📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"ლუტეცია ჯგუფი" ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდს აარსებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლუტეცია

არსებობენ ადამიანები და კომპანიები, რომლებიც არასდროს ჩერდებიან ერთ ადგილას და მუდმივად ცდილობენ არა მარტო განვითარებას, არამედ გარშემომყოფების დახმარებასა და ხელშეწყობას. წლების განმავლობაში ლუტეციამ სწორედ ასეთი ბრენდის სახელი მოიპოვა: კომპანია, რომელიც, პირველ რიგში, სილამაზესთან თუ თავის მოვლასთან ასოცირდება, თუმცა ყოველთვის ცდილობს მომხმარებლებისა თუ სრულიად უცხო ადამიანებისათვის პოზიტიური ენერგიის გაზიარებას.

ამის დასტური კი 23 აპრილს ლუტეცია ჯგუფის მიერ ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდ ლუტეციას დაფუძნებაც გახლდათ. ეს სწორედ ის თარიღია, რომელმაც კომპანიის თითოეული წარმომადგენლისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა, რადგანც სიმბოლურად ფონდის დაარსება ლუტეცია ჯგუფის დამფუძნებლის, ბატონი ვახტანგის, დაბადების დღეს დაემთხვა.

ლუტეცია ჯგუფის დაარსების დღიდან ბრენდის მთავარი ფილოსოფია გარშემომყოფებისათვის ახალი პერსპექტივებისა და ფერადი მომენტების შექმნაა. ბატონი ვახტანგი და მისი გუნდი მუდმივად განვითარებასა და სიახლეებზე გახლდათ ორიენტირებული და სწორედ ამ გზამ მიიყვანა ის გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენ გარშემო არსებული სამყარო უკეთესობისაკენ შეეცვლა - არა მხოლოდ ადამიანების გარეგნულ მშვენიერებაზე ზრუნვით, არამედ მათი შინაგანი მისწრაფებების, ოცნებებისა და შესაძლებლობების მხარდაჭერით.

ლუტეცია ჯგუფში სწამთ რომ განათლება არის სწორედ ის, რაც არა მარტო ერთი ადამიანის მომავალზე ზრუნვას, არამდე მთელი საზოგადოებისათვის გაწეულ სასიკეთო საქმეს ნიშნავს.

„ჩვენ გვჯერა, რომ მომავალი განათლებაშია. ლუტეცია ფონდი ყოველწლიურად შეარჩევს ახალგაზრდებს და დაეხმარება მათ განათლების მიღებასა და მშვენიერი მომავლისკენ მიმავალ გზაზე სვლაში."

ფონდის დაფინანსებაში ლუტეცია ჯგუფის წევრი თითოეული კომპანია იქნება ჩართული და ყოველწლიურად მოგების გარკვეულ წილს ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდ ლუტეციაში გადარიცხავენ ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდების მხარდასაჭერად, რომლებიც ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში შეირჩევიან. სწორედ ეს იქნება ფონდის მიზანიც, რომელიც ვახტანგ ფხაკაძის დაწყებული საქმის გაგრძელება იქნება. ის ხომ წლების განმავლობაში აფიშირების გარეშე ცდილობდა იმ ადამიანების დახმარებასა და ხელშეწყობას, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.

ლუტეციას გუნდს ეჭვი არ ეპარება, რომ ახლადშექმნილ ფონდს დიდი მომავალი აქვს და წლიდან წლამდე უფრო მეტ ღირსეულ ახალგაზრდას დაანახებენ ახალ ჰორიზონტებსა და კიდევ უფრო მშვენიერი სამყაროსკენ მიმავალ გზას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

საქართველოს უნივერსიტეტი - შესაძლებლობების 20 წელი

2004 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო, დღეს კი 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი