📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სურამში სასტუმრო შენდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით სურამში 3 კოტეჯისგან შემდგარი კომპლექსი შენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 150,000 ლარს შეადგენს. კომპლექსის მშენებლობა საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით ხორციელდება.

"საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, მოვიზიდეთ საჭირო ფინანსური რესურსი, რათა დაგვეწყო კოტეჯების მშენებლობა. ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესშია 2 კოტეჯი, რომელიც 12 სტუმარს დაიტევს. კოტეჯების მშენებლობის დასრულების შემდეგ, აუზის დამატებას ვგეგმავთ", - აცხადებს ბიზნესის ხელმძღვანელი, შორენა ბარბაქაძე.

"ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. განსაკუთრებით კი რეგიონში ოპერირებადი ბიზნესების. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ კიდევ ერთი ქართული სასტუმროს პროექტს. სურამში მშენებარე სასტუმრო არაერთ ადგილობრივს დაასაქმებს და საკუთარ წვლილს შეიტანს ტურიზმის სექტორის განვითარებაში. ჩვენ ვაგრძელებთ ტურიზმის სექტორის წახალისებას", - განაცხადა საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!