📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Meta-მ მარკ ზაქერბერგის "სხვა კომპენსაციაზე" 2022 წელს $27,1 მილიონი დახარჯა, უსაფრთხოების ხარჯებისა და კერძო თვითმფრინავის ჩათვლით Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის წლიური ხელფასი მოკრძალებული $1-ია, მაგრამ მისი უსაფრთხოების ხარჯები საკმაოდ დიდია

By Madeline Garfinkle

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Meta-ს თავმდაბალი აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ზაქერბერგის წლიური ხელფასი მხოლოდ $1-ია, თუმცა 2022 წელს მისი უსაფრთხოების დაცვის თანხები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში წარდგენილი Meta-ს განაცხადის თანახმად, კომპანიამ 2022 წელს ზაქერბერგის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ხარჯში $27,1 მილიონი "ყველა სხვა კომპენსაცია" გადაიხადა. ამ თანხაში თითქმის $2,3 მილიონიც შედის, მისი პირადი თვითმფრინავის გამოყენებასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის გასულ წელს.

"ბატონი ზაქერბერგის უსაფრთხოების პროგრამის ხარჯები წლიდან წლამდე იცვლება, უსაფრთხოების აუცილებელი ზომების, მისი მოგზაურობის განრიგისა და სხვა ფაქტორების მიხედვით", − აღნიშნულია კომპანიის განაცხადში, − "კომპენსაციის, ნომინაციისა და მმართველობის კომიტეტი მიიჩნევს, რომ არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ეს ხარჯები სრულიად შესაბამისი და აუცილებელია".

უსაფრთხოების ასეთი შთამბეჭდავი დანახარჯები მოულოდნელი არ არის, თუ Meta-ს თებერვლის განაცხადს გავითვალისწინებთ, რომ ზაქერბერგის უსაფრთხოების თანხას $10-იდან $14 მილიონამდე (თანხა გადასახადების გადახდამდე) გაზრდიდა. როგორც თებერვლის, ისე აპრილის განაცხადში Meta აღნიშნავს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს კომპანიისთვის, ასევე ზაქერბერგის წლიურ ხელფასზე − "მხოლოდ $1"-ზეც ამახვილებს ყურადღებას, რაც ხელშემწყობი ფაქტორი იყო უსაფრთხოების ბიუჯეტის დამტკიცებაში.

"მარკის უსაფრთხოების შენარჩუნება და მისთვის ნორმალური ცხოვრების საშუალების მიცემა მინიმალური შეფერხებებით კომპლექსურ და რთულ რესურსებს მოითხოვს", − განუცხადა Meta-ს წარმომადგენელმა ელანა ვიდმანმა Entrepreneur-ს, − "ჩვენ მარკისთვის უსაფრთხოების ზომები მივიღეთ იმ მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, რასაც ის Meta-ში ასრულებს, და ეს ზომები კომპანიის საუკეთესო ინტერესებშია".

უსაფრთხოების გულუხვი ბიუჯეტი Meta-ს ე.წ. "ეფექტიანობის წლის" ფონზე იქნა გამოყოფილი, როგორც მას ზაქერბერგმა უწოდა. ინიციატივები პირველ კვარტალში დაიწყო და მათ კომპანია 2023 წელს "უფრო ძლიერი" და "მომგებიანი" უნდა გაეხადა. ამ განაცხადიდან მხოლოდ ერთი თვის შემდეგ, Meta-მ გამოაცხადა, რომ უახლოეს თვეებში კომპანიიდან თითქმის 10 000 თანამშრომელს გაათავისუფლებდნენ.m

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!