📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკს ახალი ციფრული სასაჩუქრე ბარათები დაემატა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი მომხმარებლებზე ზრუნვას და მათთვის ახალი სერვისებისა თუ პროდუქტების შეთავაზებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად ბანკი მომხმარებლებს ახალ პროდუქტს - ციფრულ სასაჩუქრე ბარათებს სთავაზობს, რომელიც საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკშია ხელმისაწვდომი.

ციფრული სასაჩუქრე ბარათის შეძენა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი და ის ადრესატთან მომენტალურად იგზავნება. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს სასურველი ვიზუალი ბარათისთვის და თან მისალოცი წერილიც დაურთოს.

აღსანიშნავია, რომ სასაჩუქრე ბარათი შეგიძლიათ გაუგზავნოთ ნებისმიერ ადრესატს ტელეფონის ნომერზე და არ არის აუცილებელი ჰქონდეს მობილბანკი, რათა ის გაიაქტიუროს.

"სასაჩუქრე ბარათები მობილბანკსა და ინტერნეტბანკში მორიგი სიახლეა საქართველოს ბანკისგან. წინასაახალწლოდ ყველას ძალიან ბევრი საქმე აქვს: საყიდლები, საშობაო დეკორაცია, საჩუქრები ოჯახის წევრებისთვისა თუ სიქრეთ სანტას ადრესატისთვის. შესასრულებელი დავალებების სიას ბოლო არ უჩანს. ციფრული სასაჩუქრე ბარათი ნებისმიერი სიტუაციისთვის კარგი გამოსავალია, რადგან მას ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან შეიძენ და ადრესატი მას მომენტალურად მიიღებს. მისი შეძენა შესაძლებელია როგორც საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით, ასევე ნაწილ - ნაწილ გადახდის მეშვეობით. ხოლო, თუ მეგობრები საერთო საჩუქრის ყიდვას გეგმავთ, შეგიძლიათ თანხის გაყოფის ფუნქციონალი გამოიყენოთ. იმ შემთხვევაში, თუ შენ მიიღე ვაუჩერი, მობილბანკში გააქტიურებისას გამოჩნდება თუ სად დახარჯე და რამდენი დაგრჩა ანგარიშზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ნებისმიერი სასურველი თანხის სასაჩუქრე ვაუჩერის ჩუქება არის შესაძლებელი. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ ჩვენს მომხმარებლებს საჭირო და დროული პროდუქტი შევთავაზოთ, რათა გავუმარტივოთ მათ ყოველდღიურობა და საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესი კიდევ უფრო მეტად კომფორტული გავხადოთ", - აცხადებენ საქართველოს ბანკში

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

საქართველოს უნივერსიტეტი - შესაძლებლობების 20 წელი

2004 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო, დღეს კი 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს