📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

როგორ ვმართოთ ბიზნესი დისტანციურად? გზამკვლევი ონლაინშეხვედრებისა და ვებინარების "სამყაროში"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

კორონავირუსს საკმარისი ძალა აღმოაჩნდა, შეეცვალა მსოფლიოს დღის წესრიგი. ახლა, როცა ადამიანები მეტ-ნაკლებად ერიდებიან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, საჭიროა დისტანციური შეხვედრებისთვის ოპტიმალური საშუალებების ძიება.

Entrepreneur შექმნილი სიტუაციის გამო გთავაზობთ პრაქტიკულ გზამკვლევს ონლაინშეხვედრებისა და ვებინარების (ონლაინსემინარების) პროგრამების შესახებ, რომლებიც გამოადგება როგორც მცირე და საშუალო ბიზნესს ოპერაციების მართვაში, ისე სკოლებსა და უნივერსიტეტებს სასწავლო პროცესის რეგულირებაში.

2013 წელს შექმნილი პროგრამა, რომელსაც ყველა ზომისა და ფორმის გუნდი იყენებს, განკუთვნილია პროექტების ორგანიზების, იდეების გაცვლის, ფაილების შენახვის, კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის. Samepage გამარჯვებული ონლაინკოლაბორაციის პროგრამაა, რომელიც აერთიანებს ფაილებს, ამოცანებს, კალენდარს, რუკებს, ვიდეოებს და ჯგუფურ საუბრებს ერთ გვერდზე. იდეალურია ვებინარებისა და Live-ებისთვის.

Samepage-ის ღირებულება თვეში 8$-დან იწყება. იგი მომხმარებლებს უფასო ცდის შესაძლებლობასაც აძლევს.

James M ერთ-ერთი მომხმარებელია, რომელიც 51-200 დასაქმებულს აერთიანებს. იგი პროგრამას 2-ზე მეტი წლის განმავლობაში იყენებდა. როგორც ჯეიმსი აღნიშნავს, Samepage საუკეთესოა სწრაფი საუბრებისთვის, დოკუმენტებისა და ინფორმაციის შესანახად, თუმცა შესაძლოა იგი ცოტათი ძვირი და რთულად დასასწავლი აღმოჩნდეს.

პროგრამა 30 ენაზე თითქმის ყველა ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. TeamViewer − მსოფლიოში ონლაინშეხვედრების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროგრამა, მილიარდზე მეტ მოწყობილობას აერთიანებს. იგი ხელს უწყობს რეალურ დროში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფი ადამიანების კოლაბორაციას. TeamViewer დაგეხმარებათ დოკუმენტაციის შეგროვებაში, პირებთან მარტივ კონტაქტსა და ლაივების წარმართვაში. Santiago A-ს კომპანიის მმართველობის დროს 11-დან 50 ადამიანის ჩათვლით ჰყოლია დასაქმებული. იგი პროგრამას 2-ზე მეტი წლის განმავლობაში იყენებდა, მისთვის TeamViewer განსაკუთრებულია, რადგან ხშირად დაიცვა ფაილების დაკარგვისა და გაფანტვისგან. ასევე პლატფორმა ხელსაყრელია ვირტუალური შეხვედრების, პრეზენტაციების ორგანიზებისა და ვიდეოკონფერენციების ჩასატარებლად.

პროგრამამ, რომელიც 3742-მა ადამიანმა 5-ბალიანი შკალით შეაფასა, 4.4 ქულა დააგროვა. ყოველთვიურად 113 მილიონი პროფესიონალი იყენებს WebEx-ს კოლაბორაციისა და პროექტების სწრაფად დასაგეგმად. ახლა ჯგუფებს უკვე შეუძლიათ ყველა თანამშრომელთან დისტანციურად მუშაობა. პროგრამა გთავაზობთ ინტეგრირებულ აუდიო და ვიდეოჩართვებს, რომლებიც მაღალი დაცულობით გამოირჩევა. WebEx-ის ფასი თვეში 13.50$-დან იწყება, რომელიც დაინტერესებულ პირებს უფასო ცდის საშუალებასაც აძლევს. პროგრამა იდეალურია ინდივიდუალური საუბრებისთვის, ვებინარებისა და ლაივების წარმართვისა და დოკუმენტაციის შესანახად.

საშუალო ბიზნესისა და ანტრეპრენერთათვის არსებული შესაძლებლობა, ონლაინ წარმართონ მაღალი ხარისხის ვიდეოშეხვედრები მრავალ მონაწილესთან ერთად, რომლებიც სხვადასხვა მოწყობილობას იყენებენ. BlueJeans 2011 წელს ამერიკაში შეიქმნა, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდუალურ საუბრებს, ვებინარებისა და ლაივების წარმართვასა და დოკუმენტაციის შენახვას. პროგრამა ასევე გაძლევთ უფასო ცდის შესაძლებლობას. BlueJeans შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც ბევრ ადამიანთან ერთად უწევს შეხვედრების წარმოება.

ClickMeeting 2010 წელს პოლონეთში შექმნილი პროგრამაა, რომელიც განკუთვნილია ყველა ტიპის ორგანიზაციისთვის. მისი სამიზნე სექტორია: მარკეტინგი, გაყიდვები, განათლება, HR და ტრენინგები. ClickMeeting ვებინარების მარტივ წარმართვას უზრუნველყოფს − დაწყებული მოსამზადებელი პერიოდიდან, დასრულებული პრეზენტაციებით, რომელიც ასევე ინტერაქციებს მოიცავს. პროგრამა არ საჭიროებს მონტაჟს, იგი ყველა მოწყობილობასა და ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს. ClickMeeting-ის ფასი თვეში 25$-დან იწყება. იგი უფასო ცდასაც უზრუნველყოფს. როგორც Pierre-Clement L აღნიშნავს, ის დიდხანს ეძებდა ხელსაწყოს, რომელიც მის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებდა, დიდი ხნის ძებნის შემდეგ კი იპოვა ClickMeeting − ადვილად და მარტივად სამართავი პროგრამა.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

საქართველოს უნივერსიტეტი - შესაძლებლობების 20 წელი

2004 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო, დღეს კი 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი