📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "გუმბათი ჯგუფი" ბათუმში სასტუმროს ტიპის კომპლექს აშენებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით "გუმბათი ჯგუფი" ბათუმში, 14 692 კვ.მ-ზე, 15 სართულიან სასტუმროს ტიპის კომპლექს აშენებს. აქედან, 1000 კვ.მ-ზე კომერციული ფართი განთავსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 11 მილიონი დოლარს შეადგენს. პროექტის ღირებულების 70% ბანკის მიერ დაფინანსდა.

"კომპლექსი ჯამში 377 აპარტამენტს მოიცავს, რომლის ტერიტორიაზეც ჩვენს მომხმარებელს დახვდება მრავალფუნქციური მიმღები (გასართობი და მოსასვენებელი ზონებით), საბავშვო მოედნით, სამუშაო და ბიზნეს ცენტრი, მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგი. ასევე, შენობის ბოლო სართულზე, ღია სივრცეში იქნება კაფე, ფიტნეს და სპა ცენტრები. პროექტის განხორციელებაში ჩვენი მხარდამჭერი და პარტნიორია საქართველოს ბანკი და მათ მიერ გაცემული ფინანსური რესურსი მთლიანად სამშენებლო სამუშაოებს მოხმარდება",- განაცხადა "გუმბათი ჯგუფის" დამფუძნებელმა, ლაშა ბალაძემ.

"საქართველოს ბანკის ერთერთ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს, განსაკუთრებით რეგიონებში. ჩვენ მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია მსგავსი ბიზნესის დაფინანსება, რადგან ასეთი პროექტები ზრდის ტურიზმის ხელშეწყობას და აძლიერებს სამშენებლო სექტორს. ასევე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, რადგან ყოველი ასეთი პროექტი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. "გუმბათი ჯგუფმა" უკვე დაასაქმა 150 ადამიანი. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას განვითარების სამომავლო გეგმებში", - განაცხადა საქართველოს ბანკის აჭარის რეგიონის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა, ნათია ღლონტმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

საქართველოს უნივერსიტეტი - შესაძლებლობების 20 წელი

2004 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო, დღეს კი 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი