📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ოქსფორდის სტრატეგიული ლიდერობის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პირველად საქართველოში, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, ბიზნეს ლიდერები ქვეყნის პროგრესული თაობისთვის ერთიანდებიან.

ოქსოფორდის უნივივერსიტეტისა და ბლედის მართვის სკოლის კუსდამთავრებულები, ექსპერტები და პროფესორები ქვეყნის პროგრესული თაობისთვის სტრატეგიული ლიდერობის სპეციალურ პროგრამას იწყებენ.

პროგრამა საქართველოში პირველად განხორციელდება და მისი ინიციატორი "გლობალური ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი - ლიდერთა ჰაბია", რომლის იდეის ავტორი და დამფუძნებელი ოქსფორდის უნივერსიტეტის ლიდერობის და სტრატეგიული მართვის მაგისტრი, ასოცირებული პროფესორი ნინო ჭედიაა.

"ჩემი მეგობრები, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან ერთვებიან პროგრამაში, რათა საქართველოში, თითოეულ მსურველს საუკეთესო ბიზნეს პრაქტიკა გაუზიარონ" - აცხადებს ნინო ჭედია. პროექტის მიზანია ნიჭიერ, პროგრესულ ადამიანებს ჰქონდეთ წვდომა მსოფლიო დონის გამოცდილებასთან.

"განათლებული და განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიული ლიდერები არის უკეთესი მომავალი!" აცხადებს ნინო ჭედია.

პროგრამა 22 ოქტომბერს დაიწყება.

ლექციების ფორმატი:

დასწრებული და ონლაინ 14 შეხვედრა. ყოველ შაბათ-კვირას. თითო ლექციის ხანგრძლივობა არის 3 საათი. საკომუნიკაციო ენა - ქართული და ინგლისური.

13 ივლისს, ბრიტანულმა უნივერსიტეტმა საქართველოში უმასპინძლა პროექტის პრეზენტაციას. სადაც ჯაზის ბენდის უნიკალური ვორკშიპი ვიხილეთ. ვორკშოპი ჩაატარა პროექტის ერთ-ერთმა ლექტორმა - პროფესორმა მარიანა ცარმა, ვორკშოპის თემა: ,,სტრატეგიული ლიდერობა, გუნდის მართვა და კომუნიკაცია''.

პრეზენტაციაზე ონლაინ მონაწილეობა მიიღეს ლიდერშიპის პროგრამის მოწვეულმა სხვა ლექტორებმაც. პრეზენტაციაზე ბიზნეს სფეროდან მოწვეული იყვნენ სამოტივაციო სპიკერები, რომლებმაც საზოგადოებას წარმატების საკუთარ ფორმულა გაუზიარეს.

პროექტის სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებიდან გამომდინარე, პრეზენტაციაზე დასახელდა ის მიმართულებები რომელთა წარმომადგენლებიც ,,ლიდერშიფის პროგრამას" დაფინანსებით გაივლიან.

შემოგვიერთდით: სარეგისტრაციო ფორმა

დეტალები იხილეთ ვებ-გვერდზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

საქართველოს უნივერსიტეტი - შესაძლებლობების 20 წელი

2004 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო, დღეს კი 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს