📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

RUM ROOF KITCHEN BAR - ეგზოტიკური გემოები უკვე თბილისში ეგზოტიკურად შეზავებული სასმელებისა და კერძების სამყარო

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Rum Roof Kitchen Bar

თავისუფლების მოედნიდან თუ ტაბიძის ქუჩას შეუყვებით, სულ რამდენიმე ათეული ნაბიჯის გავლის შემდეგ ხელმარცხნივ RUM ROOF KITCHEN BAR-ს მიადგებით, სადაც ეგზოტიკურად შეზავებული სასმელებისა და კერძების სამყაროში ამოყოფთ თავს.

ისეთი ქვეყნების კულინარიული ქმნილებებით, როგორიც ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის ქვეყნებია, თბილისი მაინცდამაინც განებივრებული აქამდე არ ყოფილა. შესაძლოა, ასეთი გემოვნური ინტერესი ბევრს გასჩენია, თუმცა თუ სად შეიძლებოდა ეგზოტიკური გემოების, თანაც სასმელ რომის თანხლებით ზიარება, პასუხის პოვნა ნამდვილად გაუჭირდებოდა. ახლა კი ასეთი სურვილის შემთხვევაში უკვე მხოლოდ RUM ROOF KITCHEN BAR- ში სტუმრობაა საკმარისი და გამორჩეული მენიუს გულისყურით დათვალიერება. აქვეა რომის შთამეჭდავი არჩევანიც.

RUM ROOF KITCHEN- ში მოხვედრის შემდეგ, განსაკუთრებული რეცეპტურით მომზადებულ და რომში დავარგებულ კერძებს დააგემოვნებთ, რომელიც ულუფას სულ სხვა ელფერს სძენს. ბარბადოსული ბურგერი და მოხიტოს ჩიზქეიქი სწორედ ის მინიმუმია, რაზეც აქ სტუმრობისას არჩევანი აუცილებლად უნდა შეაჩეროთ. რომის განსაკუთრებულ მოყვარულებს კი ბარის თაროებზე გამორჩეული, ხელით შექმნილი და ხანგრძლივი ისტორიის მქონე რომის სპეციალური ჩამოსხმა ელოდებათ.

RUM ROOF KITCHEN BAR- ში პრემიუმ რომის ცალკეული სახეობები 25 წლიანი დაძველებისაა და სხვადასხვა არომატულ ხასიათს ატარებს.

რაც შეეხება კოქტეილებს, აქაური „მიქსოლოგი" ბარისტები სასმელების განსაკუთრებულ კომბინაციებზე საგანგებოდ ზრუნავენ და რომთან შეზავებულ არომატებს განსხვავებულ ვარიანტებად გვთავაზობენ.

ამ ყველაფერს ერთად კი RUM ROOF KITCHEN BAR-ის ჭერქვეშ შეხვდებით.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!