📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"საქართველოს ბანკის" ბიზნესმენეჯერი - გახდით თქვენი ბიზნესის დირიჟორი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ბიზნესმენეჯერი" "საქართველოს ბანკის" ახალი ციფრული პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერი ტიპისა თუ ზომის ბიზნესს გადახდების მართვაში, ზრდაზე ორიენტირებული შეთავაზებების შექმნასა და სამომხმარებლო ტენდენციებზე დაკვირვებაში ეხმარება.

"ბიზნესმენეჯერი" ონლაინპლატფორმაა და ყველა საჭირო სერვისსა თუ პროდუქტს ერთ სივრცეში უყრის თავს, რომელიც კომპანიებს ბიზნესის ეფექტიან მართვაში, დამატებითი შესაძლებლობების ძიებასა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. მულტიფუნქციური პლატფორმა გადახდების მენეჯერს, API-მენეჯერსა და Ads-მენეჯერს აერთიანებს.

რას გვთავაზობს გადახდების მენეჯერი?

გადახდების მენეჯერი ფაქტობრივად ფინანსური ტრანზაქციების მართვის ახლებურ მიდგომებს ამკვიდრებს. იგი "საქართველოს ბანკის" ყველა გადახდის მეთოდს ერთ სივრცეში აერთიანებს და ბიზნესს მათი მართვისა და კონტროლის საშუალებას აძლევს. "ბიზნესმენეჯერში" გადახდის შემდეგი მეთოდები ერთიანდება: პირველი ტერმინალი, ონლაინგადახდები, ონლაინგანვადება, Google Pay, Apple Pay, პლუს ქულებით, BOG-ავტორიზაციით, საბარათე და ნაწილ-ნაწილ გადახდები.

მომხმარებელს ნებისმიერი სახის ბიზნესშესაძლებლობა აქვს, რამდენიმე წუთში, ერთი დაწკაპუნებით, სრულიად ციფრულად დარეგისტრირდეს "ბიზნესმენეჯერში" და მოითხოვოს მისთვის სასურველი გადახდების მეთოდები. ამ ყველაფრის დახმარებით, ბიზნესი დიდ ნაბიჯს დგამს გაციფრულებისა და პროცესების ავტომატიზაციისკენ.

გადახდების მენეჯერი მოსახერხებელია იმ მხრივაც, რომ ბიზნესები სრულ კონტროლს უწევენ მთლიან პროცესს:

აკვირდებიან გადახდების ისტორიას − დეტალურად ნახულობენ, როდის, რა მეთოდით და რა ტიპის ბარათით შეასრულეს გადახდა მომხმარებლებმა, როგორია გადახდის სტატუსი − დადასტურდა, დაბრუნდა თუ გაუქმდა. ამით უკეთესი წარმოდგენა ექმნებათ საკუთარი მომხმარებლების სეგმენტზე და მიმდინარე გადახდებზე.

მარტივად მართავენ გადახდებს − მაგალითად, აუქმებენ განვადებას, მომხმარებელს უბრუნებენ თანხას და სხვა, ეს კი მეტად მოქნილს ხდის პროცესებს.

თვალს ადევნებენ რეპორტებს − მათ შორის აგენერირებენ ახალ, საინტერესო რეპორტებს, რაც საკუთარი საქმიანობის სრული სურათის დანახვაში ეხმარებათ.

გადახდების მენეჯერი ტრანზაქციების ანალიტიკის ფუნქციონალსაც გვთავაზობს, რომლის მეშვეობითაც ბიზნესები აკვირდებიან იმას, თუ რა ტიპის არხებითა და მეთოდებით იხდიან მომხმარებლები და რა რაოდენობის თანხას ხარჯავენ გარკვეულ პერიოდში; როგორია საშუალო გადახდების მაჩვენებელი. იციან, ვინ არიან მათი მომხმარებლები, გადახდის რომელ მეთოდს ანიჭებენ უპირატესობას და რა მიმართულებით სჭირდებათ ცნობადობის ამაღლება. მთლიანობაში ანალიტიკის ფუნქციონალი ბიზნესებს საშუალებას აძლევს, მიიღონ გაცნობიერებული, სტრატეგიული გადაწყვეტილებები და გააუმჯობესონ სამომხმარებლო გამოცდილებაც.

რას გვთავაზობს Ads-მენეჯერი?

Ads-მენეჯერი ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური პროდუქტია, რომელსაც "ბიზნესმენეჯერში" შევხვდებით. იგი ბიზნესს საშუალებას აძლევს, მომხმარებლების ზუსტი ანალიტიკის დახმარებით შექმნას და მართოს მათზე მორგებული შეთავაზებები. Ads-მენეჯერი მომხმარებლების ტენდენციაზე დაკვირვების შესაძლებლობას იძლევა, კერძოდ, ბიზნესი აანალიზებს რამდენი მომხმარებელი დაკარგა, რამდენი მომხმარებელი შეიძინა, მათ შორის რამდენია აქტიური ბოლო 2 თვის განმავლობაში და ა.შ.

Ads-მენეჯერის ანალიტიკა მოიცავს ინფორმაციას ბიზნესის მომხმარებლების აქტივობის, დემოგრაფიის, ქცევისა და სეგმენტაციის სხვადასხვა მახასიათებლის შესახებ. სწორედ ეს ინფორმაცია აძლევს ბიზნესებს შესაძლებლობას, კონკრეტული სამიზნე აუდიტორიისთვის შექმნას შეთავაზებები. რაც მთავარია, ბიზნესს გაშვებული შეთავაზებების პროგრესზე დაკვირვება და საბოლოო შედეგების რეპორტის ნახვაც შეუძლია.

კიდევ ერთი უპირატესობა, რომელიც Ads მენეჯერს აქვს, ესაა წვდომა "საქართველოს ბანკის" ციფრულ არხებზე, რომლებსაც 1 200 000 აქტიური მომხმარებელი ჰყავს. თითოეულ ბიზნესს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქტების შესახებ ინფორმაცია კონკრეტულ სეგმენტს, "საქართველოს ბანკის" ციფრული არხების მეშვეობით მიაწოდოს, კერძოდ კი მობილ ბანკის, sCool app და offers.bog.ge-ის საშუალებით.

როგორც ვხედავთ, Ads-მენეჯერი საუკეთესო გზაა ბიზნესებისთვის, მარტივად ამოიცნონ საკუთარი მომხმარებლები, მათი მისწრაფებები და მათ ინტერესებზე მორგებული შეთავაზებები შექმნან, რაც ბრენდის ცნობადობასა და მომხმარებლების რაოდენობას გაზრდის.

რას გვთავაზობს API-მენეჯერი?

API-მენეჯერი ის "უხილავი" ხელსაწყოა, რომელიც მომხმარებელსა და ბანკს შორის ინფორმაციის უსაფრთხო მიმოცვლას უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, "საქართველოს ბანკის" API-სერვისებს საკუთარ ციფრულ პროდუქტებში უკვე 1000-ზე მეტი კომპანია იყენებს.

"ბიზნესმენეჯერის" API-მენეჯერი რამდენიმე სასარგებლო ფუნქციონალს აერთიანებს: ესენია ბიზნესინტერნეტბანკის API-სერვისები, ღია ბანკინგი და BOG ID;

ღია ბანკინგი ბიზნესის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ერთი სივრციდან მართონ საკუთარი ფინანსები, იმ შემთხვევაშიც, თუ რამდენიმე ბანკში აქვთ ანგარიში. მათ აქვთ შესაძლებლობა, შეამოწმონ ბალანსი, ანგარიშის ნომრები, ტრანზაქციების ისტორია და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია;

BOG ID-ის დახმარებით "საქართველოს ბანკის" მომხმარებლებს კონკრეტული ბიზნესის პლატფორმაზე ვერიფიკაცია, მობილბანკის ან ინტერნეტბანკის ავტორიზაციის საშუალებით ძალიან უმარტივდებათ;

ბიზნეს ინტერნეტბანკის API-სერვისების დახმარებით ბიზნესის მომხმარებელს საკუთარი სამუშაო სივრციდან გაუსვლელად შეუძლია ინდივიდუალური და პაკეტური დოკუმენტების შექმნა, ამონაწერების მართვა, ნაშთების შემოწმება და ა.შ. ეს ყველაფერი მათ შეუფერხებელი, მოქნილი და მოსახერხებელი საბანკო სერვისების მიღებაში, ხოლო კომპანიას კიდევ უფრო გაძლიერებაში ეხმარება.

როგორც ვხედავთ, "ბიზნესმენეჯერის" მთავარი დანიშნულება გადახდების მართვა, სამომხმარებლო შეთავაზებების დაგეგმვა და ანალიტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაა. ამ პლატფორმის მეშვეობით ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, მოითხოვონ გადახდები, იპოვონ ტრანზაქციების ისტორია, გაეცნონ ანალიტიკას, მართონ ფინანსური პროცესები, მარტივად ჩაიშენონ ციფრულ პროდუქტებში "საქართველოს ბანკის" API-სერვისები, და რაც მთავარია, შექმნან და მართონ შეთავაზებები საკუთარი და "საქართველოს ბანკის" მომხმარებლებისთვის და სხვა.

ასე რომ, არ გაჩერდეთ, აღმოაჩინეთ "ბიზნესმენეჯერი" და აითვისეთ თქვენი ბიზნესის სრული პოტენციალი!

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია