📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"ორბელიანი საქართველო"-ს ორგანიზებით აღინიშნება სოციალური პასუხისმგებლობის კამპანია "რასაცა გასცემ შენია"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

29 ნოემბერს, პირველად საქართველოში, "ორბელიანი საქართველო"-ს ორგანიზებით აღინიშნება სოციალური პასუხისმგებლობის კამპანია "რასაცა გასცემ შენია".

კამპანიის მიზანია ადამიანებს შეახსენოს, რომ ყოველი დღე სიკეთის კეთების ახალი შესაძლებლობაა, რისთვისაც მთელი ნოემბრის განმავლობაში საქართველოს ქალაქებში ეკრანები განათდა მოწოდებებით - გასცენ მეტი: სიყვარული, სიკეთე, ზრუნვა, სითბო და პატარ-პატარა საჩუქრებით მადლობა ვუთხრათ მათ ვინც ამას არ ელოდება.

პატარა, მოულოდნელი სიკეთეები ყოველთვის იწვევს დიდ ემოციას, ადამიანის გახარებული სახეების დანახვა კი ყველასთვის სიხარულის მომტანი ხდება.

სასურველი სამყარო თავადვე უნდა შევქმნათ #მეტი სიკეთით, მეტი სიყვარულით, მეტი ზრუნვითა და მეტი ყურადღებით, სამყაროში გაშვებული დადებითი ენერგიები კი არასდროს იკარგება და აუცილებლად სწორ და მნიშვნელოვან დროს ბრუნდება უკან.

ორბელიანი საქართველო - 2015 წლიდან სთავაზობს მოქალაქეებს ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმებს, ეხმარება მოქალაქეებს ცვლილებების განხორციელებაში როგორც ცვლილების აგენტების გაძლიერების, ასევე სოციალური ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერით.

Orbelianimeti.ge პირველი "ქრაუდფანდინგის" პლატფორმაა საქართველოში, რომელიც თანადაფინანსების პრინციპით მუშაობს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!