📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველოს ბანკი მომხმარებელს ციფრულ ბიზნეს ბარათს სთავაზობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტებისა თუ სერვისების დანერგვას განაგრძობს. ბანკი მეტი უსაფრთხოებისა და კომფორტის შესაქმნელად, ბიზნეს მომხმარებლებს ციფრულ ბიზნეს ბარათს სთავაზობს. მისი დახმარებით კიდევ უფრო მარტივი ხდება ოპერაციების განხორციელება. ბარათის შეკვეთა და გააქტიურება კი ბიზნეს ინტერნეტბანკის საშუალებით, მომენტალურადაა შესაძლებელი.

აღნიშნული ბარათით, მომხმარებელი როგორც ბანკომატებით, ისე სავაჭრო ობიექტებში არსებული POS ტერმინალებით ისარგებლებს. გარდა ამისა, მისი გამოყენებით შესაძლებელია ტენდერებში მონაწილეობის მიღება და ონლაინ ანგარიშსწორებაც. ციფრული ბიზნეს ბარათის Apple Pay-სა და TSKAPP აპლიკაციებში დამატებით კი ისეთ ოპერაციებს განახორციელებთ, როგორიცაა: თანხის განაღდება, ჩარიცხვა/გადარიცხვა, შეტანა და კონვერტაცია.

აღსანიშნავია, რომ ციფრული ვერსია როგორც ბიზნეს ბარათის, ასევე ქეშ ქარდის და 4B ბარათებისთვისაა ხელმისაწვდომი. ბანკის გადაწყვეტილებით კი, ბარათის შეკვეთის შემთხვევაში, 6 თვის მანძილზე სრულიად უფასო იქნება როგორც მისი დამზადება, ასევე ბარათის ვადის ამოწურვამდე მისი გამოყენებაც. ბარათის შეკვეთა შესაძლებელია როგორც ინტერნეტბანკში, ისე სერვისცენტრებში.

„ციფრული ბიზნეს ბარათი მომხმარებლის მეტი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის დაინერგა. ბარათი დაზღვეულია დაკარგვისგან, რადგან ის ტელეფონშია, ეს კი საგრძნობლად ზრდის მის დაცულობას. მისი მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს ყველაზე საჭირო საგადახდო ოპერაციების შესრულებას, ონლაინ ანგარიშსწორებას და ტენდერებში მონაწილეობის მიღებას. ბიზნეს ინტერნეტბანკის დახმარებით, მის გასააქტიურებლად სულ რამდენიმე წამია საჭირო, პირველი 6 თვის მანძილზე კი ეს სრულიად უფასოდაა შესაძლებელი. ჩვენ ვაგრძელებთ ინოვაციური პროდუქტების დანერგვას, რათა გაუმჯობესებული პროცესებით თუ სერვისებით, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მომხმარებლებს", - განაცხადა გიორგი არველაძემ, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/2P7zqsz

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

საქართველოს უნივერსიტეტი - შესაძლებლობების 20 წელი

2004 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო, დღეს კი 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი