია. ეს მეთოდოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია", − აცხადებს სამი კოენი.

თავდაპირველად, LEO მეთოდოლოგია მხოლოდ პიროვნული განვითარების მიმართულებაზე მუშაობდა და მის ბიზნესთან მისადაგებაზე არავინ ფიქრობდა, ვიდრე სამი და კლერი არ შეხვდნენ პიტერ ზენგეს, რომელმაც ორგანიზაციული ტრანსფორმაციის პროცესში LEO მეთოდოლოგიის ადგილი მკაფიოდ დაინახა. მალევე, ერთ-ერთი სემინარის მონაწილემ, კალიფორნიელმა ბიზნესმენმა სამის შესთავაზა, რომ საკუთარი კომპანიიდან ყოველთვიურად გამოუშვებდა მენეჯმენტის წარმომადგენლებს. და მართლაც, უკვე მომდევნო თვეს, LEO მეთოდოლოგიით შექმნილ სემინარზე ერთი ორგანიზაციიდან 80-მდე მენეჯერი მოვიდა.

"ეს ადამიანი იძენდა კომპანიებს, აერთიანებდა აბსოლუტურად სხვადასხვა კორპორაციული კულტურის მქონე ადამიანებს ერთმანეთთან და შემდგომ ამ კომპანიებს ბირჟაზე ჰყიდდა. ამ გზაზე მას უამრავი დაბრკოლება შეექმნა, ვინაიდან კულტურული განსხვავებების გამო, ამ გუნდების წევრებს არ შეეძლოთ ერთმანეთთან სრულფასოვნად მუშაობა და კომპანიების შეძენიდან მათ გაყიდვამდე, 3-4 ორგანიზაცია პრაქტიკულად კოტრდებოდა. ამ დროს, კალიფორნიელმა ბიზნესმენმა გადაწყვიტა, რომ Leo მეთოდოლოგიის დახმარებით, იგი შეძლებდა საკუთარი კომპანიების დასაქმებულთა კულტურულ ტრანსფორმაციას და ამ გზით, მათი ღირებულების გაზრდას, რამაც გაამართლა კიდეც. საბოლოო ჯამში, ამ ფაქტორმა გადაგვაწყვეტინა Leo მეთოდოლოგიის ბიზნესად გარდაქმნა. დღეს ჩემი შვილები სან ფრანცისკოში აგრძელებენ მუშაობას, ხოლო მე ჩემს გუნდთან ერთად საქართველოში", − გვიამბობს სამი.

სამი კოენიLeo ინსტიტუტის თანადამფუძნებელი

"1949 წელს დავიბადე ეგვიპტეში, ფრანგულ-ებრაულ ოჯახში. 1972 წელს ინჟინერი გავხდი კანადაში, ხოლო მენტორობა Leo მეთოდოლოგიით 1982 წელს დავიწყე.

Leo ინსტიტუტის და ჩემი მიზანია, ადამიანებს გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება, რომლებიც ყველაზე ცუდ სიტუაციას მშვენიერ შესაძლებლობად აქცევს. Leo მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებას ორი, ჩემს ცხოვრებაში უმთავრესი მოვლენა უძღოდა: როდესაც ჩემს მეუღლეს კლერს, სულ რაღაც რამდენიმე თვის სიცოცხლე რჩებოდა დაავადების გამო, თუმცა მან 17 წელი იცოცხლა; და როდესაც ჩემმა კონკურენტმა ჩემი მომწოდებელი შეისყიდა, რის გამო ბრუნვის 97% დავკარგე, თუმცა იმავე კონკურენტმა 7 წლის შემდეგ ჩვენც შეგვიძინა. დღეს მიმაჩნია, რომ Leo ინსტიტუტს შეუძლია დაეხმაროს ორგანიზაციებს, მიაღწიონ წარმოუდგენელ შედეგებს თანამშრომელთა ჩართულობის დონის ზრდის დახმარებით.

ჩემს დღევანდელ გუნდში გუნდის წევრები მასწავლიან, თუ როგორ შევცვალოთ მდგომარეობა საქართველოში, რათა უკვე შემდგომ გლობალურ დონეზე წარვდგეთ. გარდა იმისა, რომ მიყვარს ჩემი გუნდის წევრები, ისინი ზრდისკენ მიბიძგებენ. ვფიქრობ, ამ საქმიანობას შევეშვებოდი, ამ ყველაფრისთვის მხოლოდ კომერციული თვალსაზრისით რომ შემეხედა".

აღსანიშნავია, რომ Leo ინსტიტუტმა, 40-წლიანი არსებობის ისტორიის განმავლობაში, წარმატებით იმუშავა ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან და ორგანიზაციებთან, როგორებიც არიან: NASA, Shell, Visa, Boeing, Moleskine, Anchor Capital და სხვა. კომპანია Shell-თან Leo-ს გუნდის ერთწლიანი ლიდერობის პროგრამის შედეგებზე, თავის ბოლო წიგნში საუბრობს გლობალური მასშტაბით აღიარებული სამოტივაციო სპიკერი და არაერთი წიგნის ავტორი საიმონ სინეკიც, რომელიც წერს:

"საშუალოდ, ნავთობპლატფორმებზე, პლატფორმის მუშაობის სტაბილურობა და მდგრადობა 95%- შეადგენს. Shell URSA- მოახერხა ამ მაჩვენებლის 99%-მდე გაუმჯობესება. მათი წარმადობა 43%-ით აღემატებოდა ზოგადად ამ დარგის სტანდარტს. მათ თავიანთ მიზნობრივ საწარმოო მოცულობასაც კი გადააჭარბეს 14 მილიონი ბარელით და ამ ყოველივეს რომ თავი დავანებოთ, მათ შეძლეს თავიანთი წარმოების ეკოლოგიური მდგენელის გამოსწორებაც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმისათვის, რომ მაღალეფექტიანი გუნდი შევქმნათ, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოვიპოვოთ ნდობა და მოვახერხოთ თანამშრომლების მოსმენა".

რაც შეეხება Leo ინსტიტუტის მუშაობას საქართველოში, ამ ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში, Leo მეთოდოლოგიით თანამშრომელთა პროდუქტიულობისა და ჩართულობის ასამაღლებლად, Leo-ს გუნდთან ითანამშრომლეს საქართველოს ბანკმა, საკონსულტაციო კომპანიამ PMCG, ცნობილმა კრეატიულმა სააგენტომ Leavingstone, საერთაშორისო ორგანიზაციამ EY, GHG-მა, რომელთათვისაც ინსტიტუტმა ექსკლუზიური tailor made-პროგრამები შეიმუშავა. გარდა ამისა, Leo-ს სემინარების ფორმატში არაერთი წამყვანი ადგილობრივი კომპანიის თანამშრომლებს მიუღიათ მონაწილეობა − ჯამში, 500-მდე ადამიანს, საშუალო და დიდი კომპანიების დამფუძნებლებს, C level-ისა და middle level-ის მენეჯმენტს.

როგორც ანა კოენი აღნიშნავს, Leo ინსტიტუტის ყველა პროგრამა ლეო მეთოდოლოგიას ეფუძნება, თუმცა პროგრამების დიზაინი მუდმივი შემოქმედებითი პროცესია სხვადასხვა კომპანიის კონტექსტის მიხედვით. "ჩვენი საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება კომპანიების მოსმენას, მათი სპეციფიკისა და პრობლემების გაგებას, რის შემდეგაც ვამუშავებთ კონკრეტულად მათ საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს. ცხადია, ბიზნესებს აქვთ საერთო თვისებებიც, თუმცა თითოეულ მათგანს დროის კონკრეტულ მომენტში, სპეციფიკურ გამოწვევასთან უწევს გამკლავება, რაზე დაყრდნობითაც ვაგებთ კურსის დიზაინს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენი მთავარი უპირატესობაა. შემიძლია გავიხსენო EY-ისთან მუშაობის ქეისი, როდესაც პანდემიით გამოწვეულმა დისტანციურმა მუშაობამ, პოსტპანდემიურ პერიოდში თანამშრომელთა სამუშაო ადგილებზე დაბრუნებისას იჩინა თავი და დადგა გუნდის ინტეგრაციისა და ერთად მუშაობის გაძლიერების საჭიროება. მეორე მხრივ, ერთ-ერთი ფინური კომპანიის მთავარი გამოწვევა თანამშრომელთა შორის კომუნიკაციის ნაკლებობა იყო, რის გამოც ისინი მკაცრ დედლაინებსა და მჭიდრო განრიგს ვერ ართმევდნენ თავს. Leo ინსტიტუტი იკვლევს ყველა კონკრეტულ ქეისს და ბიზნესებს მათზე მორგებულ გადაწყვეტებს სთავაზობს, რაც გაცილებით დიდ შედეგს იძლევა", − აცხადებს ანა.

ანა კოენი − Leo ინსტიტუტის თანადამფუძნებელი, ქოუჩი

"ჩემი ამბავი მშობლებისა და ბებია-ბაბუის ნაადრევი გარდაცვალებით იწყება, რამაც მიბიძგა ეს დრამატული მოვლენები გადამელახა. ცხოვრების მნიშვნელობის ამ დაჟინებულმა ძიებამ მიმიყვანა ცხოვრებისეული მოდელების საფუძვლიან შესწავლამდე და სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებამდე, რომლებიც ცხოვრების შტორმში ცურვისთვის გვეხმარება.

ამ ძიებამ მიმიყვანა ცხოვრების ერთ-ერთი ფუნდამენტური კომპონენტის აღმოჩენამდე ურთიერთობამდე, და მასში ჩვენი პირადი წვლილის მნიშვნელობამდე.

Leo მეთოდოლოგიაში აღმოვაჩინე იმ ყველა ცოდნის შემაერთებელი ჯაჭვი, რასაც ცხოვრების გზაზე ვაგროვებდი, რაც გაფანტული იყო სხვადასხვა მიდგომასა და ტექნიკაში.

მისი უნიკალური გამოყენება ურთიერთობის ყველა სახეობაში, მეთოდს აქცევს ღირებულ აქტივად, როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში.

Leo ინსტიტუტი მხარს უჭერს კომპანიებს მათი ადამიანური რესურსების ჩართულობის ზრდის გზაზე და ეხმარება თანამშრომლებს შეიტანონ თავიანთი უნიკალური წვლილი კომპანიის და პირადი მიზნების მიღწევაში, სწორედ იმიტომ, რომ ერთად ჩვენ გაცილებით უკეთესები ვართ".

Entrepreneur-თან საუბრისას Leo ინსტიტუტის დირექტორმა, გიორგი ბურჭულაძემ გაგვიზიარა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია Gallup-ის ერთ-ერთი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმად, 165 000 ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიო მასშტაბით დასაქმებულთა მხოლოდ 15%-ია ჩართული კომპანიის საქმიანობაში სრულყოფილად, ხოლო 85%-ს ან არ მოსწონს საკუთარი სამუშაო ადგილი, ან უბრალოდ გამოთიშულია პროცესებს. "ცხადია, ეს პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მცირეა, თუმცა თუკი ამ გამოწვევას შესაძლებლობად აღვიქვამთ, წარმოიდგინეთ რაოდენ დიდი წარმატების მიღწევაა შესაძლებელი, თუ კომპანიები არსებულ რესურსს სრულად აითვისებენ. ამ კვლევის ფარგლებში გამოვლინდა თანამშრომელთა ამგვარი პასიურობის მიზეზებიც, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესი გახლავთ ურთიერთობა უშუალო უფროსთან. მენეჯერობა ფორმალური თანამდებობაა და დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა ყველა მენეჯერი კარგი ლიდერი არაა. ლიდერობა უნარების ერთობლიობაა, რომელთა გამომუშავებაც შესაძლებელია. შედეგად, მენეჯერთა ლიდერული უნარები და გუნდის წარმატება კორელაციაშია და ჩვენ გვჯერა, რომ ლიდერს, რომლის თანამშრომლებიც აქტიურად იქნებიან ჩართულ და ეყვარებათ თავიანთი სამსახური, ოთხი ძირითადი უნარის გაუმჯობესება სჭირდება, ესენია: მოსმენა, ემპათია, უკუკავშირის გაცემა/მიღება და დელეგირება მხარდაჭერით. ჩვენ არ ვასწავლით ბიზნესებს, როგორ აკეთონ თავიანთი საქმე, ჩვენ არ ვართ ბიზნესკონსულტანტები, რომელიც რჩევებს გასცემენ. Leo- აქვს ექსპერტიზა და გამოცდილება, დაეხმაროს ლიდერებს და გუნდებს, მოახდინონ კულტურული ტრანსფორმაცია, რომლის შედეგადაც შეკავშირება, ერთი მიზნისთვის მუშაობა და თანამშრომლების მაღალი ჩართულობა ხდება შესაძლებელი. როდესაც გუნდი ამ მიმართულებით იწყებს მოძრაობას, მა სასწაულების მოხდენა შეუძლია", − ამბობს გიორგი ბურჭულაძე.

გიორგი ბურჭულაძე Leo ინსტიტუტის დირექტორი და ქოუჩი, "ლივინგსტონის" თანადამფუძნებელი

"ორგანიზაციებს მარტივად, ორ განზომილებაში ვუყურებ: ბიზნეს (შედეგების) განზომილება და ადამიანების განზომილება. რიგ შემთხვევაში, ლიდერები კონცენტრირდებიან ერთ განზომილებაზე, მეორეს კომპრომისის ხარჯზე. უფრო ხშირად უყურებენ ბიზნესშედეგებს, ხანდახან კონცენტრირდებიან ადამიანების ბედნიერებაზე სხვადასხვა გასართობ-წამახალისებელი პროგრამებით და მათ ჩართულობასა და პროდუქტიულობაში ერევათ, რაც ბიზნესშედეგებზე პოზიტიურად არ აისახება. მხოლოდ ის კომპანიები აღწევენ მდგრად დიდ წარმატებას, რომლის ლიდერშიფიც ამ ორ განზომილებას შორის ცხად კავშირს ხედავს და ორივეზე თანაბრად ზრუნავს. რადგან სინამდვილეში, ეს ორი განზომილება ცალ-ცალკე არ არსებობს ეს არის ერთი მთლიანობის ორი განუყოფელი ნაწილი, ომელსაც ორგანიზაცია ჰქვია".

Leo ინსტიტუტის ქოუჩის, თინა კუხიანიძის თქმით, Leo მეთოდოლოგიის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი გახლავთ ის, რომ გუნდი რეცეპტებითა და გამზადებული გადაწყვეტილებებით არ მუშაობს. "ჩვენ არ ვართ კონსალტინგი, ტრადიციული გაგებით, არამედ ვცდილობთ, პრაქტიკული მაგალითებით ვაჩვენოთ ჩვენი პროგრამების მონაწილეებს შესაძლებლობები და გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება მათ დავუტოვოთ. ჩვენ ვერავის ვეტყვით, რა იქნება მათთვის უკეთესი, მაგრამ შეგვიძლია დავანახოთ ის ზედმეტი რაღაცები, რის მოშორებითაც გაცილებით ეფექტიანები და პროდუქტიულები გახდებიან. წარმოიდგინეთ, როდესაც რომელიღაც ბრაუზერში ბევრ ფანჯარას ვხსნით, აპლიკაცია იტვირთება და სრულყოფილად ვეღარ მუშაობს, სანამ მათ ნაწილს მაინც არ დახურავ. ამავე პრინციპით მუშაობს ადამიანის გონებაც, როდესაც ზედმეტი ამოცანებით იტვირთება და კონკრეტულ მიმართულებაზე ფოკუსირებას ვეღარ ახდენს. ჩვენ ვეხმარებით მონაწილეებს, ამ ზედმეტი "ფანჯრების დახურვაში" მათ გონებაში და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში", − აღნიშნავს თინა.

თინა კუხიანიძე − Leo ინსტიტუტის ქოუჩი

"ადამიანები ხშირად თავად ვუქმნით საკუთარ თავს ჩარჩოებს, რით განვსაზღვრავთ ჩვენს მსოფლმხედველობას, საკუთარი თავის აღქმას, და ვაფასებთ იმ გარემოს, რომელშიც ვიმყოფებით. ტრანსფორმაცია კი ამ ჩარჩოს დანახვით და მისი გამოწვევით იწყება, ხოლო როდესაც მკვეთრად დაინახავ ამ ჩარჩოს ფარგლებს, გაჩერება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. რა გვიშლის ხელს მათ დანახვაში? ყველაზე ხშირად, ჩვენი მენტალური ჩარჩოების აღმოჩენაში გვაბრკოლებს ის, რომ ჩვენ საკუთარ პიროვნულ იდენტობას ვაიგივებთ ამ საზღვრებთან და ხასიათის ნაწილად აღვიქვამთ მათ. ბავშვობიდან გვაჯერებდნენ, რომ ჩვენ ასეთები ვართ, ეს ჩვენი ხასიათია და ვერაფერს შეცვლი, მაშინ, როცა ჩარჩო უბრალოდ ჩვენი ჩვევების ნაკრებია და თავად ვსაზღვრავთ მის კონტურებს.

ჩვენი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებს შევუქმნათ .. უსაფრთხო სივრცე, რომელშიც თავს კარგად იგრძნობენ. ორგანიზაციის გუნდები ბევრნაირი ადამიანისგან შედგება და შეუძლებელია ყველასთვის იმის დაჯერება, რომ რაც აქამდე ჭეშმარიტება ეგონათ, სინამდვილეში მენტალური ჩარჩოა. მსგავსი დაძალებული ტრანსფორმაცია არაეფექტურია და სტრესის მიზეზიც შეიძლება გახდეს. ჩვენ გვჯერა, რომ უპირველეს ყოვლისა, ლიდერებმა უნდა დაინახონ ის კალაპოტი, რომლის შეცვლაც სურთ და შემდეგ გადასცენ ეს მუხტი დანარჩენ გუნდს. როგორც წესი, თუკი ტრანსფორმაციის პროცესი იწყება, მისი შეჩერება უკვე შეუძლებელი ხდება".

ეკო ჩუბინიძე Leo ინსტიტუტის მარკეტინგის დირექტორი, ქოუჩი

"ჩემთვის ჩართულობა აწმყოში ყოფნას, მომენტის სრულად შეგრძნებას და მასში გამოცდილების მიღებას გულისხმობს. ეს ერთნაირად ვრცელდება როგორც პირადი ცხოვრების, ისე პროფესიული ცხოვრების ნაწილზეც. ლეო მეთოდოლოგიის პრაქტიკაში რეალიზებით აღმოვაჩინე, რას ნიშნავს ჩემთვის აწმყოში ყოფნა. დავინახე, რამდენად პროდუქტიული და ლაღი, თან სხვებისთვისაც სასარგებლო ვარ ამ მდგომარეობაში და დავინახე ისიც, რომ ამ მდგომარეობაში ყოფნა მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილებაა.

მას შემდეგ, რაც ლეოს გუნდს შემოვუერთდი, ძირეულად გადავიაზრე ადამიანებთან ურთიერთობა, ჩემი შესაძლებლობები და სურვილები, ლიდერობა და გუნდური მუშაობა, პროდუქტიულობის და წარმატების მნიშვნელობა.

10-წლიანი მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების შემდეგ, ჩემთვის ლეოში ცხადი გახდა, რა უწყობს ხელს პირადად ჩემი, როგორც გუნდის წევრის, ჩართულობის მაღალ ხარისხს:

  • გუნდის წევრების მიმართ ნდობა და მათთან კავშირი, განსაკუთრებით ისეთ დროს, როცა გამოწვევების წინაშე ვართ ინდივიდუალურად, ან გუნდურად;
  • ორგანიზაციის მამოძრავებელი მიზნისა და ჩემი პირადი მიზნების სიცხადე და მათი თანხვედრა;
  • საკუთარ თავზე მუშაობის, ახლის ან ახლებურად კეთების შესაძლებლობა.

ამ ყველაფერს ჩემი და ჩემი გუნდის ყოველდღიურ სამუშაო პროცესში როცა ვაკვირდები და ვხედავ, როგორი გავლენა აქვს თითოეული ჩვენგანის ცხოვრების ხარისხზე და კომპანიის წარმატებაზე, ძალიან დიდ მოტივაციას და ენერგიას ვგრძნობ, ათა გავაგრძელო ჩემი პიროვნული განვითარების პროცესი და ის, რასაც ჩვენ ვქმნით, რაც შეიძლება მეტი ორგანიზაციისთვის იყოს ხელმისაწვდომი.

მე მჯერა, რომ თითოეულ ადამიანში არის მზე შემოქმედების უსაზღვრო ენერგია, სილაღე და სხვა ადამიანებთან კავშირის სურვილი. ლეოს გუნდთან ერთად ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავუჭირო მხარი, ისწავლოს, როგორ გამოანათოს".

კიარა ბრუნორი − Leo ინსტიტუტის ქოუჩი

"მე გახლავართ Leo ინსტიტუტის იტალიურ გუნდის ერთ-ერთი წევრი. ვმუშაობდი იტალიაში, ინდუსტრიულ სფეროში და დაკავებული ვიყავი ბიზნესმენებს, მენეჯერებსა და ანტრეპრენერებს შორის კავშირების დამყარებით, მათი ბიზნესის გაუმჯობესების, თანამშრომელთა პროფესიული ზრდისა და ტექნოლოგიური განვითარებისთვის.

წარსულ ცხოვრებაში, გუნდებთან, რომლებთანაც თავად მიწევდა მუშაობა, ვხედავდი ტენდენციას, რომელიც საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი: მე სამსახურში და მე პირად ცხოვრებაში, ორი რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ვიყავით. შინიდან გამოსვლისას დილაობით ვიწყებდი დაქირავებული თანამშრომლის როლის მორგებას და ჩემი თავის ნაწილს ში ვტოვებდი, ხოლო დანარჩენი ნაწილი სამსახურში მიდიოდა. ეს ჩემი გუნდის წევრებსაც ემართებოდათ. სამსახურში რეალურად 10 ადამიანის ნაცვლად, ყველანი ცოტათი "ნაკლებნი" ვიყავით. მიმაჩნია, რომ ჩართულობა მომდინარეობს იმ მიზნებისგან, რომლებსაც ყველანი ერთად მივდევთ, თუმცა უფრო მეტად იმისგან, თუ როგორ შეუძლია თითოეულს 100%-ანი პროდუქტიულობის მიღწევა. ამისთვის გჭირდებათ ადგილი, რომელიც ყოველდღიურად იწვევს ადამიანებს გასახსნელად და ინიციატივის საკუთარ ხელში ასაღებად.

Leo- გუნდში მე ეს ვიპოვე. არის დღეები, როდესაც დათქმულ დროს ვცდებით, როდესაც რაიმეს ვერ ვწყვეტთ, როდესაც გუნდის რომელიღაც წევრი "მწყობრიდანაა გამოსული", თუმცა ყოველთვის ვგრძნობ თითოეული თანამშრომლის სრულ ჩართულობას საერთო მიზნის მისაღწევად.

ჩემთვის გუნდი არის ადგილი, სადაც შემიძლია ვიყო ის, ვინც ვარ და მთლიანად ჩავერთო პროცესში, რადგან ვიცი, რომ ჩემი მეგობრები ყოველთვის ახლოს არიან და მხარს დამიჭერენ პირად განვითარებაში, რაც ერთობლივ ზრდაზე აისახება. ვფიქრობ, ამის საფუძველი ნდობა და ღიაობაა, რომელსაც ერთმანეთს შორის ვაშენებთ და ეს მუდმივი ინდივიდუალური შრომის შედეგია".

ანანო თომაშვილი − Leo ინსტიტუტის Community-მენეჯერი

"სანამ ლეოს გუნდს შემოვუერთდებოდი, ვიმუშავე რამდენიმე მსხვილ ორგანიზაციაში და შემდეგ, პანდემიის დასაწყისში მეგობართან ერთად გავაკეთე მცირე ფინანსური საკონსულტაციო კომპანია. აქ გავიცანი სამი კოენი, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი პირველი ბიზნესკლიენტი იყო".

კორპორაციებში მუშაობისას მუდამ მქონდა შინაგანი უკმაყოფილება და განცდა, რომ ჩემი ადგილი იქ არ იყო. ანანო "ლეოში" ძალიან განსხვავდება იმ ანანოსგან, რომელიც წლების წინ დიდ კომპანიებში მუშაობდა. ბევრი ფაქტორი განაპირობებს ჩემს ბედნიერებას და შესაბამისად, ჩართულობას "ლეოში". პირველესად, მავსებს საქმე, რომელსაც ერთად ვაკეთებთ, ვუკავშირდები მიზანს და საერთო განზრახვას, თუ რატომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. ჩართულობის შესაძლებლობას კი მაძლევს გუნდი და გარემო, რომელიც ერთად შევქმენით. "ლეოში" ვმუშაობთ და ვურთიერთობთ პრინციპით, რომელსაც სწავლის რეჟიმში ყოფნას (Learning attitude) ვუწოდებთ. აქ არავინ არ არის "მცოდნე", რომელმაც სხვაზე უკეთ იცის ან მიუთითებს მეორეს. მაქვს ძლიერი განცდა, რომ მიღებული ვარ ის, ვინც ვარ. ეს ქმნის ცოცხალ და შემოქმედებით სამუშაო პროცესს. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ გუნდშიც არის სირთულეები. როცა ადამიანებს შორის გულწრფელობის ასეთი მაღალი ხარისხია, ადამიანები ერთმანეთის მიმართ უფრო გულწრფელები და მგრძნობიარეები არიან. ეს არ არის სამსახური, რომელიც გარკვეულ დროს მთავრდება. ყველაფერი, რაც აქ ხდება, ჩვენი ცხოვრებაა".

გლორია მორსანუტო − Leo ინსტიტუტის ქოუჩი და ფასილიტატორი

"ჩემი განათლება ფილოლოგიასა და ლიტერატურას უკავშირდება, თუმცა, გარდა ამისა, მომღერალი გახლავართ. Leo-სთან მუშაობამ გააფართოვა ჩემი წარმოდგენა სამუშაო ადგილის რაობის შესახებ.

ადრე ეს ბრძოლის ველი იყო ჩემთვის და არ მტოვებდა ხაფანგში ყოფნის შეგრძნება. მეგონა, რომ რაიმე საქმე უნდა მეკეთებინა და ამას ავტომატურად ვასრულებდი სამუშაო დღის ბოლომდე მისაღწევად. მას შემდეგ, რაც Leo- გუნდს შემოვუერთდი, ძველი შეხედულება უბრალოდ აორთქლდა და მისი ადგილი დაიკავა ახალმა ხედვამ, რაც Leo-სთან მუშაობაში ჩემს მაქსიმალურ ჩართულობას განაპირობებს.

მიმაჩნია, რომ Leo- რეცეპტს 4 საკვანძო ინგრედიენტი აქვს: საკუთარი გადაწყვეტილების ერთგულება, ურთიერთობა, გულწრფელობა და მხარდაჭერა.

არაჩვეულებრივია მუშაობდე სივრცეში, სადაც თითოეული ჩვენგანი სრულადაა ჩართული სამუშაო პროცესში, ვინაიდან სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას ვიყოთ გულწრფელები ურთიერთობაში და მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს სირთულეების გადალახვაში ზრდის გზაზე.

არ არსებობს დიდი გამოწვევები, როდესაც ვიცით, რომ ჩვენ ყველანი "ერთ ნავში ვსხედვართ" და ერთი მიმართულებით "მივცურავთ". მომწონს, რომ შემიძლია ჩემი პირადი პრობლემები გავუზიარო გუნდს, და არა მარტო; თანამშრომლებთან გულწრფელად საუბარი იმ სირთულეებზე, ომელსაც მუშაობისას ვაწყდები და ერთმანეთის შესახებ სწორი უკუკავშირის გაზიარება, ქმნის ღრმა კავშირს ჩვენ შორის, რაც თავის მხრივ საუკეთესო სამუშაო გარემოს აყალიბებს. ის 4 ინგრედიენტი არის არა მარტო პირადი და გუნდის ზრდისთვის, არამედ აყალიბებს ნდობას: ეს არის ის ძლიერი ერთობლიობა, რაც განაპირობებს ჩემს ჩართულობას სამუშაო პროცესებში".

Leo მეთოდოლოგია კულტურული ცვლილებებისა და ფუნდამენტური ტრანსფორმაციის მიზანს ემსახურება. ხშირად კომპანიები ატარებენ სხვადასხვა ტრენინგს კულტურის ცვლილების მიზნით, თუმცა უმეტესობა მათგანს კოსმეტიკური და მოკლევადიანი ეფექტი აქვს, რადგან ტრენინგების უმრავლესობა არ ემუშავება საწყისებს, საიდანაც არსებული კულტურის ქცევები მოდის.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ Leo ინსტიტუტი ორი მიმართულების გაძლიერებაზე მუშაობს − თანამშრომელთა მაქსიმალურ ჩართულობაზე და ლიდერთა ტრანსფორმაციაზე გუნდური მუშაობის კულტურის გასავითარებლად. როგორც გიორგი ბურჭულაძე აღნიშნავს: "ჩვენ ლიდერებსა და კომპანიების გუნდის წევრებისთვის ვქმნით გარემოს, ვახდენთ პროცესის ფასილიტაციას სემინარების და ვორქშოპების ფორმატში, სადაც თითოეულ ადამიანს შეუძლია დაინახოს და შეცვალოს ქცევა საკუთარი და სხვების საკეთილდღეოდ. მხოლოდ ამ მეთოდით ხორციელდება ნამდვილი კულტურული ცვლილება".

ამჟამად, Leo ინსტიტუტი ორგანიზაციული ტრანსფორმაციის ფარგლებში ორი პროგრამით მუშაობს, ესენია: "გამოანათე", რომელიც ორიენტირებულია კომპანიების კულტურულ ცვლილებაზე ე.წ. Silo მენტალობის აღმოფხვრისა და თითოეულ თანამშრომელში ლიდერის უნარების განვითარების გზით და Conscious Leader, რომელიც ლიდერების ტრანსფორმაციას ისახავს მიზნად.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინდუსტრიული ტრენდები

საქართველოს უნივერსიტეტი - შესაძლებლობების 20 წელი

2004 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო, დღეს კი 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს

ინსპირაცია

"შემოქმედებითობას საზღვრები არ აქვს" - დევიდ დროგა

გსურთ თქვენი ბიზნესი უკეთესი გახადოთ? ამ შეკითხვაზე რეკლამის ლეგენდა დევიდ დროგას აქვს პასუხი: "თქვენს ლიდერთა გუნდს მეტი შემოქმედებითად მოაზროვნე უნდა შემატოთ"

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!